ედისონის და სხვა მკვლევარები, ვრცელკომენტარებიანი პრემიერ-მინისტრი

      უქმეებზე იწვიმებსო, ამბობენ სინოპტიკოსები. მშვიდი და გრილი სექტემბერია და ეს წვიმებიც ამის დასტურ-გაგრძელება იქნება. დღევანდელი დღე მონოტონური იყო. არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ვრცელი დრო და ადგილი-ტექსტები ეთმობა არჩევნებს. დაიწყო წინასწარი კვლევების თუ გამოკითხვების გამოქვეყნებაც. ტრადიციულად სიტყვაწყლიანია პრემიერი ღარიბაშვილი და ვრცელი გამოსვლები მრავალი მიმართულებით დღის ამბავია. კოვიდიც ჯერ არსად წასულა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1140 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი. საქართველოში სულ 1 433 296 აცრაა ჩატარებული, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 19.4%. საქართველოს წითელი ჯვარი „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. კახა კუჭავა - გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას ვაქცინაციისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრები. ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი, კოვიდსასტუმროში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი - არ მიმაჩნია, რომ „ბუსტერ“ დოზა ყველას სჭირდება.

      ედისონები და პირადი კვლევები არჩევნებზე - ანა დოლიძემ ამომრჩეველს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა. ანზორ მელია - უნდა მოხვიდეთ 2 ოქტომბერს არჩევნებზე, მაგრამ არ შემოხაზოთ 41 და არ შემოხაზოთ პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვალები დასთხარა ახალგაზრდებს. ირაკლი ხელაძე დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს „ართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 33%მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25, პარტიას „საქართველოსთვის“ - 10.ამავე კვლევის თანახმად, კახა კალაძე და გიორგი გახარია გამოკითხულთა 55-55 %- ს მოწონს, მელია 46%- ს. მიხეილ სარჯველაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - არ ვიცი, ეს კვლევა რომელი ფანჩატურის სიახლოვეს ჩატარდა, მაგრამ ფაქტია, რომ მცდარ ვარაუდს ქმნის. კახა კალაძე - შეუცდომელი არავინაა, თუმცა ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 32 მანდატს, „ნაცმოძრაობა“ კი 12 ადგილს მოიპოვებს. კვლევის თანახმად, ადგილობრივ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 48.6%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 27.1%, „საქართველოსთვის“ 5.8% უჭერს მხარს. „ქართული ოცნების“ კვლევით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს გამოკითხულთა 56,1%-იანი, ნიკა მელიას - 28,3%-იანი, გიორგი გახარიას კი 6%-იანი მხარდაჭერა აქვს. პაატა მანჯგალაძე - პარტიული კვლევა არ შეიძლება გამოვიყენოთ რაიმეს საზომად, რაც შეეხება "ედისონ რისერჩის" კვლევას, იქ გარკვეული ტენდენციები ასახავს რეალობას. კახა კალაძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება. გპირდებით, თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ. შეიძლება ჩემი რეიტინგი ჩვენს პარტიაზე მეტიც იყოს - შეიძლება ადამიანი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას. იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ კვლევაზე - როგორც ჩანს, მიზნისთვის მიუღწევიათ და არჩევნებში 48%-ს იღებენ - ყოჩაღ და ვულოცავ! მამუკა მდინარაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - “ლეიბორისტულ პარტიას“ ყველა არჩევნებში 1% აქვს და 500% -ით მეტი დაუწერეს, დანარჩენზე ალბათ, სერიოზულად საუბარი არც ღირს. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერები სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ. ლევან დოლიძე - ბოლო პერიოდში ჩატარებული ნებისმიერი კვლევა ადასტურებს, რომ დასრულდა ის ეტაპი, როდესაც „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ მარტო იყვნენ პირისპირ. მამუკა ხაზარაძე - 2 ოქტომბერს უნდა გადავტეხოთ ბარიერი, ჩავატაროთ რეფერენდუმი და უარი ვუთხრათ ერთპარტიულ და ერთი კაცის მართულ სისტემას ამ ქვეყანაში. კახა ოქრიაშვილი - დარწმუნებული ვარ, „Edison Research“-ის კვლევა ახლაც დაემთხვევა რეალობას და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართული ოცნება“ 33%-საც ვერ აიღებს.

      ვრცლად საკითხავი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი საუკუნის პროექტია. დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება, 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას კი სოფლის მეურნეობაში ვგეგმავთ. არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს, მომდევნო 3 წელი არჩევნები აღარ გაიმართება, ხალხი დაისვენებს და ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის საქმე, რაც გავაკეთეთ, ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე და ამიტომაც, მთავარი საზრუნავი მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იყოს. გაოგნებული და გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება, ჯერ კიდევ 20 თუ 25% მხარს უჭერდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიები დაგვაკარგინა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკვე სტაბილურდება და ვითარება დამშვიდებისა და დაწყნარებისკენ მიდის. „ქართული ოცნება“ რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი. რა შეიძლება უწოდო იმ საქციელს, როცა მიდიხარ ბრიუსელში და ევროპელ პარტნიორებს სთხოვ, საქართველოს არ მიეცეს უვიზო რეჟიმი, ამას აკეთებდნენ „ნაცმოძრაობის" ლიდერები სააკაშვილის ხელმძღვანელობით. 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული და იმასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით, ჩვენმა ხელისუფლებამ რეაბილიტაცია ჩაუტარა 10 ათას კილომეტრ გზას, 150 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა დაიგო. ის, რომ ხელშესახებია პროგრესი და ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა „ქართულმა ოცნებამ", ცალსახაა და ამაზე აღარავინ დავობს, გარდა ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტებისა. ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას, ყველაზე ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ კარგად იციან, მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ შეძლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დაჩოქება, როგორ შეიძლებოდა ისეთ უსახურ პოლიტიკოსებს დავმორჩილებოდით, როგორიცაა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.

      ღვინო წარმატებად - მარიამ ქვრივიშვილი - ღვინის ტურიზმის კონფერენციაზე შესაძლებლობა გამოვიყენეთ, მეტი გვესაუბრა საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე. UN WTO “ტვიტერზე” საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებაზე წერს.

      ყურძნის ბედი - 10 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 65 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 15 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენია

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 224 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა. სომხეთში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ლოს ანჯელესის სკოლებში 12 წლის ზემოთ ასაკის მოსწავლეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. რუსეთში კორონავირუსის 18 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 789 ადამიანი. გერმანია ორსულებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას აძლევს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 115

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters