საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, 1998 წლის 8 ოქტომბრის კრებაზე განაჩინა:

I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. "შამბეზის შეთანხმებები").

II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი.

III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: "უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს" (ე. წ. "ბალამანდის შეთანხმება").

IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკურ დარღვევისადმი და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად (იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქის წერილი N 1214/1997).

V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე. წ. "განშტოებათა თეორია", რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას.

VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი – 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13-ე მუხლის ბ) პუნქტში წერია: "მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში".

      წმიდა კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ მართლმადიდებელთა ქცევას მწვალებლებთან მიმართებით, დაითრგუნა და კვალად უსირცხვილოდ ითრგუნება. ყოველივე ამისგან დიდი საცთური მოდის.

      ზოგიერთები გადამეტებული დაჟინებით გვიყვებიან სიყვარულის მოთხოვნილებებზე, ამბობენ, რომ მისი გულისთვის ბევრი რამ უნდა დავთმოთ და მრავალი მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული პირდაპირ არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან; არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი; საჭიროა “ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა" (ეფეს. 4,15), ანუ უნდა გაგაჩნდეს ჭეშმარიტი და წრფელი სიყვარული შეერთებული ჭეშმარიტ რწმენასთან და უნდა გსურდეს სულიერი სიკეთე მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული ჭეშმარიტებისა და რწმენის გარეშე არის სიცრუე და მოტყუება. სიყვარული ზეციური ყლორტია, რომელიც ვითარდება, ყვავის და ნაყოფს იძლევა მხოლოდ ჭეშმარიტების ნიადაგზე; ხოლო ჭეშმარიტება _ არა ნაწილობრივი, არამედ სრული, მხოლოდ მართლმადიდებლობაშია".

ნახვა: 245

ტეგები: Qwelly, განჩინება, ეკლესია, ისტორია, სინოდი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters