ქართული დროშობანა, ვეტოდადებული მაუწყებლობა, სერბეთი და ოსეთი, რეორგანიზაცია მერიაში და მუქარები ტრამპს

      მდგრადი განვითარების სამინისტრო გვაქვს, მაგრამ ამინდი არამდგრადი და ასეთივე დარჩება მომდევნო დღეებშიო, ამიტომ ჯერ კიდევ გაუაზრებელი სიცივე და მზე-თოვლი გველის.

      საკვირაო ქადაგებებიდან - მეუფე შიო - ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 იანვარი, 2018 /

      ქართული დროშის დღე 14 იანვარი - გიორგი მარგველაშვილი - ქართული დროშა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც ფრიალებს, რადგან არც გიორგი ანწუხელიძის და არც გურამ გაბესკირიას სული არ გატყდა. პრეზიდენტმა საქართველოს დროშა ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. სახელმწიფო დროშა ლაშა ტალახაძემ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად, მცხეთაში, ბებრის ციხეზე აღმართა. ირაკლი კობახიძე - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტროული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. გია ვოლსკი - პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკისადმი ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება მართებული გადაწყვეტილება იქნება.

      დაბრუნებული საქმე - მუხთარლი - გია ვოლსკი - აფგან მუხთარლის საქმეზე მაქვს კითხვები გამოძიებისადმი, კონკრეტული პოლიტიკური შეფასებაც მაინტერესებს. ევროკავშირი - საქართველოდან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს.

      კვება - ყველი - 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები გამოვლინდა. კვლევის მიხედვით, 15 განსხვავებული ყველის ანალიზით გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ არის.

      საახალწლო პრემიები - საახალწლოდ ვანის მუნიციპალიტეტმა პრემიის სახით 64 400 ლარი გასცა.

      არასრულწლოვანების დაპირისპირებები - ხაშურში მოზარდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ხაშურში მოზარდებს შორის ჩხუბის შედეგად დაჭრილ არასრულწლოვნებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ხაშურის კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, საავადმყოფოში 4 ახალგაზრდა შეიყვანეს.

      თბილისის გენერალური გეგმა - ილია ელოშვილი - თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით კომპრომისზე ვერ წავალთ, დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის შესახებ საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს. თბილისის მერია - გენერალური გეგმის ის თავი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, არანაირ მონაცემებს არ იშველიებს. თბილისის მერია - გენგეგმაში უგულებელყოფილია მწვანე ქალაქის პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.

      თბილისის მერია - თბილისის მერიაში კომისიები და საბჭოები გაუქმდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა - იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება. მერიაში ახალი ა(ა)იპ-ი „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ იქმნება. თბილისის სატრანსპორტო სამსახურს ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობის უფლებამოსილება ექნება. ირაკლი ნადირაძე - საკანონმდებლო ცვლილებებით, მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები გაუორმაგდებათ. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები ერთ სამსახურად ერთიანდება. კახა კალაძე - თბილისის მერიაში თებერვლის ბოლოს რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება და ზუსტად გვეცოდინება, ვინ დარჩება და ვინ - წავა. კახა კალაძე - პარტია „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული სიცრუეა, თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს ხელფასები გაეზარდათ. გია ხუხაშვილი - თბილისის მერიამ მართვის უკეთესი მანქანა შექმნა, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ეს თავისთავად არაფრის გარანტია არ არის. მარიამ ჯაში - თებერვლის პირველივე კვირაში განათლების კომიტეტი სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვას დაიწყებს. გიორგი ტყემალაძე - სტრუქტურული ცვლილებები მერიის მენეჯმენტს უფრო ეფექტურს გახდის. ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძემ კანონის წაკითხვა უნდა ისწავლოს. ირაკლი ხმალაძე - თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება. დავით ჟღენტი - თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების გაორმაგებას საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს. ალეკო ელისაშვილი - არქიტექტურის სამსახურიდან ურბანული დაგეგმარების კომპონენტის ცალკე გამოტანა სწორი ნაბიჯია. ირაკლი აბესაძე - სასაცილოა, საზოგადოებას რეორგანიზაციად და რეფორმად შეასაღო მერიაში რამდენიმე სამსახურისთვის სახელის გადარქმევა. ზაალ უდუმაშვილი - კალაძე დიდ თანხებს დახარჯავს პიარში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რიგითი თბილისელების ცხოვრება გაუმჯობესდება.

      საპატრიარქოს წერილი სერბეთს და სხვა ოსურ-სერბული ურთიერთობები - სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით. წერილში ჩვენ ვწერთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის არაღიარებული რესპუბლიკა მათი სახელმწიფოს მიერ და რომ, ეს არის არაღიარებული ეკლესია, ასევე მათი ეკლესიის მიერ. ამას ვუხსნით, ვეკითხებით და პასუხს ვითხოვთ, რატომ მოხდა მათი მიღება და რა იყო ამის მიზეზი. ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთი სერბთა რესპუბლიკასთან კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ითანამშრომლებს. ანატოლი ბიბილოვი - ჩვენ უნდა გავზარდოთ "სამხრეთ ოსეთის" ცნობადობა, დავამყაროთ კონტაქტები.

      მაუწყებლობა - ზურაბ ჭიაბერაშვილი - „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს. ზაზა ბიბილაშვილი - პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი - გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს სარეკლამო ბაზარზე, პრობლემურია. პრეზიდენტი - იმედი მაქვს, პარლამენტი კარგად გაიაზრებს ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ისე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი ხარჯვის მიმართულებით. ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომლებსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ნინო ჯანგირაშვილი - ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე ვეტო არ არის მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები, ეს არის მედიის და არასამთავრობო სექტორის შენიშვნები. საია "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე - პროექტის კანონად ქცევა მაუწყებელში გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის.

      ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ რუსი სამხედროები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით წვრთნებს მართავენ.

      მარშალ გელოვანის გამზირზე მიკროავტობუსი დაიწვა.

      ნუ ხმაურობთ! - ხმაურისთვის 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში 119 პირი გააფრთხილეს

საზღვარგარეთულები:

      გრაფოლოგი სააკაშვილი? - მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვარ გრაფოლოგი, რომ ხელწერა შევადარო - არ შემიძლია დავიჯერო, რომ პოროშენკო ისეთი სულელი იყო ФСБ-სთან თანამშრომლობაზე დოკუმენტი დაეტოვებინა. აქვე სხვა ამბები სააკაშვილის თავს - მიხეილ სააკაშვილი გოგაძე-ლუცენკოს შეხვედრაზე - ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ერთიანდება.

      რუსული პატივისცემა - სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს იმ ფარგლებში, რომელიც ყირიმში რეფერენდუმის შემდეგ ჩამოყალიბდა. სერგეი ლავროვი - აშშ და დასავლეთი მსოფლიოში გავლენას კარგავენ. სერგეი ლავროვი - დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის შემადგენლობა კიევის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მიერ უნდა განისაზღვროს.

      ბორის ჯონსონი - კიმ ჩენ ინის რეჟიმზე დიპლომატიური ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ.

      დონალდ ტრამპი - მე რასისტი არ ვარ. სამაგიეროდ, უკვე შეიძლება ამერიკის პრეზიდენტს დაემუქრო - მაჰმუდ აბასი დონალდ ტრამპს - საპასუხო სილა ჩვენგანაც იქნება.

      ბაღდადში აფეთქებების შედეგად დაღუპულია 26 ადამიანი.

      ტერორიზმს მეთოდებს ჩვენ შევურჩევთ - თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - უფლება გვაქვს ვიბრძოლოთ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ისეთი მეთოდებით, რასაც შესაფერისად მივიჩნევთ. თურქეთის ვიცე-პრემიერი - აშშ სირიაში ტერორისტულ ჯარს აყალიბებს.

      შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის გამო, ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 252

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

2024 Baltimore Beatdown awards: Train of the Yr

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am 0 კომენტარი



The 20242025 NFL period is in depth, still just before the chapter is shut, we need a past seem to be at the joys that arrived towards the Baltimore Ravens ' a result, make it possible for 's rejoice the successes as a result of handing out our secondannual Baltimore Beatdown Awards. Nowadays, we carry on with Educate of the 12 individuals will Deliver up our nominees, nonetheless the champion is finally made a decision by means of yourself, the reader, with a poll at every post 's…

გაგრძელება

Tennessee reportedly pushing for USC go Zachariah Department

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am 0 კომენტარი



It 's been a wild few of months for the Tennessee large recipient area. Not just will the Volunteers get rid of senior starters Bru McCoy and Dont 'e Thornton, however 6 excess contain opted in direction of strike the shift portal. That leaves the Volunteers with only 2 scholarship gamers at the situation, pending a greatest selection versus earlier fivestar likelihood Mike will welcome 3 freshmen receivers within their 2025 system, nonetheless that 's scarcely more than enough toward…

გაგრძელება

Seahawks motion picture overview: How Ernest Jones transformed Seattle's protection for the much better

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am 0 კომენტარი



Upon Oct 23, 2024, the Seahawks realized linebacker Ernest Jones IV against the Tennessee Titans within substitute for Jerome Baker and a fourth-spherical pick flow that, about year, proved towards be 1 of the excellent trades of the quickly took above the setting up activity at heart industry Whilst Tyrel Dodson was slice. His advent coincided with a turnaround within the protection's functionality. What can he do with a total offseason as opposed towards Mike Macdonald?StatsIn…

გაგრძელება

Phinsider Ponder Of The Working day: It Does Glance Inescapable Model

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:06am 0 კომენტარი



I include by now lined this subject matter within a report inquiring if yourself thing to consider the NFL would movement towards an 18video game month-to-month period. I was not absolutely sure, and greatest of by yourself, if I keep in mind properly, did not imagine it would come about. At this time I believe that as considerably of the NFL media that it will materialize regardless of whether we together with it or not…

გაგრძელება

Qwelly World

free counters