წინ ცხელი კვირა გველოდება. აქციებმა განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ პოლარიზაციის შემცირებაზე სხვაგვარი საუბრები მიდის. მთელი დღე, ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა - ევროკავშირის სტატუსის მისაღებად ყველაფერზე ვართ წამსვლელები - ეს ხუმრობით, მაგრამ არც მთლად. ამასთანავე აქტუალურდება კოვიდი. ნატო გართოვდება, უკრაიანში ბომბები არ სრულდება. წყალტუბოს მომავალი იწერება. ცოტა ლარიც გამყარდა და ახლა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8710 ლარია.
Covid19 - Update - განახლება საკამოდ ეფექტურად იწყებს მუშაობას - 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კოვიდ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მატებაა - საავადმყოფოების ნაწილის ინფორმაციით, საწოლები დატვირთულია. Worldometers - ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 555 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საგამოძიებო სამსახურმა მედდა დააკავა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულ პირად აფიქსირებდა. თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკს შემოდგომისთვის ველოდებით - გავაგრძელოთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე.
პოლარიზებულების ქვეყანა - ლევან იოსელიანი - ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. გურამ მაჭარაშვილი - „სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია" უფრო სირცხვილია - მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“. გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ქუჩაში აქციების შემდგომ საპარლამენტო ოპოზიციას რეგლამენტის ჩანაწერები გადაავიწყდა. იაგო ხვიჩია - ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც ჰქონდათ შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი უკრა. ირაკლი ქადაგიშვილი - მოსახლეობამ დაგვანახა, რომ გაურკვეველი რევოლუციური სცენარები და უტოპიაში გადასული პროექტები არ უნდა საზოგადოებას. სერგო ჩიხლაძე - რიგგარეშე სესია და საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ოპოზიციამ შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. პაატა მანჯგალაძე - პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ! „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, პარტიის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. გივი მიქანაძე - დეპოლარიზაციის კუთხით ველოდებით ნაბიჯების გადმოდგმას ოპოზიციის მხრიდან, რაც გახდება საფუძველი, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ ვიფიქროთ საკონსტიტიციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანაზე. ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას - დაანებეთ თავი რევოლუციურ სცენარს, აღიარეთ არჩევნები და მოეშვით ისეთი პოლიტიკური ლოზუნგების დამკვიდრებას, რაც ტორპედირებას უკეთებს პოლიტიკურ პროცესს. კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ „პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ პარტნიორები არიან, სამთავრობო ბლოკს წარმოადგენენ“. ხატია დეკანოიძე - ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებები ვაჭრობის საგნად გადააქცია - რეალური ცვლილება იქნებოდა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ნიკა გვარამიას შეწყალება. რატი იონათამიშვილი - ნებისმიერი პარტია, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა. გივი მიქანაძის ინფორმაციით, 7 ივლისს, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან დეპოლარიზაციის საკითხზე შეხვედრას გეგმავს. ნინო დოლიძე - არ გვაქვს დრო, სამუშაო შეხვედრები და პროცესები დავძრათ, რომელიც დროში გაიწელება, ხოლო შედეგი შეიძლება მოიტანოს, შეიძლება, არა - გვაქვს მიშელის შეთანხმება, საიდანაც გასული ვიხილეთ ხელისუფლება, ცხადია, ნდობა ამ ეტაპზე არ არსებობს. ბექა ნაცვლიშვილი - ფართო მხარდაჭერა, რაც „ოცნებას“ აფიქრებინებდა, რომ მისი ბოლო მომენტი დადგა, ქუჩის აქციებს არ აქვს, რადგან ძალიან ეკლექტურია - იქაა სამოქალაქო საზოგადოება, „ენჯეო“ წვრილბურჟუაზიის წარმომადგენლები. „ქციები და სანქციები უნდა იყოს, მაგრამ "ოცნებას" თან უნდა ველაპარაკოთ“ - ნიკა გვარამია საპატიმროდან. გიორგი კანაშვილი - ოპოზიცია პროცესებში უნდა შევიდეს, ეს ხელისუფლებას მოუსპობს იმის თქმის საშუალებას, რომ „გვინდოდა და მათ არ უნდათ“ - ყველაზე სწორი ტაქტიკა იქნება თანამშრომლობა და მეორე მხრივ, აქციები. ბექა დავითულიანი - „ლელოს“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბარი არარელევანტურია - ეს არის პოლიტიკური უტიფრობა. ლევან ბეჟაშვილი - მთავარია, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური ოპოზიციის კოორდინაცია იყოს უნისონში - ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შეასრულოს მოთხოვნები. ანა ნაცვლიშვილი - ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე - პარლამენტი არათუ დასასვენებლად არ უნდა იყოს წასული, არამედ ერთ წუთსაც არ უნდა ვკარგავდეთ. სერგო ჩიხლაძე - გამოსავლად არ მიგვაჩნია, რომ მთავრობას დღეს შერცხვება და რეფორმებს ჩაატარებს - 100-ჯერ შევთავაზეთ მუშაობის სხვადასხვანაირი ფორმატი, არაფერზე არასდროს წამოვიდა და რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ რაღაცას გააკეთებს? ანა დოლიძე - მთავარია რეფორმების გატარება სასწრაფო წესით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი გულისწყრომა - ქუჩაში მიტინგები დემოკრატიისთვის კბილის გახეხვასავით აუცილებელი ნაწილია. მიხეილ დაუშვილი - თუ რეალური იქნება და საშუალებას მოგვცემს, სტატუსამდე მივიდეთ, მზად ვართ, ყველანაირ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა.
ნატოსთან მოკავშირეობა - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ჩვენ გავზრდით წვრთნების სიხშირეს, ვეცდებით, მეტი სინერგიის პოვნას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან, საქართველოს დასახმარებლად. საქართველო უნდა მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნად
ძალადობის წლისთავი - DRI - 5 ივლისს მომხდარი ძალადობიდან ერთი წელი გავიდა და ძალადობის ორგანიზატორები დასჯილები არ არიან - ზოგჯერ ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფების და ხელისუფლების გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა. ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმე გამოსაძიებლად გენპროკურატურის უნდა გადაეცეს და „სუს-ის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების“ გამოძიება მოხდეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1 წელი გავიდა ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობიდან - იმის მაგივრად, რომ ამ ჯგუფების მიმართ სათანადო პროცედურები მიმდინარეობდეს, ისინი მოძლიერდნენ, შექმნეს პარტია, გახსნეს ოფისები. გენერალურ პროკურატურასთან „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი - 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება. პრეზიდენტი პრორუსულ ჯგუფებზე - დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი - თუმცა, იგივე პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.
ახალი მედიცინა - ირაკლი ღარიბაშვილი - ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება.
ახალი წყალტუბო - ლევან დავითაშვილი - გვაქვს შანსი, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ იმგვარად, რომ წყალტუბოს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდეს. წყალტუბოს უნიკალური წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტი იყო კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი და კარლოვი ვარი.
საზღვარგარეთულები:
მეომრობა - ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერი უნდა გავტეხოთ, ამას ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს. დნიპროსა და ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა. შავ ზღვაში რუსეთის 5 სარაკეტო ხომალდი და წყალქვეშა ნავია მობილიზებული. მედია - უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი საცავი გაანადგურეს. ბორის ჯონსონის ინფორმაციით, შოტლანდია და უელსი უკრაინას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ლუგანსკის გუბერნატორი - რუსული ძალების შემდეგი სამიზნე სლავიანსკი და ბახმუტი იქნება. უკრაინის გენშტაბი - მტერი ნოვოლუგანსკოესა და ბახმუტის დასახლებებს უტევს, საომარი მოქმედებები გრძელდება. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევას განახორციელებენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინულმა ძალებმა, უკან, სავარაუდოდ, სწორად, გეგმის შესაბამისად დაიხიეს. დმიტრო კულება - მოვუწოდებ პარტნიორებს, რუსეთს საზღვაო ტრანსპორტზე წვდომა შეუზღუდოს - ის, რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს მსოფლიოში ახორციელებს, არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე. უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყებიდან 36 350 რუსი სამხედრო მოკლეს. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. სერგეი შოიგუ - რუსეთმა შავ და აზოვის ზღვებში ორი ჰუმანიტარული დერეფანი შექმნა. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 4 900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. იაპონიამ რუსეთსა და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა. საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. ანა ნაცვლიშვილი - შარლ მიშელის შეთანხმება არის აქტუალური დღეს, როგორც არასდროს. „ინტერფაქსი“ - მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” დაარქვეს. სლავიანსკის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. მედია - დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ერთ-ერთ სპეცდანიშნულების ობიექტზე გადაიყვანეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც პლაცდარმს სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად. ბორის ჯონსონი - მჯერა, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება - უახლოეს პერიოდში უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიეწოდება.
ნატოს გაფართოება - შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთთან გაწევრიანების პროტოკოლის გაფორმებაზე - ეს არის ნამდვილად ისტორიული მომენტი - 32 ქვეყნით ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია