ვინ იფიქრებდა, საქართველოს ევროპული ბედი კითხარზე თუ იქნებოდა ჩამოკიდებული. ალბათ, არცერთ ქართველ სოციოლოგს ასეთი მნიშვნელოვანი კითხვარი არ შეუდგენია ჯერ, მაგრამ ასეც მოხდა ან გვეუბნებიან რომ ასეა და ახლა პასუხებზე ჰკიდია ბედი ქართლისა. პარალელურად უკრაინაში დაბომბვები არ ჩერდება და ლავროვის თქმით, არც შეჩერდება მეორე რაუნდამდე. ჩვენები იმაზე კამათობენ უნდა ჩავიდეს თუ არა ქართული დელეგაცია ბუჩაში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0755 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 აპრილი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი.

      უკრაინის მეინსტრიმი - ალექსი არესტოვიჩი - პუტინის ჯარის მიერ დონბასის სრული ოკუპაციის შემთხვევაში, უკრაინა მისთვის ბოლომდე იბრძოლებს. 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია - მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის და ყვირის იმაზე, როგორ იცხოვრონ, სჭირდებათ რომელიმე სხვა ქვეყანა. მარიუპოლში დაფრინავდნენ უკრაინული ვერტმფრენები, გამოჰყავდათ დაჭრილები და შეჰქონდათ საბრძოლო მასალა, მოგვიანებით 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მარშრუტის შესახებ ცნობილი გახდა და მისი გამეორება აღარ შეიძლება. ომის დაწყების დღიდან, უკრაინელმა სამხედროებმა 19 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 183 ბავშვი დაიღუპა. უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს უკვე 42-მა ქვეყანამ მიმართა. დმიტრო კულება - რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი - რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო. უკრაინის აღმოსავლეთში რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი რკინიგზის სადგური დაბომბეს. რადას დეპუტატის განცხადებით, რუსი ოკუპანტებისგან გამოხსნილ დასახლებებში, სახლში დაბრუნებულ მოსახლეობას ნაღმები სამზარეულოს კარადებში, მაცივრებსა და კარებზე ხვდებათ. უკრაინის მთავრობამ გათავისუფლებული რეგიონების აღსადგენად სარეზერვო ფონდიდან პირველი 1 მილიარდი გრივნა გამოყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეას იარაღი სთხოვა და განაცხადა, რომ მათ აქვთ ის, რაც შეიძლება შეუცვლელი იყოს უკრაინისთვის. ზელენსკი - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ჯერ კიდევ გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები - რუსეთი ამზადებს ახალ თავდასხმებს. არ არის და არც შეიძლება იყოს იმედი, რომ რუსეთი თვითონ გაჩერდება - მხოლოდ შეიძლება აიძულოთ, დააბრუნოს მშვიდობა. ვერ ვიტყვი, რომ კიევისთვის ბრძოლა მოვიგეთ - უკრაინისთვის გამარჯვება წინ არის. ჯო ბაიდენს გააჩნია კონკრეტული ჩამონათვალი იმისა, თუ რა სჭირდება თავდაცვისთვის უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს - მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს. მედია - მარიუპოლში სამაშველო მისიით მყოფი 9 მოხალისე მძღოლი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი - გრძელდება მარიუპოლის დაცვა, ნარჩუნდება თავდაცვის ძალებთან კავშირი - ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გასამარჯვებლად. უკრაინის სახალხო დამცველი - მარიუპოლიდან რუსეთში იძულებით 33 000 ადამიანი გაიყვანეს. სერგეი ლავროვი - რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე.

      მსოფლიო რუსეთისკენ - გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა - რუსულმა ძალებმა ფოსფორის იარაღი შესაძლოა, მარიუპოლშიც გამოიყენოს. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკომისია რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების დეტალებზე მუშაობს. უკრაინის ფოსტა - საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უკრაინამ სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ამას პროცედურები შემდგომ უნდა მოჰყვეს. მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი შეშფოთებულია უკრაინის ომში მსხვერპლთა რაოდენობით, რომელსაც, მისი თქმით, კვლავ ე.წ. სპეციალურ ოპერაციას უწოდებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ. ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. ავსტრიის კანცლერი - პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტური.

      სიტყვამრავალი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა სიკეთე და პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლებში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება. მედიკამენტებზე მაღალი ფასები ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია. მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი, შეიძლება ითქვას, თითქმის დამარცხებულია. არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას. დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს. დღეიდან, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით - ქაღალდზე აღარ გაიცემა. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში 20 ათასამდე აპლიკაციაა შესული. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

      ევროპული კითხვარი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ილია დარჩიაშვილი - მინდა მოქალაქეები დავარწმუნო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ევროკავშირში გამორჩეულად ინტეგრირდეს. პრეზიდენტი - საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა, მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი - უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, რომ არა თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად. სალომე სამადაშვილი - გვაქვს შეშფოთება, მოახერხებს თუ არა ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარზე იმგვარი პასუხები გასცეს, რომ საქართველოს ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივა წინ წავიდეს. ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების” იმედი ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას არ აქვს, ამიტომ საჭიროა ვიყოთ მობილიზებული და არ დავუშვათ ამ ისტორიული პროცესის ჩაშლა, ისევე როგორც გააკეთეს შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძე - ისტორიული დღეა, კითხვარი, რომელიც უნდა შეივსოს, ერთ-ერთ საფეხურია საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც წარმატებით მივყვებით. საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს.

      ბუჩას მონახულება - პაატა მანჯგალაძე - ძალიან სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, ვინ არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა. ბადრი ჯაფარიძე - უმაღლესი რადას სპიკერის განცხადება არის აბსოლუტურად ობიექტური - ამ დროს ბუჩაში არ ჩასვლა არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. იაგო ხვიჩია - თუ უკრაინაში მაინც არ ჩადიხარ, რა საჭიროა მეორე არგუმენტის დაყოლება, რომ ავად ხარ? - გაკვეთილს რომ აცდენ და ამბობ, სიცხე გქონდა და თან ბებიაც გარდაგეცვალა, დაახლოებით ისეთია. ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ როცა ადამიანს ეპატიჟები, დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო. მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, უკრაინაში წავიდეს - თუ უკრაინიდან მივიღებთ შეურაცხყოფაზე პასუხს და უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც, პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში. ლევან იოსელიანი - მე ვთხოვ შალვა პაპუაშვილს, რომ თავად ჩაუდგეს დელეგაციას სათავეში და წავიდეთ უკრაინაში, სამძიმარი ვუთხრათ უკრაინელ ხალხს, მთავრობას, რომელიც დღეს ძალიან დიდ ბრძოლაშია რუსეთის წინააღმდეგ. დავით უსუფაშვილი - სამძიმარზე მივდივართ ხოლმე იქაც, სადაც შესაძლოა, გუშინ არ მივიდოდით - სრულიად სხვა დატვირთვა ექნებოდა, თუ დელეგაციის ხელმძღვანელობას პარლამენტის თავმჯდომარე შეძლებდა და უკრაინაში პარლამენტის დელეგაცია ჩავიდოდა.

      საწვავი - ირაკლი ღარიბაშვილი - ძვირფასო იმპორტიორებო, საწვავის ფასები შედარებით შემცირებულია, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ მოქალაქეების მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე ფასებს დააკორექტირებთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „უნდა გაიხსნას პროცესი და ყველას მიეცეს შესაძლებლობა“, საქართველოში შედარებით დაბალფასიანი საწვავი შემოიტანოს. ფინანსთა მინისტრი - ერთი მხრივ, ახალ კონტაქტებში შემცირებული საწვავის ფასები და მეორეს მხრივ, შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასების კორექტირება უნდა მოხდეს შემცირების მიმართულებით.

      შეფასება - მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნაა მოსალოდნელი.

      არჩევნები ოსეთში - ხავიერ კოლომინა - ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. პაატა დავითაია - ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არის ბრძოლა ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის, რუსეთი წყვეტს, რომელ კლანზე გააკეთოს არჩევანი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გამოაცხადა. ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს - მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 97

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters