უკვე ბოლო წლების ტრადიციად გვექცა რომ თებერვლის შუა რიცხვებში ზამთარი უნდა დაგვიდგეს - სინოპტიკოსებიც ამბობენ, რომ საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება. დღის მთავარი ამბავი სინოდის სხდომა იყო, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხაინა არ ჩატარებულა და დღესაც ძალიან სწრაფად, ორმოციოდე წუთში დასრულდა, თუმცა ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ასევე ევროკავშირის და რუსეთი გზა, ახალი ელჩი და სხვა ამბები შეგვხვდა მეინსტრიმში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6583 ლარია.
ჯანმრთელობის ველი - თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ბივალენტური“ ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვა. საქართველოში ვაქცინის ორი დოზით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 45%-ია აცრილი, ე.წ. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 10%-ს, მეოთხე „ბუსტერ“ დოზით კი 9400-მდე პირია აცრილი - ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მთავრობა B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას გეგმავს. „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის, ე.წ. კრაკენის ცალკეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა - იგი დაახლოებით, 40%-ით მეტად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტები.
მიშას ამბებიდან - შალვა ხაჭაპურიძე - მოსამართლის გადაწყვეტილება, რაც წავიკითხე, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ამიტომაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - სანუგეშო არაფერია, პირიქით, ადამიანი საკუთარი კუნთების ჭამაზეა გადასული, ამით იკვებება, თუმცა პრაქტიკულად, კუნთიც აღარ არსებობს. მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მიხეილ სააკაშვილთან, ვაზიარებ - სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს. სერგო ჩიხლაძე - პრეზიდენტი წუხს ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე, სურათებზე და არ წუხს პოლიტპატიმრებზე, ევროპულ მომავალზე - ივანიშვილის კარზე ორი გაბოროტებული ადამიანის - ზურაბიშვილისა და წულუკიანის კინკლაობას ვუყურებთ.
სინოდის დღე - ამბებს ქრონოლოგიურად გამოვყვეთ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები - დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. მეუფე ნიკოლოზი - ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირას არის, ნამდვილად. საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩანიშნულ დროზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით დაიწყო. საპატრიარქო - სინოდის სხდომა ძალიან მალე, 40 წუთში დასრულდა და განჩინება ამ დრომდე არ არის ცნობილი. მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე - ვერ მოესწრება ვერავინ. მეუფე იაკობი - პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი. მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქი სუსტად იყო, ძალა მოიკრიბა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს შევხვდით და ძალიან კარგი იყო ერთად რომ ვიყავით. მეუფე იაკობი - გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის გამგებლობაში გადავა.
კულტურა გელათით - მეუფე იაკობი გელათზე - ახლა მთავარია, ძეგლი გადავარჩინოთ - ძალიან ბევრის პასუხისმგებლობაა.
აქცია - გიორგი მარგველაშვილი - 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ, რომ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის სურვილი და ნება - საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. აკია ბარბაქაძე - ვაჩვენოთ გაზულუქებულ, რუსულ ხელისუფლებას, რომ 24 თებერვლიდან კოლაბორაციონიზმის დასრულება დაიწყება - ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოს პირდაპირი ღალატია.
უცნაური პარტია - „ხალხის ძალა“ - პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. დავით უსუფაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - მე ვერ ვხედავ, რომ ეს „ხალხის ძალის“ ინიცირებულია, ეს „ბიძინას ძალის“ ინიცირებულია - ხალხს არ ეშლება მტერი და მოყვარე, როგორც ეს ეშლება ბიძინას და მის ნამდვილ გამხმოვანებლებს. ხათუნა სამნიძე „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებაზე - ეს არის „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება და უარი ქვეყნის ევროპულ სტატუსზე.
ახალი ელჩი - ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოში ელჩის პოსტზე რობინ დანიგანის წარდგენა მიუთითებს იმაზე, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს. პაატა ზაქარეიშვილი - ამერიკას უფრო მეტად უყვარს და ზრუნავს საქართველოზე, ვიდრე „ქართული ოცნება“, რობინ დანიგანის წარდგენა ელჩად ამის მშვენიერი მაგალითია - დასავლეთს არ უნდა სახელმწიფოს დაკარგვა.
ევროპარლამენტარები და რეზოლუციები - ალუდა ღუდუშაური - ევროპარლამენტის რეზოლუციები ავტორიტეტს და ძალას კარგავს - ივანიშვილს ებრძვიან, რადგან ხედავენ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით შეუპოვრად დგას. დავით უსუფაშვილი - კიდევ უფრო მეტ რეზოლუციაში იქნება ნახსენები ივანიშვილიც, „ოცნებაც“ და სამწუხაროდ, საქართველოც, ეს არის გარდაუვალი პროცესი. მიხეილ სარჯველაძე - ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება. ირაკლი ქადაგიშვილი - თურმე, კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემოკრატიის მამები და ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში არ არის, უნდა იყოს დასანქცირებული - ეს პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითია. ანდრიუს კუბილიუსი - ჩვენ გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“ - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით.
ხელოვნება პერფორმანსში - არასამთავრობო ორგანიზაციები - ხელოვანის პერფორმანსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლის სამართლალწარმოება სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ. მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეორგოლზე - ვინც ეს დაამზადა, ფილმი „მონანიება“ ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, ვერ გაუგია და პარალელებშია აცდენილი. შსს-მ სანდრო სულაბერიძის საქმეზე დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო გამოძიება შეწყვიტა.
რუსეთის ხელი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია. პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ ვაფრთხილებდით, რუსეთთან კუდის ქიცინით, მუხლებზე დგომით და ლაქუცით ვერაფერს მივიღებდით - ზახაროვამ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკა არ შეიცვლება. ალუდა ღუდუშაური - შეგვიძლია, მარია ზახაროვა და რადიკალური ოპოზიცია ერთ კლასტერში მოვიხსენიოთ - ზახაროვას განცხადებები ამორალურია, მისი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. ირაკლი ქადაგიშვილი - ზახაროვას განცხადება არის მორიგი ზეწოლის მცდელობა საქართველოზე.
თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას აგრძელებს. თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება.
ლევან სილაგავა - ქვეყანაში მხოლოდ იმპორტირებული ფქვილია, ხოლო ადგილობრივი ფქვილი მინიმუმამდეა დასული. „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ხორბლის გარკვეული მარაგები ქვეყანაში არსებობს - რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საცხოვრებლის მშენებლობა იწყება.
ჩემპიონატი ზამთარში - მიშელ ვიონი - ვფიქრობთ, საქართველოში მაღალი დონის შეჯიბრი ჩატარდება და მომავალ ათწლეულებში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ.
საზღვარგარეთულები:
ომი - ლოიდ ოსტინი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებიც უკრაინისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების გადაცემას გეგმავენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრი - მჯერა, რომ ამ ომს მოკლევადიანი გამარჯვებული არ ეყოლება. ნორვეგია უკრაინაში 8 ერთეულ Leopard 2 ტიპის ტანკს გაგზავნის. ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინამ ბოროტებაზე ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს. ლოიდ ოსტინი - რუსებისგან იერიშს გაზაფხულზე ველით, ამიტომ საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა საჭირო ეფექტი შეიქმნას ბრძოლის ველზე - გავაგრძელებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას. იენს სტოლტენბერგი - პუტინმა სათანადოდ არ შეაფასა უკრაინელების სიძლიერე და სიმამაცე, ისევე როგორც ნატოს და პარტნიორების გაბედულობა და ერთიანობა. ნორვეგიის დაზვერვა - ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით გემების განლაგება დაიწყო.
რუსეთის ხელი 2 - რუსეთის საგარეო უწყება - ბრალდებები, თითქოს მოსკოვი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა.
საქართველოს მთავრობამ, თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.
აშშ-მ 4 თებერვლის შემდეგ, 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო.
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია