ოსკარი 2019, დაკარგული დამოუკიდებლობა, ეკონომიკური რეიტინგები და თავშესაფარი გერმანიაში

      დღის მთავარ მოვლენათა შორის ერთ-ერთი დაწინაურებული იყო მსოფლიო კინო მოვლენა - ოსკარის დაჯილდოება 2019. ტრადიციულად, თებერვლის მიწურულს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მოვლენაა, მაგრამ მსოფლიო საზღვრებიდან, ქართულ რეალობაში დავბრუნდეთ - ეკონომიკური მდგომარეობა, მოსამართლეები და ოკუპაციის დღე იყო მთავარ ამბებს შორის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 თებერვალი, 2019/

      ოკუპაციის დღე - საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დავით ბაქარაძე - საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ზაალ უდუმაშვილი - იუნკერთა მემორიალი არის სიმბოლო, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და იბრძოლო მისი თავისუფლებისთვის. გიგა ბოკერია - არ შეცვლილა ჩვენი მტრის განზრახვა - მაშინ საბჭოთა რუსეთის, ახლა პუტინის რუსეთის. მამუკა ბახტაძე - თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას. სალომე ზურაბიშვილი - იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ვახტანგ ყოლბაია - ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვიცხოვრებთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს წარსულს და მომავალს. ლევან იზორია - საერთაშორისო მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ქვეყნის დეოკუპაციას მშვიდობიანი გზით. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებზე ეროვნული დროშები დაუშვეს. გიორგი ახვლედიანი – დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია მცოცავი ოკუპაცია.

      მოსამართლეები - ნაზი ჯანეზაშვილი - ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა განწესების ტერმინები იმგვარად განმარტა, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები და ლევან მურუსიძეც კი გაკვირვებულები იყურებოდნენ. ევროკავშირის ელჩი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქართველო სწორი მიმართულებით მიდის - უფრო მეტი ფოკუსი უნდა გაკეთდეს დანაშაულის პრევენციაზე. დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის საბჭოს პოზიციაა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კარიერული დაწინაურების პრინციპით განწესდნენ.

      ფიტჩის რეიტინგი - მამუკა ბახტაძე - ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა - ეს განპირობებულია ჩვენს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით. Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, საპენსიო რეფორმა დადებითად არის შეფასებული. მამუკა ბახტაძე - სიღარიბე მთავარ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები. მაია ცქიტიშვილი - Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ინვესტორებისთვის. ეკონომიკის სამინისტრო - როგორც Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული, რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა. დავით ზალკალიანი - Fitch-ის რეიტინგი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის. რომან გოცირიძე - Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ მთავრობას საზეიმო არაფერი აქვს. გიორგი ფარესიშვილი - Fitch-ის მიერ საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი იმანაც ითამაშა, რომ ქვეყანამ წარმატებით შეძლო საპენსიო რეფორმის დაწყება. ექსპერტი დავით ლომიძე - საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბოლო წლებში გატარებულ თუ დაგეგმილ რეფორმებს შორის. ალექსანდრე ხვთისიაშვილი – Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის პოზიციას. ნიკოლოზ გაგუა - მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას.

      უთავშესაფრო ქართველები გერმანიაში - გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა ისევ იმატა. გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება ყველა მაღალკვალიფიციურ პირს შეეძლება. დავით ბაქრაძე - ქართველების ლეგალური დასაქმება გერმანიაში იყო ჩემი თხოვნა მერკელთან და გერმანიის კანცლერმა დანაპირები შეასრულა. ივანე მაჭავარიანი - Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გასაღებია.

      შეუსრულებელი პროექტები - 2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა.

      მყარი უმრავლესობა და გუნდიდან წასულები - არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე. გედევან ფოფხაძე - ჩემი დარჩენა „ქართულ ოცნებაში“ არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა. გედევან ფოფხაძე - მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი. გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ წევრებზე - ისინი კომკავშირლები არიან, მოლაპარაკე და არა მოაზროვნე თავები. რომან გოცირიძე „ქართული ოცნებიდან“ წევრების გასვლაზე - ისინი მიდიან ირაკლი კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის. საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, დეპუტატმა მირიან წიკლაურმაც დატოვოს. გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ მისი ფრაქციის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვონ.

      კირკიტაძის თავდებები - დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება. დავით კირკიტაძე მოსამართლეს - თქვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ტესტი, რამდენად უზუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას. დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვეს. დავით კირკიტაძე მოსამართლეს - არ მინდა, ის ხიდი, რომელიც ძალიან დავიწროვდა საზოგადოებასა და სასამართლოს შორის, საბოლოოდ გაწყდეს. პროკურორი - მიუხედავად დიდი პატივისცემისა, დეპუტატები ვერ უზრუნველყოფენ დავით კირკიტაძის სათანადო ქცევას. ლევან ბეჟაშვილი დავით კირკიტაძის სასამართლოზე - პერიმეტრზე უამრავი სამართალდამცველია, ეს იმ თავიდან აჩენდა ეჭვს, რომ მოსამართლე არ იქნებოდა თავისუფალი. ადვოკატი - მოსამართლისგან გამოწვევა მივიღეთ - შემდეგ პროცესზე იმ დეპუტატების და მოქალაქეების უმრავლესობა გამოცხადდება, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგება.

      ძვირი მომავალი - 2021 წლიდან მოსახლეობას წყლის ტარიფი გაეზრდება.

      ხაზარაძის საქმე - თინა ხიდაშელი - მამუკა ხაზარაძეს ვურჩევდი, თუ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, თუნდაც საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ვაშინგტონთან მუშაობა დაიწყოს. გრიგოლ ვაშაძე - მამუკა ხაზარაძეს ბიზნესი "აახიეს". კარლ ჰარცელი - როდესაც საქმე ეხება „თიბისი ბანკს“, ეს ის საკითხია, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან.

      პირველი პირების შეხვედრა უქმეებზე - სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა.

      დასჯადი სივიწროვე - კანონპროექტს, რომლითაც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, საპარლამენტო კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლის საქმეში კერძო პირების მიმართ სახალხო დამცველის უფლებამოსილება ფართოვდება. დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის 3-თვიანი ვადა 1 წლამდე იზრდება. შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზას ქმნის.

      კუპრავას დაკავება - ნათია მეზვრიშვილი - ზვიად კუპრავას დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

საზღვარგარეთულები:

      პრორუსული მოლდოვა - მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მომხრე პარტია ლიდერობს. გიგი წერეთელი მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს.

      ვენესუელის დარწმუნება - მაიკ პომპეო - ვენესუელელი ხალხი დარწმუნდება, რომ მადუროს დღეები დათვლილია.

      მსოფლიო გადაწყვეტილებები - სერგეი ლავროვი - რიგი საკითხების გადაწყვეტისას, აშშ საერთაშორისო სამართალს საკუთარი წესრიგით ანაცვლებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 189

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters