ბედნიერი ყოფილიყოს 2019 წელი. მხოლოდ სასიხარულო ამბები ყოფილიყოს ჩვენი ქველინიუსის ლენტში და მხოლოდ ბედნიერება, წინსვლა, გამარჯვება, წარმატება, პატიება, სიყვარული ისმოდეს მთელს მსოფლიო მედიაში.
მართალია, ეს კეთილი სურვილბია, მაგრამ 2019 წლის პირველივე ამბავი ცუდ ამინდზეა - 9 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. მეორე მთავარი ამბავიც საავდროა - დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამის გარდა დღის მთავარ ამბებში იყო უკრაინა და მისი ავტოკეფალური ეკლესია, საშობაო ეპისტოლეს გამოხმაურებები, ბესელიას ნიუსები და მკვლელი გრიპი.
საკლესიო ამბები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ - უკრაინის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისგან ტომოსი მიიღო. იხილეთ ტომოსის ტექსტი ქართულად. მეუფე გრიგოლი - დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე. მამუკა მდინარაძე - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება. პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა. ირაკლი კობახიძე - ჩვენი გზავნილები საპატრიარქოსთან და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება. თეოლოგი გოჩა ბარნოვი - ვშიშობ, თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - უკრაინის საკითხზე წმინდა სინოდი იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ კანონიკური განწესებით. უკრაინა არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყანა და ბუნებრივია ამ დამოკიდებულებით ყველა პატივს ვცემთ უკრაინას, მაგრამ არის წმინდა წყლის საეკლესიო კანონი და ასეთ შემთხვევაში წმინდა სინოდი იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ კანონიკური განწესებით. [...] დღეს საქართველოს ეკლესიას ჰყავს უაღრესად განათლებული მღვდელმთავრები ამ საკითხებში. წმინდა სინოდი არის უაღრესად კომპეტენტური. დარწმუნებულები ვართ, რომ წმინდა სინოდი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება იმ საეკლესიო კანონებს, რომელიც არის მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა საეკლესიო კრებაზე როგორც ერთადერთი და ყველაზე არსებითი განმსაზღვრელი ასეთ საკითხებში გადაწყვეტილების მისაღებად. უგულავა - საქართველოს მთავრობას მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონია. ჭიჭინაძე - თუ კობახიძეს სინოდის საკითხებში ჩარევა სურს, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას.
საშობაო ეპისტოლის გამოხმაურებები (საკითხზე მსჯელობისთვის წაიკითხეთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე) - მეუფე პეტრე - ამ მოწოდების ადრესატად უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა. პატრიარქის ეპისტოლეში ჩვენ ვისმენთ სიტყვებს, მოწოდებას, გზავნილებს სიტყვის თავისუფლების შესახებ. მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, ადრესატად ამ მოწოდებისა და გზავნილისა, უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა და ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან, პირადად ჩემს მიმართ არაერთგზის გამოირჩევიან უტიფარი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციებით და ფაქტობივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულები. მე საგაზაფხულო სინოდის სხდომაზე მქონდა მოთხოვნილი, რომ ეს საკითხი განხილულიყო, სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ, ეს არ დაკმაყოფილდა და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ წმიდა სინოდის მიმართ ჩემი წერილი გავასაჯაროვო. მამუკა მდინარაძე - საჭიროა ბალანსის დაცვა სიტყვის გამოხატვასა და დეზინფორმაციას შორის. ირაკლი კობახიძე - შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა - ამ პრობლემას სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება. მეუფე იაკობი - ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია და ბევრს არასწორად ესმის. უცხოეთში სიტყვის თავისუფლება სულ მთლად მასე არ განიმარტება და თავის შეზღუდვები მაინც აქვს.
ბლოკი თემით - ფოფხაძე, ბესელია და კობახიძე - მმართველ გუნდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მამუკა მდინარაძე - ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ სურვილს გამოთქვამს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე. ირაკლი კობახიძე - შარშან მეტი სირთულე იყო, რაც პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა - არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწიოს. კონკრეტული დეპუტატები აღმოჩნდნენ პოლიტსაბჭოს მიღმა სწორედ იმის გამო, რომ მათ გარკვეული წესები დაარღვიეს. ეკა ბესელიასთვის კაბინეტის მომზადება დაიწყო სექტემბერში, მაშინ საერთოდ არ იყო აქტუალური სასამართლოს თემა. ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა. ვიდრე ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და იცავს, მე გავაგრძელებ ღირებულებებისთვის ბრძოლას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთესზეც უარი მითქვამს. ეკა ბესელია - სასამართლოსთან დაკავშირებული დაპირისპირება მხოლოდ მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება - პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის ფორმატი შეიქმნა. ერთადერთი თემა, რის გამოც გარკვეული კრიტიკული და წინააღმდეგობრივი პოზიცია მქონდა, ეს იყო სასამართლოს თემა. არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება. ეკა ბესელია მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, „გააკონტროლოს რას და რატომ ლაპარაკობს“. გია ხუხაშვილი - ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს. ოთარ კახიძე - „ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატის აღშფოთება მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით ფარისევლობაა და საზოგადოებამ არ უნდა დაუჯეროს ამ ახლად აღშფოთებულ პოლიტიკოსებს. ეკა ბესელია - მოდით, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჰკითხეთ, დაუჭერენ თუ არა მოსამართლეობის კანდიდატების სიას მხარს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის რეალურ შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ლევან კობერიძე - იუსტიციის საბჭო დასაშლელია. ლევან კობერიძე - იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა ეს ჯგუფი პარლამენტს კუნთებს გვითამაშებს. მამუკა მდინარაძე - ყოველთვის ვცდილობთ გუნდის შიგნით დავალაგოთ ურთიერთობები, მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ასევე მოიქცნენ. ეკა ბესელია დავით ჭიჭინაძესთან, რევაზ არველაძესა და გედევან ფოფხაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებენ. ეკა ბესელია ჟურნალისტებს - კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის. მამუკა მდინარაძის განმარტებით, მოსამართლეთა სიას პარლამენტი ვერ გაიწვევს და მას არც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი არ ლობირებს.
ვირუსის სიმძლავრე - ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ. გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყება ამ ეტაპზე არ გადაიდება. ამირან გამყრელიძე - ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება. ამ ეტაპზე ე.წ.ღორის გრიპით (H1N1) 10 ადამიანია გარდაცვლილი. რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - დასწრების დინამიკას დავაკვირდებით და გადავწყვეტთ, როდემდე გავაგრძელებთ თავისუფალი დასწრების რეჟიმს.
სავალდებულო საპენსიო სისტემა - საპენსიო სისტემაში მოქალაქეების ჩართვის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა.
ხორავას საქმიდან - ადვოკატი - სასამართლოს მოუწევს, არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეუცვალოს. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.
დეკლარაციებით დაჯარიმებული ჩინოსნები - 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების 78 %-ში ხარვეზები აღმოაჩინეს, რის გამოც რამდენიმე ასეული თანამდებობის პირი დაჯარიმდა.
დასაკუთრებული ბინები - თელავში 103 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ.
ნახევარმილიონიანი ინაუგურაცია - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
მკურნალობის საერთო ბაზა - 15 იანვრიდან პაციენტის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების ერთიან სისტემაში აისახება. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.
საზღვარგარეთულები:
ბრიტანეთის სიმტკიცე - მინისტრი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გეგმავს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის თარიღის გადავადებას.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია