პოლიციასთან ურჩობა, საგუნდო გამოსვლები, ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტში და ფასიანი პარკინგი მთელს ქალაქში

      კვირის განზოგებაზე, დღის მთავარი ამბები რამდენიმე ძველი თუ ახალი მიმართულებებით გადანაწილდა - ერთი რომ ქართული ოცნება შეიკრიბა გუნდურად და გუნდური განცხადებაც გაავრცელა, შემდეგ ძველი თემა იყო იუსტიცია და მოსამართლეები. დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრიც წარსდგა პარლამენტში და თბილისის მერიამ ფასიანი პარკინგიც დააანონსა ივლისიდან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 თებერვალი, 2019/

      ოცნების გუნდური შეკრებები - „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძე - მმართველი გუნდი შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს. ნუკრი ქანთარია - უმრავლესობის შეკრებაზე მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის მკვეთრად წინააღმდეგი არავინ ყოფილა, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე. ოცნების განცხადება - პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი - გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად. გედევან ფოფხაძე - უმჯობესია, დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს.

      იუსტიცია და მოსამართლეები ვრცელ ბლოკად - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს. UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. ეკა ბესელია - თუ უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პრინციპს ეთანხმება, კანონპროექტის ფორმულირების კონსტიტუციასთან შესაბამისობა, საბაბია. ლევან გოგიჩაიშვილი - გამოდის, რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან. სალომე სამადაშვილი - ყველასთვის ნათელია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს პარლამენტის თავმჯდომარე მფარველობს. ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიაზე - თუ იურისტი სვამს კითხვას, უნდა მიუთითოს რეგლამენტის რომელი მუხლი დაირღვა - ამას ვერ მიუთითებს, შესაბამისად უხერხულია ასე საუბარი. ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერით მივიღებდით კოლაფსს სასამართლო სისტემაში. მამუკა მდინარაძე - არ უნდა დარეგისტრირდეს კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოსამართლეების განახევრებული შემადგენლობა მივიღოთ. დავით ჭიჭინაძე – ალბათ, ირაკლი კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება. შალვა კიკნაველიძე - მისასალმებელია ის მასშტაბური პროექტები, რომელიც წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს დაგეგმილი.

      პრეზიდენტის ამბები - ფრანგი ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილს - უარს ეუბნებით სტალინს მის ქართულ ფესვებზე? სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გერმანიასა და საფრანგეთზე ვართ დამოკიდებული, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით.

      ურჩობა პოლიციას - პოლიციაში დაბარებული ზვიად კუპრავა - პოლიციაში ჩემი ფეხით მისვლას არ ვაპირებ. ზვიად კუპრავა - ირაკლი ზაქარეიშვილი არ მიცემია და ამის მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს - საქმე არის შეთითხნილი, რომ მოხდეს ჩემი იზოლირება. შსს-ს ინფორმაციით, ზვიად კუპრავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

      გაზრდილი დახმარება - აშშ-ს ბიუჯეტში საქართველოსთვის დახმარების მოცულობა გაიზარდა.

      განათლების რეფორმა - განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სკოლების დირექტორები აქტიურად ჩაერთნენ. განათლების სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი მომსახურების მოდელი შეიმუშავა. მიხეილ ბატიაშვილი - საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

      ავტომობილიდან ნასროლი ნამწვი - წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების ფაქტზე 161 ოქმი დაიწერა.

      აუციელებელი დაზღვევა - მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია არ დაუფიქსირდებათ, „ბონუს“ სისტემით ისარგებლებენ და მანქანის დაზღვევაში 100 ლარზე ნაკლებს გადაიხდიან.

      თიბისის თემა - UNDP-ის ხელმძღვანელი - პოლიტიკური სპეკულაციები არსებობს „თიბისი ბანკის" საქმეზე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. რომან გოცირიძე - მამუკა ხაზარაძეს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს ივანიშვილი პოლიტიკურ კონკურენტებად მოიაზრებს. ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო სექტორს არ უყვარს ხმაური, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ ერთობლივად უნდა იმუშაონ სამართლებრივ ჩარჩოებში. ბიზნესომბუდსმენი „თიბისი ბანკზე“ - ამ ფონმა არ უნდა დააზარალოს ის საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. გედევან ფოფხაძე "თიბისიზე" - ეს პროცესი უნდა მოექცეს სამართლებრივ ფარგლებში, უნდა მოხდეს ფინანსური ჯგუფის წარმომადგენლებთან დალაპარაკება. მამუკა მდინარაძე „თიბისი ბანკის" საქმეზე - როდესაც საქმე ასეთი რეზონანსულია, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც.

      მთის ფაკულტეტი სტუ-ში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი შეიქმნება.

      ფასიანი პარკინგი თბილისში და სხვა დედაქალაქის სამმართველო ამბები - პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესება 1-ელი ივლისიდან დაიწყება. კახა კალაძე - სატრანსპორტო საშუალებებით ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში. თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს. კახა კალაძე - მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარედ სახელმწიფო მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცების ფაქტები გამოავლინა. პარკირებაზე შესაძლოა, რამდენიმე სახის ტარიფი დაწესდეს. ირაკლი ხმალაძე - პარკირების საფასურის აზრი ის არის, რომ მანქანების მოხმარება შემცირდეს.

      კონფლიქტები - ქეთევან ციხელაშვილი - კონფლიქტური რეგიონების განცხადებებს ჩვენ არ განვიხილავთ ლეგიტიმურ და სამართლებრივ ჭრილში. ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანში მცხოვრები პედაგოგი შვილებთან ერთად საკუთარ სახლში დაბრუნებას 40 დღეა ვერ ახერხებს. მარიამ ჯაში დევნილების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საპილოტე დონეზე ბინათმშენებლობის პროექტის ინიცირებით გამოდის. ლევან იზორია - 21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.

      მინისტრი პარლამენტის წინაშე - მაია ცქიტიშვილი - 2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში. მერაბ ქვარაია მაია ცქიტიშვილს - ქალბატონო მინისტრო, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს? ნინო წილოსანი - მაია ცქიტიშვილი კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს და სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხდება სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა. ხათუნა გოგორიშვილი - კარგია, რომ მინისტრი ჩადის სოფელში, მაგრამ ცუდია, როცა მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემა წყალმომარაგებაა, ხოლო მინისტრი არწმუნებს, რომ სტადიონი ურჩევნიათ. ლევან კობერიძე მაია ცქიტიშვილს - მინდა გთხოვოთ, ისე კარგად არ იმუშაოთ, ოპოზიციას დაავიწყდეს თავისი როლი, რომ ხანდახან უნდა გაგვაკრიტიკოს. ნატო ჩხეიძე მაია ცქიტიშვილს - ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის - გგულშემატკივრობთ ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში. Black Sea Group-ის დირექტორი - ვიმედოვნებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და წარმატებული იქნება. მაია ცქიტიშვილი - სამინისტროში განხორციელებული სისტემური ცვლილებები წლების განმავლობაში დაგროვებულ ბევრ პრობლემას მოაგვარებს. მაია ცქიტიშვილი - ხშირად ხდებოდა სარიტუალო ჭურჭლის ყიდვა სოფლის მოსახლეობის მიერ და ალბათ, ჩაითვალა, რომ ბიუჯეტიდან ამის დაფინანსება მთლად მიზანშეწონილი არ იყო. მაია ცქიტიშვილი - ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ყველა ის სამუშაო შესრულდა, რაც შესრულებადი იყო.

საზღვარგარეთულები:

      ვენესუელა თაიმსი - ნიკოლას მადურომ ხუან გუაიდოს მოუწოდა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს.

      კოსმოსური ძალები - დონალდ ტრამპმა აშშ-ს კოსმოსური ძალების შექმნის განკარგულებას მოაწერა ხელი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 155

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters