საბოლოოდ მაინც მიიღეს რეზოლუცია თებერვლის პირველსავე დღეს. რეზოლუციაში რუსეთი მაინც არ არის ნახსენები, თუმცა მმართველი გუნდი ამბობს რომ რუსეთს ვგულისხმობთ, აბა ვოლდემორს ხომ არაო. ეს დღის ყველაზე ვრცელი თემა იყო. ხმაურიანი იყო კოვიდ პასპორტების თემა და მწვანე პასპორტის გაუქმება - ინტერნეტ რეაქცია - აბა რისთვი ავიცერი?! მოკლედ, ასე დაიწყო ხეში წყლის ჩადგომის თვე. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0451 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 164 572 პირია ინფიცირებული, საიდანაც 1 048 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 263 მოქალაქე იმყოფება. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 371 პირი აიცრა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.41%-ს, ერთი კვირის მანძილზე კი 24.96%-ს შეადგენს. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში, ასევე იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 592 შემთხვევა დაფიქსირდა. გიორგი ღიბრაძე - ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე. 50 წელს ზემოთ პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავ მოქმედებს წახალისების პროგრამა და ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში - 100 ლარს. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ტესტს იკეთებს და ასევე, ლაბორატორიებს, რომ სწორად მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაციები ტესტირების განხორციელების დროს. თამარ გაბუნია - საწოლფონდის 35% თავისუფალია, რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება, ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ჩატარებული ტესტებიდან 80-85% სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა. დადებითი შემთხვევების 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე ზეწოლა არის, რაც ერთ-ერთი გამოწვევაა. იცით მთავარი სლოგანი, რომელსაც მე ვეთანხმები - პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვაში ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთო,
მწვანე პასპორტების გაუქმება - ამირან გამყრელიძე - „მწვანე პასპორტზე“ დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რაც საბჭოზე დააფიქსირა, არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა - ჭორაობას ვერ დავიწყებ. თამარ გაბუნია - მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება არის ის, რომ სავალდებულო ხასიათი ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტს“ ამ ეტაპზე არ ჰქონდეს. „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება „ომიკრონის“ პირობებში მაღალია. ამდენად, ეს არ იცავს, არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო, თუ ის შევა რომელიმე ბიზნეს გარემოში, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით გამოვიყენეთ. ასევე, ვაქცინაციის ნაწილში, ვაქცინაციის შემთხვევაში, ვაქცინაციაც ვიცით, რომ არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის. იაგო ხვიჩია - როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ „მწვანე პასპორტი“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა, გილოცავთ, ამ შესანიშნავ მიგნებას.
ჯანდაცვის სამინისტრო - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებების კამპანიაში ჩაერთო.
სამსახურის გაუქმება თუ ჩანაცვლება - ლონდა თოლორაია საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარუდგენს. კარლ ჰარცელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო, ჩვენ ამ ინსტიტუტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც მიღწეულია. კელი დეგნანი - სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლებით გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან - ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც სისტემა მხოლოდ შეასუსტა. გია ვოლსკის განცხადებით, თუ ეფექტური იქნება ის ინსტიტუტები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბდება, ელჩების კრიტიკასაც საფუძველი არ ექნება.
კამათის მიზეზი და დამტკიცებული რეზოლუცია - გიორგი გახარიას პარტია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს პარლამენტიდან უკან გაითხოვს. თინა ბოკუჩავა ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართავს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვას ის სამოქალაქო აქტივისტები დაესწრონ, რომლებსაც პარლამენტში შესასვლელი საშვი აქვთ. ხატია დეკანოიძე ნიკოლოზ სამხარაძეს - კონკრეტული შეკითხვები დავსვი და იმის ნაცვლად, რომ ვიმსჯელოთ, რაღაც დემაგოგიას ეწევით. თინა ბოკუჩავა მმართველ პარტიას მიმართავს, გამოიყენოს გახარიას პარტიის მიერ რეზოლუციის გაწვევით შექმნილი შესაძლებლობა, რათა საერთო ტექსტზე შეჯერდნენ. ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილს - ნუ უზრდელობთ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ. ფრიდონ ინჯია - დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში - ცოტა ბრძნულად მოვიქცეთ და შევხედოთ როგორ წავა საქმე, რა იქნება, ნუ გავრბივართ ორთქმავლის წინ. თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ, არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ. სანდრო რაქვიაშვილი რეზოლუციაზე - „ჰარი პოტერში" რომ არის - ყველამ იცის რაზე ლაპარაკობ და არ შეიძლება ხსენება, ასე გამოგვივიდა, არასერიოზულია უბრალოდ. დავით სერგეენკო რეზოლუციაზე - არსებული დოკუმენტი არის ოპტიმალური და ახლა დავა იმაზე, თუ რატომ არ იწერება რუსეთი, დროის კარგვა მგონია. გრიგოლ ვაშაძე - რეზოლუციის ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს - ყველას ყელში ამოუვიდა რუსული იმპერიალიზმი! ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - კატასტროფა იყო ბატონი მდინარაძის გუშინდელი ფრაზა - სჯობს, გაჩერდეთ და არ დაიცვათ. საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა უკრაინის თაობაზე საპარლამენტო უმრავლეობის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილს - თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, სირცხვილიც დაკარგეთ, წარმოუდგენელი ამბავია. გრიგოლ ვაშაძე - რეზოლუციის ტექსტის მხარდაჭერა არ შემიძლია, ამიტომ არ მივიღებ კენჭისყრაში მონაწილეობას - ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან რასაც შიდა პოლიტიკა ჰქვია, არის სამოქალაქო ომი. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც ამბობს - დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არ ვიცით რითი დასრულდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულის მხარეს ვიქნებითო. გიორგი ხელაშვილი მიხეილ დაუშვილს - ჩვენი რეზოლუციის პროექტი შეადარეთ ბუნდოვან სადღეგრძელოს, არ მინდა ვიფიქრო, რომ არ იცით სადღეგრძელო რა არის. გია ვოლსკი - ჩვენი რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას, ამ უშველებელ, გლობალურ დაპირისპირებაში, სადაც სწორი პოზიცია გვიკავია. “მოქალაქეები“ უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერენ. ხატია დეკანოიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში. ნიკოლოზ სამხარაძე - ალტერნატიული წინადადების დარეგისტრირებას თავისი ფორმა, წესი და პროცედურა აქვს, რომელიც რეგლამენტითაა გაწერილი. ალტერნატიული წინადადება კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უნდა იყოს დარეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს კომიტეტის ყველა წევრს. ეს ასე არ მომხდარა, შესაბამისად, ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის ვალდებულება კომიტეტის სხდომაზე არ იდგა. ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რომ შეთანხმდეს რეზოლუციის ტექსტი და ისე დავაყენოთ კენჭისყრაზე. ბადრი ჯაფარიძე - რატომ არ პასუხობს ჩვენი რეზოლუცია უკრაინის რადას 25 იანვრის მიმართვას, დაიგმოს რუსეთის ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ? გიორგი ხელაშვილი - რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გამომზეურება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი დადანაშაულება - მიზანია რეგიონში დაძაბულობის შემცირება. პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - თუ 2014 წლის რეზოლუციებში რუსეთი ნახსენებია, როგორც ოკუპანტი, რა შეიცვალა მას მერე რუსეთთან დამოკიდებულებაში? - რუსეთი შეიცვალა თუ ოკუპანტი აღარაა?! რომან გოცირიძე უმრავლესობას - ქვეტექსტით რუსეთს ვეუბნებით, რომ თქვენი მონა-მორჩილი ვართ და ვერასდროს გაგიბედავთ ვერაფერს - სამარცხვინო დოკუმენტია და იქნებ დაფიქრდეთ. თეონა აქუბარდია უმრავლესობას - რა არის რეალური საბაბი იმის, რომ რუსეთის ფედერაცია ტექსტსში არ არის მოხსენიებული?! მამუკა მდინარაძე - ეროვნული ინტერესიდან და ომის არდაშვების ინტერესიდან უნდა გამოხვიდე, პროვოკაციული რიტორიკისგან დაცალო ტექსტი. სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - თავისუფლების მხარეს რომ იდგეთ, როგორ გაბედავდით, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ახრჩობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს და მოძმე ხალხს, წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერია ნათქვამი. კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია პარლამენტის მხრიდან პრინციპული პოზიციის გაჟღერება და სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს. კელი დეგნანი - დროა, საქართველოში ყველა პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - რუსეთი უკრაინასთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოსაც. ბენ ჰოჯესი - საქართველომ ხმამაღალი, ცხადი და ძლიერი გზავნილები უნდა გააკეთოს, რომ რუსები ჯერ კიდევ აქ, საქართველოში არიან. ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტის სწორი რეზოლუცია იქნება ის, სადაც ნახსენები იქნება, რომ ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხის წყარო არის რუსეთის ფედერაცია. საქართველოს პარლამენტმა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
თბილისი ჰე - კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა. ჩვენი ინიციატივით, ყოველი უკანონო მშენებლობა დღეს უკვე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. სააბონენტო სისტემის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია, 15 000-მდე აბონემენტია გაყიდული, თუმცა ეს რიცხვები ყოველდღიურად იცვლება. საკმაოდ ბევრი სახლი აქვთ, თქვენც მიგიღებენ და გაცხოვრებენ - არავის მივცემთ საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ და უკანონო მშენებლობები განახორციელონ. მიხეილ სააკაშვილი - დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა, კალაძისა და სხვა „შნირების ბანდისთვის“, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა. ვიქტორ წილოსანი - ყველანაირი მონაცემებით, მოსახლეობის 90%-ზე მეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება დარჩა იგივე ან გაუიაფდა. ლევან ხაბეიშვილი - არ შეიძლებოდა მშენებლობა, მაგრამ მშვენიერი სასახლე აქვს წამოჭიმული პრემიერს, ორხევში კი კალაძე მოსახლეობას თავს დაესხა, მინუს 5 გრადუს ყინვაში და გამოყარა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 3 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ბელარუსიის „დაცლა“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მთავრობის თანამშრომლების ოჯახების ბელარუსიდან გაყვანის განკარგულება გასცა.
უკრაინა - ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 100 000 სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება. უკრაინა, ბრიტანეთი და პოლონეთი პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - ისეთი მეზობლის პირობებში, როგორიც რუსეთია, გვაქვს გრძნობა, რომ ვულკანის ძირში ვცხოვრობთ. დომინიკ რააბი - გზავნილი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს არის ის, რომ უკრაინაში შეჭრას მძიმე ეკონომიკური ფასი მოჰყვება. სახელმწიფო დეპარტამენტი - სერგეი ლავროვთან საუბარში ენტონი ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან. ბორის ჯონსონი - რუსეთს მოვუწოდებ უკან დაიხიოს - სანქციები ამოქმედდება იმ მომენტში, როგორც კი გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას. ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ გავიმარჯვებთ. ვლადიმერ პუტინი - აშშ-ს და ნატოს წერილობით პასუხებში რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო - გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია