გრილი შემოდგომის პირველი კვირაც მიიწურა და აი, რატომ არის სიგრილე კარგი. ფარშევანგის კუდივით გაიშალა დღის ამბები, რა გინდა სულო და გულო, ჯანდაცვაც იყო, მოსმენებიც, ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილების დამტკიცებაც, ამერიკაც და ვაშინგტონ პოსტიც, სანქციებიც, ავიაკომპანიის ბედიც და ცოტა სტატისტიკური მონაცემებიც. მნიშვნელოვანი იყო სუსის უფროსის საპარლამენტო ანგარიში. პუტინის მომდევნო ბოროტება მოქალაქეობაზე აფხაზეტში. კარგი ამბავიც - ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8449 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 9 სექტემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      ჯანდაცვა - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შემოდგომის პერიოდში სეზონური ვირუსები გააქტიურდება, რომელთა ნაწილი ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში ფილტვის ანთებით შეიძლება გართულდეს.

      მოსმენები - გიორგი ვაშაძე - „მოსმენების კანონის“ დაჩქარებულად მიღება, ვეტოს დაძლევა, პარტნიორების პოზიციების უგულებელყოფა, არ არის გზა ევროპისკენ - „ქართული ოცნება“ ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა დააზიანოს.

      გადაწყვეტილებ ომბუდსმენის არჩევაზე - ლევან ბეჟაშვილი სახალხო დამცველის არჩევაზე - პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას დაემუქრა, რომ თუ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, არ მოხდება მათი კონსულტაციებში ჩართვა - ასეთი ულტიმატუმების დროს რთულია მხარდაჭერის გამოხატვა. თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან შეხვედრაზე, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა. გიორგი კახიანი - ოპოზიცია მხარს უჭერდა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, თუმცა გადაწყვეტილება ნინო ლომჯარიას განცხადების შემდეგ შეცვალეს. თამარ კორძაია - შალვა პაპუაშვილის განცხადება ცოტა პროვოკაციული და გამაღიზიანებელი იყო - როცა ოპოზიციის მხარდაჭერა დიდი მიღწევაა, ამას „ქართული ოცნება“ უნდა გაუფრთხილდეს. პაატა მანჯგალაძე - პაპუაშვილზე უფრო „ქოცი“ ვინ არის?! - თუ პაპუაშვილს აქვს უფლება შეარჩიოს ცხრა ადამიანი ჯგუფში, მაშინ ოპოზიციას რატომ არ შეუძლია ერთი კანდიდატი წარმოადგინოს?! მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას შესაძლოა, სურვილი აქვს, უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაშალონ - არავის აქვს მიზეზი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე რაიმე ფორმით გაგვაკრიტიკოს. ლევან იოსელიანი - ოპოზიციის ნაწილი მიზეზს ეძებდა, რომ რეგლამენტში ცვლილებებისთვის მხარი არ დაეჭირა - პაპუაშვილის გამოსვლა ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას - არა, მაგრამ ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც მხარი ერთხელ დაუჭირეს?! შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ერთსულოვნება - ველოდები, რომ სახალხო დამცველის ახალ წესზე გადაწყვეტილების მესამე მოსმენით მიღებისას ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებთ. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი კობახიძე - ომბუდსმენის მიერ გახმოვანებული პოზიციის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა ცვლილებების მხარდაჭერაზე - მარტივი თამაში იყო დალაგებული და ამას ბავშვიც კი მარტივად წაიკითხავს. ნიკა სიმონიშვილი - სახალხო დამცველის არჩევის წესზე, რომელმაც კარგად იმუშავა, ხელი გვიკრეს და დაწერეს რაღაც ახალი, რომელზეც ბევრი კითხვა მაქვს. პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

      ხელისჩამორთმევა - ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

      ბარიერი - ირაკლი ქადაგიშვილი - თუ ოპოზიცია რევოლუციური და საბოტაჟური სცენარებისკენ მიდრეკილი არ იქნება, ბარიერთან დაკავშირებული საკითხის განხილვას გავაგრძელებთ. ირაკლი კობახიძე - ბარიერთან დაკავშირებული საკითხის განხილვას შეიძლება მომავალ წელს ან 2024 წელს მივუბრუნდეთ.

      საინვესტიციო გარემო - ჯერი შატანი - საქართველოს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ინვესტორებისთვის ბიზნესის დაწყების სიმარტივეა. საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი - საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიზნესისთვის ხელსაყრელმა გარემომ.

      ირანული ავიაკომპანია - ლევან დავითაშვილი - ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, არ არის სანქცირებული და რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპაში - ჩვენ სრულად ვიცავთ საერთაშორისო წესებს. ხატია დეკანოიძე - ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი, რადგან ავიაკომპანია, რომელსაც ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთი გადააქვს, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ელენე ხოშტარია - ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება, კატასტროფული დარტყმაა ჩვენი ინტერესებისთვის - „ოცნება“ ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება. კელი დეგნანი - ირანულ თვითმფრინავზე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია - ყველაზე ეფექტური იქნება, ყველამ ერთად ქსელი შევქმნათ და დავრწმუნდეთ, რომ ექსპორტის კონტროლი ხორციელდება და სანქციები დაცულია.

      „წონიანი“ ანგარიში - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ - საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლების კარგ მაგალითად არის დასახელებული. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე ნათქვამია, რომ „უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა“. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ „ეს არის უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი“ და „ბროშურა, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება“. ანა დოლიძე USAID-ის ანგარიშზე - ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის სახელი ვინმემ რომ ახსენოს ინგლისურად, გადასხმებით და წნევით წევს „ქართული ოცნებიდან“ 100 კაცი ერთად - სწორედ მსგავსი დოკუმენტებიდან გაიგო საზოგადოებამ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. თენგიზ ფხალაძე - USAID-ის ანგარიში „თაროზე შემოსადები ბროშურა” არ არის და მას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს აშშ-ს მთავრობა, კონგრესი - ჩვენ შეგვიძლია თავის მართლების პოზაში ჩავდგეთ, მაგრამ ეს იქნება საკუთარი თავის მოტყუება.

      გადაძახილი - ანდრიუს კუბილიუსი -კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს - ენა, რომელსაც ის იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან. ირაკლი კობახიძე - კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.

      პოსტი - The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად რუსეთს ეხმარებიან არსებული სანქციების გვერდის ავლაში, უნდა აიძულოს მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა. კელი დეგნანი - მე არ წამიკითხავს The Washington Post-ის სტატია - აშშ არ საუბრობს წინასწარ სანქციებზე.

      უსაფრთხოება პარლამენტში - სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი - ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერდა მხარს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას - ე.წ. ერთიანი ოსეთის გამოგონილი ცნება, რეგიონის ანექსიის ერთ-ერთი იდეური საფუძველია. 2021 წელს აფხაზეთის მიმართულებით 11 და ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება დაფიქსირდა - მსურს დავარწმუნო მათი ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება. საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. ქვეყნის იმიჯის შელახვა, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება, შიდა პოლიტიკაში ჩარევა და დაძაბულობის ხელშეწყობა, საქართველოს უსაფრთხოების გაუარესებით დაინტერესებული ძალების მიზნებს წარმოადგენდა. საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ლილუაშვილის განცხადებით, 2021 წელს არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. სუს-ის უფროსი - ჩვენი საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ნაწილის მიმართ კი გამოყენებული იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები. 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები. გრიგოლ ლულუაშვილის მოსმენა პარლამენტში დახურულ ფორმატში გაგრძელდა. ხატია დეკანოიძე - გრიგოლ ლილუაშვილთან დახურულ ფორმატში საუბარს, რომელსაც ნაწილობრივ დამნაშავედ მივიჩნევ, რადგან რეალურად ის ახორციელებს ფარულ თვალთვალს, მართებულად არ მივიჩნევ. პაატა მანჯგალაძე - სუს-ის უფროსის მოსმენა დაიხურა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ოცნებას“ ეშინია - უსმენენ სასულიერო პირებს, ელჩებს, პოლიტიკოსებს, უბრალო ადამიანებს საძინებელში, ამ საკითხზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? სალომე სამადაშვილი - ლილუაშვილი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ არის, ის ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული - სუს-ი უნდა გაუქმდეს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის ნაწილმა შეკითხვები დასვა, თუმცა პასუხს არ დაელოდა. გრიგოლ ლილუაშვილი - არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ან ნებისმიერი მინისტრის რანგში.

      სტატისტიკა - საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან 435%-ით, სომხეთიდან - 444%-ით, თურქეთიდან 181%-ით, საუდის არაბეთიდან - 158%-ით, ბელარუსიდან 107%-ით, ევროკავშირიდან კი 47%-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა. ვანო მთვრალაშვილი - ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავზე ფასები საშუალოდ 50-55 თეთრით შემცირდა - ფასის გაზრდა გამორიცხულია.

      ტაქსის პიარი - პროკურატურა - დაკავებული ტაქსის მძღოლის მიმართ სამართლებრივი დევნა რუსეთის და ლიეტუვას მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა - მან მგზავრები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.

      ცოდნა - კობა გვენეტაძე ალექსანდრე რაქვიაშვილს - როდესაც ეროვნული ბანკის მიმართ პრეტენზიები გაქვთ, სავალუტო ინტერვენციების მექანიზმში ელემენტარულად მაინც უნდა გაერკვეთ.

      ბოროტება - ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა.

საზღვარგარეთულები:

      ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა. ზელენსკის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან, 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. უკრაინელებმა სამხრეთით მოწინააღმდეგის 60-მდე ჯარისკაცი და საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე 31 000 საქმე აღძრა. უკრაინული მხარე - ჩვენმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით, სამ დღეში თითქმის 50 კმ-ით წაიწიეს წინ. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში 650 რუსი სამხედრო, 10 ტანკი და ვერტმფრენი გაანადგურეს. პოლონეთის პრემიერი კიევში ჩავიდა. გუბერნატორი - რუსებმა დონეცკში 9 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა. ანდრეი ერმაკი ევროკავშირის მიერ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე - რუსებო, გრძნობთ? ეს საბჭოთა კავშირის ნაფტალინის მყრალი სუნია, სადაც ასე გინდოდათ მოხვედრა. მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, უკრაინის ეფექტურმა კონტრშეტევამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მას ტერიტორიების დეოკუპაცია შეუძლია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რთულია, მაგრამ წინ მივიწევთ. ენტონი ბლინკენის შეფასებით, უკრაინაში ომი სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

      მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას ეხმიანებიან და მწუხარებას გამოთქვამენ. დედოფალ ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ. The Guardian - პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები პრინცი და პრინცესა გახდებიან. პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ახალი ტიტულები მიენიჭათ - უილიამი და ქეითი ამიერიდან ცნობილი იქნებიან, როგორც კორნუოლისა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია. საქართველოს პარლამენტმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

      რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები უზბეკეთში მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ.

      ჩრდილოეთ კორეამ მიიღო კანონი, რომელიც პრევენციული ბირთვული თავდასხმების „ავტომატურად“ გამოყენებას ითვალისწინებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 98

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters