თქვენ ყველას გსმენიათ ჩინეთის დიდი კედლის შესახებ, პირამიდებსა თუ მაჩუ-პიკჩუზე. შეიძლება ნამყოფიც იყოთ რომში ან ათენში, და ნანახი გქონდეთ უძველესი ანტიკური ძეგლები. მაგრამ ეს არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი, როდესაც საქმე ეხება კულტურასა და ისტორიას. წარმოგიდგენთ 10 ანტიკურ ქალაქს, რომლებიც თითქმის უცნობია კაცობრიობისთვის.
ჯუნგლების მიერ დაპყრობილი koh ker_ის ტაძარი ათას წელზე მეტია რაც უკაცრიელ ადგილს წარმოადგენს. იგი გავს ინდიანა ჯონსის ფილმების ერთ-ერთ შემზარავ ადგილს. koh ker არის ნაკლებად ცნობილი და უფრო ნაკლებად სტუმრების მიმღები. კომპლექსის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა არის შვიდ საფეხურიანი პირამიდა. იგი თარიღდება მე-10 საუკუნით.
აღმოსავლეთ თურქეთში დამალულია რამოდენიმე ისტორიული საუნჯე და მათ შორის ყველაზე გამორჩეული არის ani. ერთ დროს სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად მხოლოდ ნანგრევებით ახსენებს მნახველებს მის დიდებულ წარსულს. ქალაქის სიდიადემ ზენიტს მიაღწია მე-10, მე-11 საუკუნეში, იგი წარმოადგენდა ვაჭრობის მნიშვნელოვან ადგილს მცირე აზიაში, ხოლო პოპულაცია შეადგენდა 100 000 მოსახლეს. 1319 წელს ქალაქი თითქმის ბოლომდე განადგურდა დამანგრეველი მიწისძვრისგან, მაგრამ თქვენ კიდევ შეგიძლიათ ნახოთ დიდებული ტაძრის შთამბეჭდავი ნაწილები, ზოროასტრული ტაძარი და სამეფო სასახლე.
როდესაც რომის შესახებ გესმით, ინსტიქტურად გახსენდებათ კოლიზეუმი და პანთეონი, მაგრამ ქალაქის ქუჩების დაბლა სულ სხვა ქალაქი მდებარეობს - კატაკომპების სამყარო, ცნობილია აგრეთვე როგორც ვატიკანის ნეკროპოლისი. ეს არის წარსულში მოგზაურობა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი და რამოდენიმე ფეხის ნაბიჯზე, მის ქვევით საუკუნოვანი ისტორია იშლება. ლეგენდის თანახმად აქ არის დამარხული წმინდა პეტრე, ქრისტეს მოწაფე, და ნერონის მმართველობის დროს შეწირული ქრისტიანები.
რომაული ქალაქი პორტუგალიაში, ეს შეიძლება იყოს რომის იმპერიის ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არქეოლოგებისთვის. რეგიონში იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრში, საუკეთესოდ დაცული უძველესი ქალაქი. არქეოლოებმა გათხრები ჩაატარეს ქალაქის გარკვეულ ნაწილში, მაგრამ აქ შეგიძლიათ ნახოთ საკმარისზე მეტი: აბანოები, სახლები, ბაღები და ტაძრის ნანგრევები, აქვე არის ამფითეატრიც. საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილი არის casa de cantaber - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცალკე მდგომი სახლი, რომელიც აღმოჩენილი იქნა რომის იმპერიის დასავლეთ მხარეში, ნაგებობას გარედან აკრავს ბაღები და ბასეინები. conimbriga_ში აგრეთვე არის რესტორნები, საპიკნიკე ადგილები, საუკეთესო ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად.
pela არის არქეოლოგიური საგანძური, რომაული და ბიზანტიური ტაძრის ნანგრევები. მდინარის გარშემო ხეობაში იყო შესანიშნავი სამეურნეო პირობები, ნეოლითის ხანაში რეგიონში დასახლებული პუნქტები და კოლონება აღმოჩენილი. უკანასკნელმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ქვის კედლები 5 ათასი წლის წინანდელია.
ძველი იერსახე სავსებით შენარჩუნებული აქვს, მთებით გარშემორტყმული მონღოლური ქალაქი მდებარეობს ინდოეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების - ტაჯ მაჰალიდან 40 კილომეტრის დაშორებით დასავლეთის მიმართულებით. ქალაქი ააგო მონღოლთა იმპერიის მმართველმა აკბარმა მე-16 საუკუნის ბოლო მეოთხედში, იგი იყო მნიშვნელოვანი მონღოლური ქალაქი ინდოეთში 14 წლის განმავლობაში. კომპლექტი შედგება თვალის მომჭრელი ბაღებისგან, პავილიონისგან, ტბებისგან.
რომაული ამფითეატრი pula_ში არის 6 უდიდეს რომაულ არენას შორის ერთ-ერთი და ერთადერთი სადაც სიმაღლის სამი დონე არის დაცულად შენახული, ისევე როგორც მთლიანად გარშემო. იგი არის აგრეთვე ხორვატიის უდიდესი რომაული ადგილი. უნიკალური ხედები ნავსადგურის და ადრიატიკის ზღვის ქმნის შესანიშნავ ადგილს მათთვის, ვისაც იზიდავს რომაული ისტორია და მშვენიერი ხედები.
მას ხშრად მაჩუ-პიქჩუს პატარა ძმასაც ეძახიან, choquequirao არის თავგადასავლების ეგზოტიკური ადგილი, სადაც თანამედროვე ცივილიზაციას არ შეუღწევია. მაჩუ-პიკჩუს რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს, სამწუხაროდ ამ პატარა ქალაქს წელიწადში მხოლოდ სამასი მნახველი ყავს. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მგზავრობას უნდა 2 დღე პერუს ჯუნგლების გასწვრივ. მაგრამ ერთხელაც რომ ნახოთ ეს ადგილი, თქვენ დაგეუფლებათ საოცარი სიმშვიდე და ჰაეროვანი სიჩუმე ადგილის, სადაც ჯერ ისევ ცოცხლობენ უკანასკნელი ინკების მოგონებები. ეს ადგილი არის მხოლოდ მათთვის ვისაც არ ეშინია სიახლესთან შეჭიდების და ახალის აღმოჩენის.
თქვენ ალბათ გსმენიათ იმპერატორ ცინის დიდებული ტერაკოტის არმიის შესახებ, ეს არის მისი მცირე ვერსია. იგი არის იმპერატორ Jing Di_ს სამარხი, რომელიც გარდაიცვალა 141 წელს. ადგილობრივი მუზეუმი არის საინტერესო და საოცარი, კედლებზე გამოსახულია სრული კოლექცია, აქ წარმოდგენილია შეგროვებული არტიფაქტები. ყოველ ქანდაკებას ქონდა სხვადასხვა სახე და ეცვათ შესაბამისი ტანისამოსი, ეს ყველაფერი ეხლა აღარ არსებობს, მაგრამ უახლოეს მუზეუმში შემონახულია ორიგინალის ასლები.
ეს თითქოს არარეალურ ადგილს გავს, ზღვის დონიდან მაღლა, მდებარეობს კრატერის ნაპირზე, უძველესი შენობები თარიღდება მე-3, მე-7 საუკუნით, სასანიდური ირანის ეპოქით. ყველაზე მნიშვნელოვანია ზოროასტრული ტაძრის ნანგრევები და მე-13 საუკუნის მონღოლური ტაძარი, რომელიც შემორტყმულია კედლებით და ციხე-სიმაგრეებით. უახლოესი მუზეუმი iihanid_ში ინახავს თიხის და მარმარილოს დეკორაციის ნაწილებს.
ძალიან საინტერესო პოსტია, მაგრამ ნასახლარების ქართული სახელები რატომ არაა? *ანი*-კი წავიკიტხე..))
"ანი", "პელა" და "პულა" მეც წავიკითხე :)) მაგრამ ზოგიერთის სახელი ცოტა დამახინჯებულად გამოდიოდა ქართულად, ამიტომ ყველას ორიგინალი ვერსია ვამჯობინე
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 25, 2026.
საათი: 11:26am
0 კომენტარი
0 მოწონება
In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია