მეტრო ისევ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად რჩება, თუ მეტროსადგურებს არ ჩავთვლით. დღის მთავარი მოვლენა, მეტროსადგურ ვარკეთილზე მომხდარი ამბავი იყო - ჭერი ჩამოიშალა.
გარემონტებული მეტრო „ვარკეთილი“ - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 10:30-ზე ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“, შემთხვევის ადგილზე მივიდა. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახური - კადრების განკარგულებაში არა მეხანძრე-მაშველები, არამედ მენეჯმენტი და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები არიან გადაყვანილი. კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა. გიორგი ტყემალაძე - თუ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შესწავლისას კომპანიის მხრიდან ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გამოვლინდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ირაკლი ნადირაძე - ყველა სარემონტო სამუშაო, რომელიც აქამდე მეტროპოლიტენში ჩატარებულა, თავიდან უნდა გადაიხედოს. იმ მეტროსადგურებში, რომელთა რეაბილიტაციაც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ექსპერტიზა ჩატარდება. ექიმი - მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ კლინიკაში გადმოყვანილია 4 პაციენტი, რომელთაც გულ-მკერდის, ქვედა კიდურების და თავის ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. დავით მესხიშვილი - დედაქალაქის ტრანსპორტის პოლიტიკა თავზე ჩამოგვენგრა. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ნაწილს ტვინის შერყევა აღენიშნება, ნაწილს კი ოპერაცია ჩაუტარდა. გიგი უგულავა - ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს, ამაზე პოლიტიკური კივილი, ნიშნის მოგება ის წინაღობაა, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ირაკლი კობახიძე - მეტროსადგურები სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები წესების დაცვით ჩატარდა. კახა კალაძე - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მეტრო „ვარკეთილში“ მომხდარის მიზეზები დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. დავით ნარმანია - გამოძიება დადებს თავის შედეგებს და ამის მერე შეიძლება ვისაუბროთ პასუხისმგებლობაზე. შს სამინისტრომ მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. დავით ნარმანია - მეტროსადგურების რეაბილიტაცია იმიტომ დავიწყეთ, რომ იქ კრიტიკული მდგომარეობა იყო - დეტალებზე კითხვით სატრანსპორტო კომპანიას უნდა მივმართოთ.
NDI-ს ხელმძღვანელობა - ლორა თორნტონი - ჩემი პირადი მოსაზრების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. მამუკა მდინარაძე - თუ ქალბატონ ლორას სურს გააკრიტიკოს თავისი ქვეყნის პრეზიდენტი, ამისთვის აუცილებელი არ არის, შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ სახელმწიფოს. ლორა თორნტონმა თავის კომენტართან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ ლორა თორნტონმა თავისი გამონათქვამი შეასწორა - ირაკლი მეზურნიშვილს მადლობას გადავუხდი, რომ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა.
საკანონმდებლო სიახლეებიც - „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციები გამკაცრდება. რომან გოცირიძე - დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიერვე გამკაცრებული კანონით გასამართლდებიან. ირაკლი აბესაძე - ”ქართული ოცნების” დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია. ირაკლი სესიაშვილი - გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ოპონენტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია გასაკვირია. რამაზ საყვარელიძე - როგორც ჩანს, შეიძლება თანამდებობის პირებში იყოს ჩადებული საფრთხე, რომ გარკვეული მფარველობა გაუწიონ დანაშაულს. ირაკლი სესიაშვილი - პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი მყარი საფუძველი იქნება, რომ სარეზერვო სამსახური სწორად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.
პრეზიდენტობა საქართველოში - მამუკა მდინარაძე - ქართული საზოგადოება მთელი თვე აკვირდებოდა, როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი მარგველაშვილი არ იძლევა საშუალებას, პოლიტიკური დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ. ანა ნაცვლიშვილი - ვხედავთ საკმაოდ აგრესიულ კამპანიას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ირაკლი სესიაშვილი - მარგველაშვილის მიერ სააკაშვილის პერიოდში გარკვეული ქმედებების გამართლების მცდელობა, პოლიტიკური ცოდვაა, რომლის გაღებაც მას უწევს გაკოტრებული „ნაციონალების“ ხმების მოსაპოვებლად.
სისტემური დანაშაული - ფიქრია ჩიხრაძე - სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მოსამართლეები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ. ანა ნაცვლიშვილი - შემსრულებლები, დამკვეთები არა მხოლოდ სისტემაში რჩებიან, არამედ დაწინაურებულები და აღზევებულები არიან და რა "გირგვლიანის პაკეტზეა" საერთოდ საუბარი?!
პოლიციის ნდობა - ვახტანგ ძაბირაძე - პოლიციამ მოსახლეობის ნდობა დაკარგა და საკმაოდ რთული ვითარებაა საზოგადოებასა და პოლიციას შორის. მაია მწარიაშვილი - თუ პროკურატურა თავის ფუნქციას არ ასრულებს, პოლიციას ყოველთვის აქვს მიდრეკილება, რომ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინოს. მაია მწარიაშვილი - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ძალადობის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულების მიზეზი დაუსჯელობის სინდრომია.
ბაღების თემა არ დასრულებულა - კახაბერ გვანცელაძე - იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ დაგვიანებით შევიდა ბაღებში პროდუქტი, თუმცა ახლა ვითარება გამოსწორებულია. ირაკლი ნადირაძე - კახაბერ გვანცელაძემ თქვა, რომ ფაქტობრივად სამი წლის განმავლობაში რა საკვებსაც აძლევდა „ქართული ოცნება“ ბავშვებს, იწვევდა დიაბეტს და სიმსუქნეს.
მომატებული წითელა - 2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, წელს უკვე 102 შემთხვევაა აღრიცხული. დაავადებათა კონტროლის ცენტრი - წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ამირან გამყრელიძე - ჩვენ არავის ვაშინებთ, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ, გაიკეთონ წითელას საწინააღმდეგო აცრა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში საკმაო მარაგია წითელას დამატებითი იმუნიზაციისთვის, ვაქცინის ხარისხი მაღალია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ. ამირან გამყრელიძე - შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა.
პოროშენკოს შემოთავაზება - ირაკლი კობახიძე - პოროშენკოს შემოთავაზებაზე პასუხი არ გაგვიცია - ყველა საკითხი გადაწყდება ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
საზღვარგარეთულები:
ამერიკიდან გზავნილები - გამარჯვება ისლამურ სახელმწიფოზე - აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას რამდენიმე კვირაში პროგნოზირებს. გენერალი ჯოზეფ ვოტელი - ამერიკელი სამხედროები სირიის ქალაქ მანბიჯიდან გამოსვლას არ აპირებენ. აშშ-ში 11 ქვეყნიდან ლტოლვილების შესვლაზე მოქმედი სრული აკრძალვა გაუქმდა. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - რუსეთი გააგრძელებს აშშ-ში არჩევნებზე გავლენის მოხდენას, მათი გავლენა უმნიშვნელო იქნება. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ”კრემლის სია” გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის თითქმის ყველა თანამდებობის პირი და მსხვილი მეწარმეები არიან შესული. დონალდ ტრამპი - აშშ ომისგან განადგურებულ ავღანეთში თალიბანთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი – ჩინეთის მცდელობები, გაზარდოს დასავლეთზე ფარული გავლენა, ისეთივე შემაშფოთებელია, როგორც რუსეთის ჩარევა.
რუსეთიდან გზავნილებიც - რუსეთის ვიცე-პრემიერი ე.წ. კრემლის სიაზე - ჩავატარებთ ვითარების მონიტორინგს და აუცილებლობის შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ. რუსეთის გენშტაბი - სამხრეთ ოსეთის ჯარების ცალკეული შენაერთების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ცალკე ოსური ფორმირებების შექმნას არ ითვალისწინებს. დიმიტრი პესკოვი - „კრემლის სიაში“ შეყვანილი რუსი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები აშშ-ს დე-ფაქტო მტრებად მოიხსენიებიან. რუსეთში აშშ-ს ელჩი ე.წ. კრემლის სიაზე - საჭირო არ არის ემოციები რომ სჭარბობდეს, ეს არ არის ახალი სანქციები. ვლადიმერ პუტინი - სოჭში მიმდინარე ფორუმი მოწოდებულია თითქმის შვიდწლიანი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ კვლავ გააერთიანოს სირიელი ხალხი.
ანტიბაშარული პოზიციები - ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ერთობლივად გამოვიდნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ.
გრძელდება თურქეთის ციხეების გავსება - თურქეთში „ტერორიზმის პროპაგანდის“ ბრალდებით 311 ადამიანი დააკავეს
გენიოსია ეს კაცი - იან კელი - ნატო-ში საქართველოს წევრობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია