როგორც ბოლო პერიოდის ყველა ამბავი, გაზაფხულიც კორონავირუსის გარშემო ამბებით დაიწყო. ახალი დაინფიცირებულები, გარდაცვლილები და განკურნებულები მთელი მსოფლიოს გარშემო. საფრთხეები და გამოსავლის ძიება მარტო და სხვებთან ერთად. საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნებოდა, თუმცა ვირუსის ამბებმა ისიც გადაფარა, სტუმრად ჩამოსულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ფაშინიანმა კი მოგვილოცა ეს დღე. ოპოზიცია და პოზიცია ისევ ვერ შეჯერდა პარლამენტის პროცენტებზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 მარტი, 2020

      კორონას პრობლემები მთელს მსოფლიოსა და საქართველოში - ცხინვალის რეჟიმი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. თავის მოქალაქეებს შეუშვებს და კარანტინში მოათავსებს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 80%, რომელთაც ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობა ექნებათ, ჩარევის გარეშე მოერევა. პაატა იმნაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები? ეს ეკლესიის საქმეა. ლატვიაში, საუდის არაბეთსა და სენეგალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ეპიდემია სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში ყველაზე მეტად შემაშფოთებელია. ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანას „საზღვარი“ ჩაუკეტა. თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. კორონავირუსთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტებში საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრები გაიმართა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი დაპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ერთ წელიწადში ახალ შენობაში გააგრძელებს მუშაობას. კორონავირუსის გამო, Ryanair-ი იტალიაში ხანმოკლე რეისების 25%-ს სამი კვირის განმავლობაში, 17 მარტიდან 8 აპრილამდე, აუქმებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. “ტვიტერი“ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს. ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია. შემოსავლების სამსახური საკარანტინო სივრცეში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა გადაყვანის პროცესის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 119-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობამ 48 163 შეადგინა. მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ორსულ ქალებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ აქვთ. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბოლო 6 დღეში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე სამსჯელოდ საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საველე კარავი დამონტაჟდა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, მათგან 16 ახალია. უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის საფრთხის გამო, „გუგლის“ დუბლინის ოფისის თანამშრომლები სახლიდან იმუშავებენ. თენგიზ ცერცვაძე - ოპონენტების გასაგონად ვამბობ, 10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, 3 პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ისინი საზღვრის გარეთ დაინფიცირდნენ. ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ამირან გამყრელიძე - საკარანტინო ზონებში 150-მდე ადამიანი იმყოფება, საავადმყოფოებში კი კორონავირუსის სიმპტომებით 41 პაციენტია მოთავსებული. ამირან გამყრელიძე - ჭაჭა დასალევად არ შველის, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, შეგიძლიათ გააზავოთ წყალში და გამოიყენოთ. ამირან გამყრელიძე - ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა. ამირან გამყრელიძე - არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად შეიძლება, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს. ამირან გამყრელიძე - ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული, უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს.

      სომეხთა პრემიერი საქართველოში - საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. დავით ზალკალიანის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას იმ ერთობლივ ქმედებებზე იმსჯელებენ, რომელიც კორონავირუსთან გასამკლავებლად არის საჭირო. მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გიორგი გახარია - ფაშინიანთან შეხვედრაზე დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას. ნიკოლ ფაშინიანი - გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, ვულოცავ ყველა დედას. ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტორია. ირაკლი ჩიქოვანი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტზე - ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. არჩილ თალაკვაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ილია მეორე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ნიკოლ ფაშინიანი - დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის. სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე - ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე.

      ექს-ექს პრეზიდენტის თეორიები - მიხეილ სააკაშვილი - ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა უნდა მოვიდეს სამართავად ხელისუფლებაში, კონცეფცია მთლიანად შევცვალოთ - ნატამალი აღარ გვქონდეს არც ავტორიტარიზმის, არც ფეოდალიზმის, მითუმეტეს ერთი კაცის მმართველობის.

      პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - გიგა ბოკერია - არ ვიცი ამჯერად სალომე ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა ქვეყნისთვის - ამას ვიხილავთ, უბრალოდ დარბაზში არ ვიქნებით. თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე სკანდალია - არ გამოვრიცხავ, პროტესტიც კი არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ. გიორგი მარგველაშვილი - გუშინ დაცვის წევრებს დავემშვიდობე - დამარცხებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

საზღვარგარეთულები

      თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპისკენ მალე მილიონობით მიგრანტი და ლტოლვილი გაემართება. ერდოღანი - რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ევროპელები, თურქეთი აღარ აპირებს მოუაროს მილიონობით სირიელ ლტოლვილს კიდევ 9 წლის მანძილზე.

      არჩევნები ისრაელში - ეგზიტპოლები - ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს.

      პუტინის იდეები - პუტინს სურს, კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განისაზღვროს

      მიწვევა - ირანის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ირანში მიიწვია

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 62

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters