დღეიდან რომ გამოდარებას ველოდით, ბუნებამ არც მასეა საქმეო და ახლა სინოპტიკოსებმა ცოტა შეცვალეს პირვანდელი ჩვენება - 13-15 სექტემბრის პერიოდში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდებაო. ამინდი აირია პოლიტიკაშიც - ნაცები ვერ გამორკვეულან ნაცობის საფუძვლებში და ღირებულებებში, ქოცები ვერ გამორკვეულან პრემიერი დაიცვან თუ პრემიერის მამა, პრეზიდენტი იმპიჩმენტს ელოდება და არსაიდან გაჩნდა ამერიკის ბაზების საქართველოში განთავსების ნიუსები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6167 ლარია.
საიმპიჩმენტე პრეზიდენტი - ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს და რადიკალურ ოპოზიციას ესაუბრება. ნიკა მელია - შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრები იმიტომ იმართება, რომ არ მოხდეს იმპიჩმენტი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ამაზე ვისაუბრეთ - ამ საკითხთან მიმართებაში პრეზიდენტი აბსოლუტურად მშვიდი იყო. იაგო ხვიჩია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს იმპიჩმენტის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი გამოვრიცხავთ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს. თინა ბოკუჩავა - როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ შემიძლია გითხრათ, რომ ფრაქციის არც ერთი წევრი ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს - ვისურვებდი, ამგვარი სპეკულაციები შეწყდეს. ნიკა მელია - მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრისას ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შევიდეს, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი - თუ ერთმანეთის მიმართ ასეთი უნდობლობაა, მაშინ პარლამენტში აღარ უნდა იყო. ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს არ გამორიცხავს და ემზადება, აშკარაა, ამ სცენარზე ნაფიქრი აქვს და აქვს გეგმები - ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ. იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ აგებს თამაშს სალომე ზურაბიშვილთან.
ნაცობის საფუძვლები - ნიკა მელია - ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით, არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა დამალო - იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავსო, არ დავიჯერებ. გიორგი ბარამიძე - ნიკა მელიას ეს არ უნდა ეკადრა - არავინ უნდა იკადროს, რომ აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები. ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილია - ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც აკეთებენ მათი პატრონები, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში. დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობის ბოლო პერიოდს გადის. თინა ბოკუჩავა - ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის სულისკვეთებას - მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვასხივებდეთ ერთობას.
ამერიკული ბაზები - ირაკლი კობახიძე - არავითარი ბაზა ზოგადად არ არის უსაფრთხოების გარანტია - ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა. იაგო ხვიჩია - ნატო სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! თუ ნატო-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ნატო-ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?! გიორგი ვაშაძე - მინდა დავადასტურო ინფორმაცია ამერიკული მხარის სურვილის შესახებ, რომ საქართველოს დახმარებოდა თანამედროვე შეიარაღებით და სამხედრო ბაზებით. გურამ მაჭარაშვილი - ისე საუბრობთ ამერიკის ბაზების განთავსებაზე, თითქოს, რომელიმე ქვეყნის ნატვრა უნდა იყოს სხვა ქვეყნის ბაზების განთავსება, თუ საუბარია ნატო-ზე, ეს სხვა რამეა - მოლოდინი დამღლელია. რომან გოცირიძე - საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების არსებობა იქნებოდა უდიდესი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავდაცვის სამინისტრო ამერიკულ ბაზასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს. თეონა აქუბარდია - რეაქციები, რაც მოვისმინეთ, თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, საქართველოში ამერიკული ბაზა იყოს, რადგან ამის პოლიტიკური ნება კი არა, შიშიც აქვთ. კახა კალაძე - თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი! გიგა ბოკერია - „რამის თავი თუ გაქვთ მიგვიღეთ, თუ არა და კარგად იყავით“ - ეს რა აბსურდია? ვის ეუბნები? - ნატოში გაწევრიანებას შენ თუ არ ლობირებ, ეს არ მოხდება. აშშ-ის საელჩო - შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.
ტრაგედიები - გურიის ტრაგედია - გურიის გუბერნატორი - სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, საერთო ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა, ისინი უპასუხისმგებლო განცხადებებით ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. შოვის ტრაგედია - ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს შოვში დაზარალებულების სია და არ იციან, ვის რა ინდივიდუალური საჭიროება აქვს.
შეძლებული მამა ანუ პრემიერის მამა - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერ-მინისტრის მამამ - ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ბექა ოდიშარია - პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ, გინდათ დაგვაბეჩავოთ - ეს ხალხი მთელი თავის ცხოვრება შრომობს, არ მუქთახორობენ, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება, რომ შემოსავალი ჰქონდეთ?! ანა ბუჩუკური - პრემიერს აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, ღარიბაშვილი არათუ თანამდებობიდანაა გადასაყენებელი, დასაჭერია. პაატა მანჯგალაძე - დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი „კახური კლანის“ მეთაურს წარმოადგენს - „ქართულმა ოცნებამ“ თეორიის შეთხზვას, რომ თანხა ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ გადაიხადა, ერთი კვირა მოანდომა. სალომე სამადაშვილი - ბექა ოდიშარია ყველა ხელისუფლების პირობებში, ყველა კორუფციულ სქემაში წარმატებით თანამონაწილეობდა - მას კორუფცია შრომაში ერევა, რადგან არ იცის, რა არის პატიოსანი შრომა. რომან გოცირიძე - აშკარაა, რომ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ვერ დაიძვრება, 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება - „ლელოც“ დაგვეთანხმა, რომ ხელმოწერები არ დაიწყება. გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილმა „ოლიგარქიული გაბლატავება“ ხალხისგან ნაძარცვი ფულით დაიფინანსა. მამუკა მდინარაძე - თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა - ეს დაემართა „ნაცმოძრაობას“, სამი დღის განმავლობაში დაალაგეს სრული „ფეიკი“, სიცრუე, რომ პრემიერმა სახელმწიფოს ხარჯით კერძო ფრენა განახორციელა, ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ამ ტყუილს. ანა წითლიძე - იმის გათვალისწინებით, რომ თანამდებობის პირის იმპიჩმენტით გადაყენება ფარულია, სპეკულაციების გამოსარიცხად, ჩვენი ინიციატივაა, ოპოზიცია დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ დღემდე არცერთი უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში კონსულტაციებისთვის იყო ჩამოსული - ველოდებით როდის დაბრუნდება უკან და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას.
დასანგრევი ილიუაუნი - მშობელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება - ასზე მეტ აუტისტ ბავშვს თერაპიების გარეშე ტოვებენ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ილიას უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევას აპირებენ, რის შედეგადაც, ბავშვებს და მოზარდებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევითი თერაპიები უწყდებათ. თბილისის მერია - თუ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან.
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
მეტი ჩინელი - ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
საზღვარგარეთულები:
ომი და პასუხი - რუსები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა, დაშავებულია 6 ადამიანი. უკრაინის დაზვერვა სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი რუსული ხომალდის დაზიანებას ადასტურებს. ბალტიის ქვეყნებმა თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალეს. მარია ზახაროვა - ყირიმის ხიდზე დარტყმის შემთხვევაში პასუხი ხისტი იქნება. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.
ლიდერების შეხვედრა - ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში დაეხმარება. CNN - კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრის წინ ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
დაიმედება - ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებზეც უნდა გავრცელდეს. უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია - ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს.
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს.
ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 300 ადამიანს მიაღწია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 2:28am
0 კომენტარი
0 მოწონება
No doubt you’ve already heard about the ketogenic diet, also known as keto. Whole Pinterest boards and Instagram accounts are dedicated to the trend, and it has some pretty famous followers, including Halle Berry and Kourtney Kardashian. Before you give it a go, you’ll want to know what it involves, how it works and, most importantly, Supraketo.org what nutritionists and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია