კიდევ ერთი დღე გავიდა და მელია ისევ ვერ დააკავეს, არადა მისი დაკავების გადაწყვეტილების გამო პრემიერი გახარია წავიდა და პრემიერი ღარიბაშვილი მეორე მოსვლით ბრუნდება. უკვე ახალი მთავრობა და შემადგენლობაც კი გამოაცხადა, რომლის ნდობაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აქცია იყო პარლამენტთან და ხალხიც დააკავეს, მაგრამ ხელწერილებით გამოუშვეს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 267701, ბოლო დღე-ღამეში - 388; გამოჯანმრთელებული - 260597, ბოლო დღე-ღამეში - 331; გარდაცვლილი - 3406, ბოლო დღე-ღამეში - 7; კარანტინის რეჟიმში - 253. დოლარის ფასი ლარში - 3.3021.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 391 ტესტი ჩატარდა.
რჩევა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და სასწრაფოდ იმოქმედონ ამ კრიზისის მოსაგვარებლად.
მელიას საოფისე ამბებიდან - გიორგი ვაშაძე - სრულიად ოპოზიციური სპექტრი მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის - „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი - დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა. გიორგი ბარამიძე - მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან ტრივიალური და „კუმ ფეხი გამოყო“ წინადადებაა. დავით ბაქრაძე პრეზიდენტს - პოლიტიკური დიალოგი და ვითარების განმუხტვა არ არის თქვენი კომპეტენცია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა, რომ შუამავლის როლი ითამაშოთ - მიხედეთ იმას, რაც გესმით. გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროში და სივრცეშია აცდენილი, ისევე როგორც თვითონ ეს ფიგურა. ნინო ბურჯანაძე - სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში, თორემ პრეზიდენტს ნამდვილად შეეძლო აქამდეც არ მისულიყო საქმე და გაცილებით აქტიური როლი ეთამაშა. ლევან იოსელიანი - მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ნიკა ობოლაძე - ველოდებით, ხელისუფლებამ აღიაროს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ეს კრიზისი განიმუხტოს. „ნაციონალური მოძრაობა“ – მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით. მიხეილ სარჯველაძე - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი არ მაქვს. დავით ბაქრაძე - ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, ვიდრე ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას და ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას. „ოცნების" რადიკალური გუნდის მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება, თუნდაც ეს მოხდეს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე, ეს ცუდი სიგნალია. ადვოკატი - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს, პროკურატურას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოსთხოვოს პატიმრობის გაუქმება მელიას მიმართ. გია ვოლსკის აზრით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება „იმ სიმძიმის ტვირთი ვერ გამოდგა, რაც გიორგი გახარიას შეეძლო ეკისრა". ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებები საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად ვადამდელ რიგგარეშე არჩევნებზე ერთადერთი გზაა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს. შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას უშლის ხელს.
ღარიბაშვილის ახალი პრემიერობა და გახარიას წასვლის იდუმალება - შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან იმაზე მეტ სიხისტეს ჰქონდეს ადგილი, ვიდრე გიორგი გახარიას შემთხვევაში იყო. გიორგი ვაშაძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაპირისპირების გზას აირჩევს, ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს. მამუკა არეშიძე - გახარიასა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის იყო საკითხები, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ - ღარიბაშვილთან ასეთი მოუგვარებელი თემები არ არის, მას შეუძლია სიტუაციის ხელში დაჭერა. ვიქტორ ყიფიანი - ჩემი მოლოდინია, რომ ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიისგან მხარდაჭერილი პრემიერი, ასევე საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი. გია ვოლსკი - პრემიერობის კანდიდატის შერჩევის პროცესში ივანიშვილი არ ჩარეულა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მწიფდება. დავით დარჩიაშვილი - მითი ივანიშვილის წასვლაზე მითი აღმოჩნდა, ღარიბაშვილის დაბრუნება მისი გადაწყვეტილებაა, რაც არის სიგნალი: „ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მოვიყვანე ჩემი ხელი, მინდა ამას იზამს, მინდა - იმას“. ლევან იოსელიანი - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ამ სიტუაციისთვის კარგი გამოსავალი არაა. გიორგი ბარამიძე - დაგინახეთ ბატონო ბიძინა, კუდი აშკარად ჩანს, რომელსაც „ჰაკიმ ფაშა“ ჰქვია, ამიტომ, გამოყავით ახლა თავი და იგრძენით პასუხისმგებლობა. დავით ზილფიმიანი ღარიბაშვილის კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადებაზე - რადგან ოპოზიციონერი ვარ, ხმა აუცილებლად წინააღმდეგ უნდა მივცე?! ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - მეორედ მოსვლა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. რამაზ საყვარელიძე - ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მიხეილ სარჯველაძე - გნებავთ სიხისტე ვუწოდოთ, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიც არის ენერგიულობა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. კოტე კემულარია - ვამბობდით, რომ გახარია დაემუქრა კობახიძეს გადადგომით, რაც ჩამოანგრევდა სახელისუფლებო ვერტიკალს - გახარიამ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა. მამუკა არეშიძე - შეიძლება გიორგი გახარია იყოს ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ იმ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას. ნიკა მელია - „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეიტინგული იყო გიორგი გახარია, მართლაც სარგებლობდა პოპულარობით.
ახალი მთავრობა - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. მაია ცქიტიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს. მამუკა მდინარაძე - მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან წინასწარ ისაუბრა ჩვენთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. მაია ბითაძე - მაია ცქიტიშვილი არის „ქართული ოცნების“ სათავეებიდან გუნდში მყოფი ადამიანი, რომელიც მაღალი კვალიფიციურობით გამოირჩეოდა, ყველა იმ თანამდებობაზე, რომელსაც იკავებდა. არჩილ თალაკვაძე - ჯუანშერ ბურჭულაძე გახლავთ შედეგზე ორიენტირებული, პროგრესული ადამიანი, ირაკლი ქარსელაძე კი გამოცდილი საჯარო მოხელეა, რომელსაც დიდი პროექტების მართვის გამოცდილება აქვს. მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 22 თებერვალს გავა. ბადრი ჯაფარიძე - ღარიბაშვილის დამტკიცების შემდგომ, უნდა ველოდოთ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას მელიას დასაჭერად, რაც ტრაგიკულ შედეგებს მოგვიტანს.
აქცია პარლამენტთან - პარლამენტთან „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას დაკავებულები გაათავისუფლეს. გრიგოლ გეგელია - მშვიდობიანი აქცია დაარბია პოლიციამ, რომელიც თვლის, რომ კანონმორჩილება ნიშნავს, სახლში ვისხდეთ და პირში წყალი დავიგუბოთ. შსს - პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული. „ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც „ლელოს“ წევრები აქციას მართავდნენ, 5 პირია დაკავებული.
საარჩევნო კანონმდებლობა - ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საია სამუშაო ჯგუფს სთავაზობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ვერსია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებიდან 8-ის პროფესიული ნიშნით და 9 წევრის პარტიული ნიშნით არჩევას გულისხმობს, მემორანდუმის მიზნებს არ იზიარებს.
ცესკო - თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ზაალ უდუმაშვილი - თამარ ჟვანია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა - აუცილებლად მოუწევს წასვლა. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი. დავით ბაქრაძე - თამარ ჟვანია პასუხს აუცილებლად აგებს, თამარ ჟვანიები, გამყალბებლები, მოძალადეები, რომლებიც ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას, უნდა წავიდნენ. ლევან იოსელიანი - მიღწეულია შეთანხმება, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ცესკო-ში, ასევე საოლქო დონეზე არა წარმომადგენელი, არამედ სრულფასოვანი წევრი ეყოლება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 13 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 470 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 69 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 542 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია