დათბა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი გაზაფხული იგრძნობოდა დღეს, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ამ დათბობას ვირუსებიც თან ახლავს. დღე შსს მინისტრის დღე იყო პარლამენტში, ასევე პლებისციტისა და არჩევნების, ნამახვანი ჰესისა და ერგნეთის საუბრების. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 272262, ბოლო დღე-ღამეში - 390; გამოჯანმრთელებული - 266253, ბოლო დღე-ღამეში - 172; გარდაცვლილი - 3563, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 300. დოლარის ფასი ლარში - 3.3202.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 022 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი გრძელდება. თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს „ფაიზერთან“ ხარვეზი არასდროს ჰქონია. „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში, ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება ეტაპობრივად, უწყვეტად მოხდება და წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა.
გომელაურის დღე - ირაკლი ზარქუა - მინისტრის მოსმენას ფორმალური ხასიათი ჰქონდა წინა რეჟიმის დროს, როცა ორი გვამის ავტორის მოსმენა ხდებოდა პარლამენტში. გიგი წერეთელი ვახტანგ გომელაურის მოსმენაზე - დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან, ნიკა მელიას დაკავება, რაც ცენტრალური ამბავია, ფერადად დახატონ. ვახტანგ გომელაური - შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, გაიზარდა კიბერდანაშაული და მკვლელობა. გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. 2020 წელს პასუხისგებაში მიეცა 71 ნარკორეალიზატორი, ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი; 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს - 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე. არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს - ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ასევე უწყებათშორის თანამშრომლობას. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხის და დავით გარეჯის ტერიტორიაზე. მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა. 2020 წელს ყველა მეხანძრე-მაშველს ხელფასი გაეზარდა. განსაკუთრებულ დავალებათა და სტრატეგიული მილსადენების დაცვისა დეპარტამენტების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა გაგრძელდება. 112-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება დაიწყო. სამწუხაროდ, პოლიციის მიმართ ძალიან ხშირია ცრუ ბრალდებები. ჩემთვისაც მძიმეა, როცა ვუყურებ ტელევიზორში, მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელი და ძალიან ძნელია ასეთ დროს ნერვების მოთოკვა. პირველ რიგში, მე მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ნარკორეალიზატორებისთვის. რომ არა ამერიკული მხარე, დღეს სანაპირო დაცვა არ გვექნებოდა და გვეყოლებოდა, უკაცრავად და, ერთი ჟანგიანი მცურავი საშუალება. 13 წლის ბავშვის თემა უმძიმესია - რატომღაც ყველა კითხულობს, სად იყო პოლიცია? - ყველას ბრალია: თქვენი, ჩვენი, ჩემი. მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ - ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან. შს სამინისტროზე იყო კიბერშეტევა, თუმცა ვერ შემოაღწიეს, მოვიგერიეთ და ამისთვის უსაფრთხოების სამსახურს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. 2006 წელს განზრახ მკვლელობის 323 ფაქტი იყო, დღეს 86 ფაქტია, ასეთი სხვაობაა და მაინც ამბობენ, კრიმინალმა მოიმატაო. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების და ქვეყნის დასაცავად - დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაღალი ტრიბუნიდან თანამშრომლებს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ჩემი მოადგილეებით. 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს. ფრიდონ ინჯია ვახტანგ გომელაურს პოლიციელთა შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრების წინადადებით მიმართავს. ნინო წილოსანი შს მინისტრს მიმართავს, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს. ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს - ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ლევან იოსელიანი შს მინისტრს - არჩევნების წინ თქვენს საკმაოდ რიხიან გამოსვლებს გადავავლე თვალი, მაინტერესებს, რა რეაგირება ჰქონდა თქვენს უწყებას გაყალბების ფაქტებზე? სოზარ სუბარი ვახტანგ გომელაურს - რა შანსი ჰქონდა შსს-ს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება რაიმე სხვა ფორმით აღესრულებინა? ირაკლი ზარქუა - ნიკანორ მელიას დაკავება ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიება იყო. ალუდა ღუდუშაური - ლევან იოსელიანის მხრიდან ორმაგ თუ სამმაგ სტანდარტს აქვს ადგილი - თუ არჩევნების გაყალბების ფაქტები აქვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას წარუდგინოს. კახა კახიშვილი - საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება ძალიან კარგი ნაბიჯია და აბსოლუტურად მხარს ვუჭერ. დავით ზილფიმიანი - როცა კითხვებისთვის 2 წუთია, 2-3 კითხვაზე მეტის დასმას ვერ ასწრებ. ვახტანგ გომელაური იზიარებს მოსაზრებას, რომ უწყების მაღალჩინოსანთა საცხოვრებელი მისამართები ღია ინფორმაცია არ უნდა იყოს. ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმაზე ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე შიგნით მყოფი ადამიანები იყვნენ. სამართალდაცავებმა ნიკა მელიას დაკავების დღეს „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან სერვერები „ოფიციალურად ამოიღეს“. ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე - უნდა დაისაჯოს ყველა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იზორიას, გომელაურის, ელისაშვილის ძმა იქნება, თუ - სხვა.
საუბრები ერგნეთში - ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის პრიორიტეტულია უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობოდ გათავისუფლება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მიეცემათ გადმოსვლის შესაძლებლობა და სამედიცინო სერვისებზე წვდომა. მურატ ჯიოევი - შეხვედრაზე საზღვრის უსაფრთხოებასა და სოფელ უისტასთან უკანონო ბლოკპოსტთან დაკავშირებული საკითხების დაყენებას ვაპირებთ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იყო.
პლებისციტი თუ არჩევნები - საკითხავი აი ეს არის! - ლევან იოსელიანი - პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება. სოზარ სუბარი - თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ ექცევიან ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანის გავლენის ქვეშ? მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს ამას ხაზგასმით ვადასტურებთ, ძნელია საუბარი, როგორი იქნება მოლაპარაკების ფორმატი. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს, აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის. ანრი ოხანაშვილი - მმართველი გუნდი მზად არის დიალოგისთვის იმის მიუხედავად, რომ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფები რევოლუციურ სცენარს აანონსებენ. გიგი წერეთელი - პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ. თენგიზ ფხალაძე - მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში. გიგი უგულავა - უგერგილო შედარება გამოვიდა: ეს დიალოგი ყველაფერს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას არა - ტანგოს მედიატორი არ სჭირდება. ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს, დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა, კარგია, რომ მისი თანაგუნდელები ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ირაკლი ზარქუა - პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ - აგერ არის ადგილობრივი არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან, გინდა არჩევნები და გინდა მეორედ მოსვლა. გიგი უგულავა - მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი და შევჯერდით, რომ ახლა პლებისციტის საკითხის დამუნათება, არასწორია. ანა დოლიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ბრიუსელში მშობლებთან ერთად დაიბარეს - ზოგს საშემოდგომო გამოჰყვება, ზოგი კი ჩარჩება. მამუკა ხაზარაძე - მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები - განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები. ხათუნა ლაგაზიძე - მნიშვნელოვანი ის კი არაა, ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს, მნიშვნელოვანია, რას ჩამოიტანს. კელი დეგნანი - არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, საკითხები გადაწყდეს, განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი. გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მზადაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თუ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
ენერგოდამოუკიდებლობა თუ უაზრო დამოკიდებულება? - საია სასამართლოსგან მინისტრის ბრძანების შეჩერებას მოითხოვს, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. დავით სონღულაშვილი - ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით. ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე არსებობს კვალიფიციური პასუხები - ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს. „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ. მზად ვართ, „ზემო ნამახვანის“ პროექტირება-შესწავლაში ადგილობრივების მეტი ჩართულობა, მათთვის სანდო ექსპერტების დონეზე უზრუნველვყოთ. ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს. „ნამახვანჰესის" აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც მათ სახელმწიფო უწესებს. „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად.
ომბუდსმენი - საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ილიჩოვასა და მელაშვილს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ. პროკურატურა - ნინო ლომჯარია დავით გარეჯის საქმეზე „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების“ მომზადებისას არ იცნობდა საქმის სრულ მასალას და არც კი გაცნობია მტკიცებულებების დიდ ნაწილს.
„საქსტატი“ - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის IV კვარტალში გასულ წელთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 442 და გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჟაირ ბოლსონარუ - შეწყვიტეთ წუწუნი და შფოთვა კოვიდ 19-თან დაკავშირებით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ტირილი? რუსეთში კოვიდ 19-ის 11 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 462 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 65 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 775 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი.
მოგზაური - რომის პაპი ერაყში გაემგზავრა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია