სამინისტროების ბლოკი, სტატისტიკის სამსახური, არმიის დღე და გეგმიური კორონა

      აპრილის ბოლო დღის მთავარი ამბები კორონას კვლევა-კურნების თემებია, ტესტირების ახალი გაიდლაინები, ახალი პაციენტები და სამომავლო გეგმები. დღის მთავარ თემებში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებიც გაეხვნენ, იყო ეპარქიის განცხადება ყინწვისელების საქმზეც. რაც შეეხება კოვიდ-შემთხვევებს - დადასტურებული - 539, გამოჯანმრთელებული - 184, გარდაცვლილი - 6. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 278 233, გამოჯანმრთელებული - 1 033 115, გარდაცვლილი - 232 006. აპრილს დოლარის ფასი სამიან ნიშნულზე ასრულებს - 1 აშშ დოლარი - 3.2060 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 აპრილი, 2020

      კლინკური მკურნალობა და კვლევა ტესტებით - ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid-19-ის ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 22 ახალი პაციენტიდან, ინფექციურში 4-ია მოთავსებული. ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია - თუ ასე გაგრძელდება, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ, რაც სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს. შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლნისში - 2. აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. აჭარაში საკარანტინო სივრცე 4 200-მდე პირმა დატოვა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა. თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დატოვებს, რომელთაგან ორი მოზარდია. ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელსაც 5 მარტიდან მოყოლებული ინფექცია ისევ უფიქსირდება, შესაძლოა, საავადმყოფოდან კარანტინში გადაიყვანონ. ლევან რატიანი - როგორც კი სამყაროში ეს ვირუსი გაჩნდა, რადგან მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა. ჩვენს კლინიკაში დაიტესტა „ჯინ ექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება კორონავირუსით საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა, ესაა უნიკალური მეთოდი. ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითში მესამე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ექიმის განმარტებით, „ჯინ ექსპერტის“ აპარატი ინფექციის დასადგენად ზუსტად 50 წუთში იძლევა შედეგს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთო ჯამში ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 85, თეთრიწყაროში კი 40-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ისევ და ისევ, მთავარი რეკომენდაციაა - „დარჩი სახლში“. თენგიზ ცერცვაძე - ოზონოთერაპიას ნუ მივცემთ გადაჭარბებულ შეფასებას, ნუ ავტეხავთ აჟიოტაჟს - ჯერ უნდა შევისწავლოთ შედეგები. ამირან გამყრელიძე - ყოველდღიურად 20-40 შემთხვევა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. ამირან გამყრელიძე - ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო კვირებია და მოსახლეობას მოვუწოდებ, რეკომენდაციები დაიცვას! ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები დავიწყეთ, ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს. თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ პლაზმით მკურნალობას მივმართოთ, ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი. დღეს ჭარბობს აზრი, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ კარგია - არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ამ პრეპარატს მიიღებს. თამარ გაბუნია - სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს. გორის სამხედრო ჰოსპიტალის კორონავირუსით ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი 80-მდე პირი თვითიზოლაციაში გადავიდა. თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი არ არის ბანალური ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს. თენგიზ ცერცვაძე - საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს მედიკამენტ „კამოსტატის“ კვლევის პროცესში.

      სამინისტროების ბლოკი - ეკონომიკის სამინისტრო - ნათია თურნავა - ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრო - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის სამართავად 29 კლინიკაა მობილიზებული, თუმცა პაციენტთა რაოდენობიდან გამომდინარე, მხოლოდ ცხრა არის დატვირთული. ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეში 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდება. ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა კონტროლირებადია, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ეკატერინე ტიკარაძე - შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას - გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები.

      ძალადობასთან გამკლავება - მთავრობის ადმინისტრაცია - სახელმწიფო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.

      ანას ბაღი - კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, „ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს, ბაღთან შემხებლობა არ აქვს.

      რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა გრძელდება.

      საქ.სტატი წარმოგიდგენთ - გოგიტა თოდრაძე - მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. 1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 %-ით შემცირდა და 1 926.6 ათასია - სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისათვის - 69 წელი, ქალებისათვის - 78 წელია.

      ბაზრების ბედი - საქართველოში 80 აგრარული ბაზრიდან ამ დროისთვის 24 ფუნქციონირებს. რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, ღია აგრარული ბაზარი ხვალიდან გაიხსნება.

      მსუყე ჯარიმები - საგანგებოს ჯარიმები - პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა. სულ დაახლოებით 16 მლნ ლარია ჯარიმებით გამოწერილი.

      არმიის დღე - აშშ-ს საელჩო - მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის. სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალებს - თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ და ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

      ყინწვისელების საქმე - რუის-ურბნისის ეპარქია ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“. ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 099 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 101 ადამიანი. ესპანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 268 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო ექვსი კვირის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ტაჯიკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. მედია - რუსეთში სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მიმღებ საავადმყოფოებში მუშაობას აიძულებენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბორის ჯონსონი - პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ დაავადების პიკი გადავლახეთ, ახლა მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ კონტროლი და კიდევ უფრო დიდ მთას არ შევეჩეხოთ. ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 80 000-მდე გაიზარდა.

      ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის არანაირი ინტერესი არ აქვთ.

      გერმანიაში „ჰესბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

      მიშა უკრაინელი - უკრაინელი დეპუტატი - უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნას დღეს აღარ განიხილავს. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში სხვა ფორმატით იმუშავებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 118

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:The Ultimate to EA FC 26 New Skill Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2026.
საათი: 11:24am 0 კომენტარი

FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters