პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლა ერთ-ერთი მთავარია ამბავი იყო დღეს. ასევე დიდი მითქმა-მოთქმა არის ატეხილი ბასიანში მომხდარ მკვლელობაზე, ამჯერად ისტორიული შამქორ-ბასიანის ნაცვლად, ღამის კლუბია ნაგულისხმევი. ამას გარდა, მერიამ გადაწყვიტა რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ღამითაც იმგზავროს, ხოლო ქართულ ოცნებაში ჯერ არ იციან ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილი თუ დავით სერგეენკო. დუდაევის მკვლელობაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს.
ჩვენი დროის ბასიანის საქმე - კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამა - ამათი დაწყებული არ არის, ვეუბნებით გვაპატიონ, ამ ბიჭმაც თქვა, რომ არ უნდა მომექნიაო, მაგრამ ხდება ყველაფერი. კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატსა და კლუბის დამფუძნებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნაჯა ორაშვილი - ვიდეოსათვალთვალო კამერებში ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან. კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი - დაცვის ერთ წევრს ხელზე აქვს ნაკბენი, დაჭრილია დაცვის ორი წევრი და ერთი პოლიციელი. კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსი - პროკურატურაში გამაცნეს საქმის მიმდინარეობა, მეც გამიჩნდა კითხვები. პრესსამსახური - გიორგი რამიშვილს კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. სააპელაციო სასამართლო პოლიციელის და კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი - საქმის გაპიარება კლუბის მეპატრონეების ინტერესებში შედის. კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლოში მივიდა. პროკურორი - კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელის და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა. კლუბ “ბასიანთან” პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ. სააპელაციო სასამართლომ „ბასიანთან“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე - ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის. ადვოკატი - თამაზ ქვლივიძე იცავდა თავს, რადგან კლუბ ”ბასიანის” დაცვის წევრები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ - ამის მტკიცებულებებს მოვიპოვებთ. გიორგი გახარია „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - როცა საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას, ყველა უნდა იყოს უკომპრომისო. ადვოკატი ზაზა მესხი - მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. პროკურორი - ბრალდების მხარეს ჰქონდა მყარი არგუმენტები, რომ „ბასიანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა.
თბილისის მერიის ირგვლივ - თბილისის მერიის და 10 რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა 120 ერთეულით მცირდება. რიმა ბერაძე - ოპონენტები ციფრებზე აპელირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ირაკლი ხმალაძე - ოპოზიციის მხრიდან ისმოდა არაჯანსაღი კრიტიკა ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას წინა ხელისუფლების მიერ აღებული პრემია-დანამატების რაოდენობა შეახსენა. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს. თბილისის მერის მოადგილე - საბავშვო ბაღებში საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობაა შეცვლილი. კახა კალაძე - კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. კახა კალაძე - მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ. კახა კალაძე - მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ.
გენერლის მკვლელობა - შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო. გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ქვემო ქართლის პოლიციაში, მოვაჭრეების გამოკითხვა გრძელდება. გიორგი გახარია - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არ გვყავს. შსს-მ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა. სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულის და მკვლელობასთან ძმის კავშირს გამორიცხავს.
მარგველაშვილის განცხადებები ერთ ბლოკად - გიორგი მარგველაშვილი - წლები უნდა ემუშავათ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომ ქვეყნისთვის ისეთი დარტყმა მიეყენებინათ, როგორიც უშიშროების საბჭოს გაუქმებაა. გიორგი მარგველაშვილი - მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარაქციით. გიორგი მარგველაშვილი - რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გამო ვიჭერთ, ამის მერე მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მართლმსაჯულებაში მიცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი მარგველაშვილი - მე სააკაშვილს სუშისა და პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი?! გიორგი მარგველაშვილი - ”ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს და დაიწყო პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი. გიორგი მარგველაშვილი - ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი?! გიორგი მარგველაშვილი - რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! გიორგი მარგველაშვილი - სისტემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, დანგრევის მაგივრად განმტკიცდა და დასტაბილურდა. გიორგი მარგველაშვილი - ციხეში ვერაფრისთვის ვერ უნდა ჩამსვან, რადგან არაფერი დამიშავებია. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია - ამას სკოლა ერთ დღეში, ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის. გიორგი მარგველაშვილი - ანა დოლიძე მივიდა პარლამენტში რამდენჯერმე და დახვდა აგრესია, შეურაცხყოფა, მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა. გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა კენჭისყრას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
პრეზიდენტის მომავალი ვარიანტი - „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის პოსტზე კვლავ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები სახელდება. ლევან გოგიჩაიშვილი და ოთარ დანელია პრეზიდენტის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებენ. მიხეილ ჯანელიძე - პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ზვიად კვაჭანტირაძე - ლოგიკურად პრეზიდენტის პოსტზე ორივე კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილიც და დავით სერგეენკოც დასაშვებია. ხათუნა ლაგაზიძე - “ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი უნდა წარადგინოს, რომელიც ექსპერიმენტული პარლამენტის თავმჯდომარისა და ემოციური პრემიერის ბალანსად გამოდგება.
მაუწყებლობა - თამარ ჩუგოშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები უმრავლესობის შიგნითაც ორადაა გაყოფილი. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს.
საქართველო საერთაშორისოდ - გაერო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძე - მცდელობა არის, რუსეთის ფედერაციამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მოგზაურობებს. მიხეილ ჯანელიძე იანვრის ბოლოს ნატო-ს წინაშე წლიური ეროვნული პროგრამის ანგარიშით წარსდგება. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.
მთავრობა და ოპტიმიზაცია - მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ საგარეო უწყებაში რეორგანიზაცია 1-ელ აპრილამდე დასრულდეს. გიორგი გახარია - შსს-ში ოპტიმიზაცია შეეხება ავტოპარკს, ადამიანურ რესურსს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სახელფასო ფონდსაც.
ოსური დელეგაციის მასპინძლობა სერბეთში - ელჩი იოსებ ნანობაშვილი - სერბეთის პატრიარქმა დამარწმუნა, რომ მას ანატოლი ბიბილოვი წარუდგინეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს და მისთვის უცნობი იყო წარდგენილი პირის ვინაობა.
ფრიიდომ ჰაუსი - თამარ ჩუგოშვილი - აფგან მუხთარლის საქმეზე შენიშვნები არა მხოლოდ Freedom House-ის, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების მხრიდან დაფიქსირდა - მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი გაეცეს.
ციანიდის საქმის დასკვნითი სიტყვა - ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - შევეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ, რომ არათუ ანგარებას, არამედ არანაირ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი. ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ გიორგი მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის განზრახ, ანგარებით მკვლელობის მცდელობა მოამზადა. პროკურორი - ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დახურული სხდომის გახსნაზე უარი განუცხადა.
ბრალდებული ექსპრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატი - სააკაშვილს ბრალად აქვს შერაცხული სხვა პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობისას აბანოში გაწეული 40-ლარიანი ხარჯი, ეს სამარცხვინოა. ბექა ბასილაია - შეწყალების გამო ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სამართლებრივი სიბეცეა და ეს დაადასტურა გიორგი მარგველაშვილმა. თემურ ჯანაშია - მარგველაშვილი იმდენად ვერ იტანს სააკაშვილს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს სამართლებრივი პროცესი როგორ გაგრძელდება სასამართლოში. სააკაშვილის საქმის პროკურორი მარგველაშვილის განცხადებაზე - ეს არის მცდარი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ის გაკეთებულია პრეზიდენტის მიერ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს. „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. შს მინისტრი - მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიიმალა, სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა. მარეკ დუდაევის ყოფილი მეუღლე - მკვლელს დუდაევთან ადრეც ჰქონდა კონფლიქტი, ის მარეკის ფერმაში მივიდა და თავში ესროლა. დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა - 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევი.
ძვირადღირებული მწერი - აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მინისტრის მოადგილე - აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა. აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველომ თურქეთთან და რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს.
კრიმინალის მომატება - ლევან გოგიჩაიშვილი - ადრე საინფორმაციო საშუალებებში რა თემებიც იყო დაბლოკილი, დღეს არის თავისუფალი, ახლა კრიმინალის გაშუქება გაიზარდა.
ნარკოპოლიტიკა - შს სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს.
კატასტროფანიუსი - აუდიტის სამსახური - საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა.
საზღვარგარეთულები:
აშშ მსოფლიოში - აშშ-ს ელჩი - უკრაინა თავდაცვით ლეტალურ შეიარაღებას უფასოდ მიიღებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - როდესაც ჩვენ ქვეყანაში ვიღებთ ხალხს, უნდა შევაფასოთ რამდენად დაიცავენ კანონს და ხომ არ წარმოადგენენ ჩვენთვის საფრთხეს. რექს ტილერსონი - აშშ მზად არის დიალოგისთვის და ჩრდილოეთ კორეამ იცის სად მოგვძებნოს. რექს ტილერსონი - მსოფლიო ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის არსებობას არ დაუშვებს.
ისრაელი - ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში წლის განმავლობაში გადაიტანენ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 20242025 NFL period is in depth, still just before the chapter is shut, we need a past seem to be at the joys that arrived towards the Baltimore Ravens ' a result, make it possible for 's rejoice the successes as a result of handing out our secondannual Baltimore Beatdown Awards. Nowadays, we carry on with Educate of the 12 individuals will Deliver up our nominees, nonetheless the champion is finally made a decision by means of yourself, the reader, with a poll at every post 's…
გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am
0 კომენტარი
0 მოწონება
It 's been a wild few of months for the Tennessee large recipient area. Not just will the Volunteers get rid of senior starters Bru McCoy and Dont 'e Thornton, however 6 excess contain opted in direction of strike the shift portal. That leaves the Volunteers with only 2 scholarship gamers at the situation, pending a greatest selection versus earlier fivestar likelihood Mike will welcome 3 freshmen receivers within their 2025 system, nonetheless that 's scarcely more than enough toward…
გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am
0 კომენტარი
0 მოწონება
Upon Oct 23, 2024, the Seahawks realized linebacker Ernest Jones IV against the Tennessee Titans within substitute for Jerome Baker and a fourth-spherical pick flow that, about year, proved towards be 1 of the excellent trades of the quickly took above the setting up activity at heart industry Whilst Tyrel Dodson was slice. His advent coincided with a turnaround within the protection's functionality. What can he do with a total offseason as opposed towards Mike Macdonald?StatsIn…
გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:06am
0 კომენტარი
0 მოწონება
I include by now lined this subject matter within a report inquiring if yourself thing to consider the NFL would movement towards an 18video game month-to-month period. I was not absolutely sure, and greatest of by yourself, if I keep in mind properly, did not imagine it would come about. At this time I believe that as considerably of the NFL media that it will materialize regardless of whether we together with it or not…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია