მარტის ბოლო მზიანია - შეგვიძლია ბოლო დღეების აქტუალურ მოტივზე წავიმღეროთ - კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი შენარჩუნდებაო. ქვეყანაში კი არჩევნების წელს, როგორც ყოველთვის, აქტუალურია არჩევნები - ისევ საარჩევნო ბარიერები, კონსტიტუციური ცვლილებები, საარჩევნო სამზადისები, გაყალბებისა თუ გაუყალბებლობის მექანიზმები და ა.შ. ამჯერად, ემიგრანტი ქართველების ჩართულობა იყო მეინსტრიმული. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 მარტი, 2024

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

ოჯახის დაცვა თუ არჩევნების ხმები? - პაატა მანჯგალაძე - ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები გაიზარდა „სკაიპით“ - ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტი რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, 1-ელი აპრილის სხდომაზე ბიუროს ინიცირებისათვის არ წარედგინება. იაგო ხვიჩია - ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო - ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი. დიმიტრი ხუნდაძე - პარტნიორების შეშფოთება არის უსაფუძვლო, თუკი ვინმე ახალ ინიციატივაში უფლებრივი ნაწილის შესუსტებას ნახავს, მზად ვიქნებით რეკომენდაციები გავითვალისწინოთ - დღეს უმცირესობის უფლება დაცულია, თუმცა უმრავლესობის უფლება დასაცავია. პრემიერი - ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან უნდათ მხარი დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, მაგრამ საკუთარი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ

არჩევნები ბრუნვაში - საქართველოს პრეზიდენტი, ცესკოს თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია. პრეზიდენტი - უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, თუ ქალაქში 50-ზე მეტი პირი ცხოვრობს, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ, თუმცა გვესმის განცხადებები, რომ „ვერ და არ შეასრულებენ კანონს“, რომ ყველა „პადიეზდში“ უბანს ვერ გახსნიან - ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა, რათა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს - დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, დათმონ სივრცეები - ეკლესიები, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები. ბექა ოდიშარია - აშშ-ს ერთ ქალაქში 60 000-მდე ქართველია, არჩევნებში დარეგისტრირდა 721 და მონაწილეობა მიიღო 174-მა, უბანი კი არ აკლია, ხალხს აკლია მოტივაცია - ზურაბიშვილი ოპოზიციის მაშველი რგოლია. გიორგი კალანდარიშვილი - საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესახებ, თუ შესაბამისი უწყება სათანადო რაოდენობაზე ინფორმაციას მოგვაწვდის, ეს იქნება საფუძველი შეიქმნას საარჩევნო უბანი. ირაკლი კობახიძე - რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი - საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება. „გირჩმა“ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივა წარადგინა. სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და საერთოდ, საუბრობდეს არჩევნებზე - მისი მიზანია საბოტაჟი, არჩევნებს შეექმნას საფრთხე, თუმცა ამას ვერ მიაღწევს. კახა კალაძე - გიორგი გახარიამ რა თქვა, რომ „ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს? - დღევანდელ მოცემულობაში, რომ პოლიტიკოსი ამ განცხადებას აკეთებს, ან სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში. ბექა ოდიშარია - პოლიტიკურად რომ „დაჩაქუჩდებიან“ ხელმოცარულები, მავნებელი ოპოზიცია, მერე, 2024 წლის ოქტომბერში მიხვდებიან, რა რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“. ირაკლი ნადირაძე - ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები და გახსნას დამატებით უბნები საზღვარგარეთ

გვარამია სტრასბურგში - იაგო ხვიჩია - ნიკა გვარამიას ვურჩევდი, რომ საქმის დასრულება სჯობს - გასაჩივრება იგივე შედეგით შეიძლება დასრულდეს, არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის. ირაკლი კობახიძე - გვარამიასთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულია - გაერო-სთვის მიმართვა პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას გაექცეს.

ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი.

სტაჟირება - პრემიერის განცხადებით, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა წელსვე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სტაჟირებაზე 3000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება მიღებული.

ჩაწყობილი სასწრაფო - სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს სასწრაფო დახმარების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც კორუფციული გარიგების შედეგად, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას არა უახლოეს საავადმყოფოში, არამედ სს „ვიანის“ დაქვემდებარებულ კლინიკებში ახდენდნენ. სს „ვიანი“ - გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან - საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ „ვიანის“ თანამშრომლები.

საზღვარგარეთულები:

ომი - უკრაინაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი მთელ ღამეს უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ჩვენს მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგული პოზიციების რაოდენობას - მტერი ვერსად გრძნობს თავს უსაფრთხოდ. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის საზღვართან ფერმაში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი ცდილობს, „კროკუს სითი ჰოლის“ ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს. ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი იძულებული იქნება, დიალოგი დაიწყოს, როდესაც იმ ტერიტორიებს დაკარგავს, რომელიც უკრაინაში 2022 წლის შემდეგ დაიპყრო. უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. დმიტრო კულება - რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა - თუ უკრაინაში არ დამარცხდებიან, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - რუსულმა დრონმა ჩამოვარდნამდე რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 27

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters