აქამდე მოლაპარაკებები იყო მთავარი ამბავი, ახლა ჩაშლილი მოლაპარაკებები და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება (მართალია მხოლოდ 7-ის, მაგრამ განცხადება მაინც ხმაურიანია) ჩაშლილი მოლაპარაკებების სიავეზე, პასუხისმგებლობაზე, გაბრაზებაზე, სანქციებსა და სხვა შესაძლო მომავალზე. გაზაფხული იქნება ანუ ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 282789, ბოლო დღე-ღამეში - 529, გამოჯანმრთელებული - 273930, ბოლო დღე-ღამეში - 326, გარდაცვლილი - 3798 , ბოლო დღე-ღამეში - 13; კარანტინის რეჟიმში - 231. დოლარის ფასი ლარში - 3.4300.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 02 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 646 ტესტი ჩატარდა. 13 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 1077 პირი აიცრა. თამარ გაბუნია - 55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ. ქვეყანაში 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული, რათა ინფიცირების რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი მზად იყოს. ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. არ უნდა დავუშვათ, რომ სამედიცინო პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების მომატების ფონზე ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუარესდეს. ცხელი ხაზის 15 22-ის რეორგანიზაცია დასრულდა და თანამშრომლებმა კუთვნილი ანაზღაურება აიღეს. ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება. ქვეყნის მასშტაბით, 1 კვირაში ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა - დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა და 121 ცალკეული კლასია.

      „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა გარეთ კი აქციები იყო.

      ევროპისგან შეშინებული ქვეყანა - ევროპარლამენტარების განცხადება - პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან. კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა იქნას აღქმული - განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან. ჰედერ კონლი - საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა. ვანო მაჭავარიანი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციის “გადაგდება” და ევროკავშირის “გადაგდება” ერთი და იგივე არ არის. ზურაბ ბატიაშვილი - ევროპარლამენტარების განცხადება განგაშის ზარი უნდა იყოს - ხელისუფლების მცდელობაა, ქვეყანა დასავლური განვითარების გზას ჩამოაშოროს და ამას თავისი საფასური ექნება. გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ნინო წილოსანი - ინდივიდუალური კოლეგების განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია - გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი მხრიდან პროაქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული. გივი მიქანაძე - ჩვენ მართლაც უპრეცედენტო შემხვედრი ნაბიჯები გადავდგით, მაშინ როცა ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შემოთავაზება არ გვინახავს. სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციას მეტი მუშაობა გვმართებს, რომ „ოცნება“ მოლაპარაკებებზე წამოვიყვანოთ, ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების ზეწოლა უკვე მაქსიმალურია. ანა დოლიძე - ნურცერთი პოლუსი ნუ ეცდება ევროპარლამენტარების განცხადება თავის სასარგებლოდ მიიწეროს, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს ორივეს. კახა კუჭავა - შვიდი კი არა, ერთი ევროპარლამენტარიც რომ იყოს, მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ 7 იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება. ლევან იოსელიანი - ეს 7 ევროპარლამენტარი გახდება 17, შემდეგ 70 და საბოლოოდ, ეს ციფრი მოიცავს უმრავლესობას, რომელიც ამ პოზიციაზე იქნება. სერგი კაპანაძე - თუკი ვინმე გავლენიანია, განცხადებას ხელს აწერს, ეს ადამიანები ქმნიან ამინდს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე - საჭიროა მეორე მხრიდან სერიოზული მზადყოფნა და არა „დაბოლება“. მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, თუ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, ის მე-8 იქნება, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება. სალომე სამადაშვილი - ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ მედიატორის გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს ამ მოლაპარაკებებს, ან გააგრძელებს თუ არა. აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ კრისტიან დანიელსონმა მედიაციის პროცესს „მკაცრი ტონი დააკლო“. "ორივე მხარემ უნდა დათმოს" - კრამონის მოსაზრება საქართველოს კრიზისზე.

      ლარს უჭირს - ივა ჭყონია - ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი-ლარი მძიმე მდგომარეობაშია.

      ჭყონდიდის ამბები - დედა სოსანა - მეუფე სტეფანეს განკარგულებით, მე და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დაგვტოვეს და ტაძრის კარი არ გაგვიღეს. მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის შეფასებით, მამა ანდრია სარია მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს. ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს. მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დედა სოსანას განუსაზღვრეს სხვა მონასტერში გადასულიყო, ამის შემდეგ ის მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში რომ არ შეუშვეს, საკვირველი აღარაა

      მწერალი ავადაა - მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია.

      ინფლაცია - მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

      გაზრდილი ვაკანსიები - გერმანული მხარის გადაწყვეტილებით, სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა 500-ის ნაცვლად, საქართველოს 5000 მოქალაქეს მიეცემა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - ვაქცინაცია მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიმდინარეობს, ვაქცინების 608 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. რუსეთში კორონავირუსის 8 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 383 ადამიანი გარდაიცვალა.

      ფაშინიანი - მედია - ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 79

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters