დეკემბრის კიდევ ერთი კვირა მიიწურა და წინასაახალწლო განწყობების პარალელურად, პარლამენტში შს მინისტრს უსმენდნენ. დღის მთავარი ამბავი სწორედ მინისტრი საპარლამენტო გამოსვლა იყო და ყველა კომენტარი მის გარშემო კეთდებოდა. ქებაი და დიდება, ლანძღვაი და კრულვაი, ყველაფერი მინისტრს ერგო. ამასთანავე გრიპი ნიუს გახმიანდა, გამსახურდიების მოთხოვნები და სხვა.
გახარია პარლამენტში - პარლამენტი დღეს გიორგი გახარიას უსმენდა. ირაკლი აბესაძე - საინტერესოა, გიორგი გახარიაც თვლის თუ არა, რომ საზოგადოებას არსებული პრობლემები ეჩვენება. ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრების მოთხოვნით პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მივიდა. თინა ბოკუჩავა - არ ველოდები, რომ შს მინისტრისგან მივიღებთ რეალურ პასუხებს, რადგან დანაშაულის დამკვეთი ხშირ შემთხვევაში თავად გახარიაა. ელენე ხოშტარია - გიორგი გახარიამ, „ქართულ ოცნებასთან” ერთად, თითიც არ გაანძრია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. გიგი უგულავა - კეთილი ინებოს და გახარიამ განმარტოს, რატომ არის შერჩევითი სამართალი, ერთი და იმავე ქმედებისთვის რატომ ისჯება ერთი ადამიანი და რატომ არ ისჯება მეორე. თამარ ხულორდავას განცხადებით, გიორგი გახარიასთან კითხვა საარჩევნო პროცესში გამოვლენილ ძალდობის ფაქტებთან დაკავშირებით აქვს. რომან გოცირიძე - გახარიას ვკითხავთ, რატომ შეარცხვინეს პოლიციის მუნდირი, რატომ იდგნენ პატრული და ჩაცუცქული მოკრიმინალო ელემენტები ერთად. გია ვოლსკი - შს მინისტრი სწორედ ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გასაცემად მოდის, თუკი ასეთი კითხვები იქნება. ეკა ბესელია ოპოზიციაზე - მათ აქვთ შანსი, რაც არ ჰქონიათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ მინისტრის პასუხები მოისმინონ ყველა კითხვაზე. გიორგი გახარია - პარლამენტში ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის. გიორგი გახარია - წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფა და გამომძიებელს ეცოდინება, რომ გამომძიებელია და ოპერს ეცოდინება, რომ არის ოპერატიული თანამშრომელი. კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. დარწმუნებულები ვართ, რომ 2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ნატო-ს ფორმატში გამართულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი გახარია - შს სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიციელებისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება. შს მინისტრი - არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებს. გიორგი გახარია - უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას მოახდენს. შს სამინისტრო გახსნილია როგორც საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ასევე სტატისტიკის თვალსაზრისით. ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას - საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი. გიორგი გახარია - არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა 26 პირზეა დაწყებული და სამწუხაროდ, ამ ხალხის დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენელია. მოგვიწევს 14 წლამდე ახალგაზრდების მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება. გიგა ბოკერია გახარიას - არჩევნების შემდეგ მთავარი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების შიშია დასახელებული. გიორგი გახარია - თუ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კონკრეტული პირების სუბიექტური მიზეზების გამო წინ ვერ წავა, ამაზე ყველა აგებს პასუხს. გიორგი გახარია - ნარკოტიკული საშუალების ამოღების რაოდენობაში პროგრესი გვაქვს. გიორგი გახარია „ევროპულ საქართველოს“ - საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს. მ.კ.-სთან დაკავშირებით თქვენ აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკურად ყველაზე ხმამაღალი განცხადება. გიორგი გახარია ოპოზიციას „შეგზავნილ პროვოკატორზე“ - იმ პირს რომ დავაკავებთ, დიდი სიამოვნებით შეგატყობინებთ და თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო. გიორგი გახარია ოპოზიციას - როდესაც ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს, თქვენ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს. გიორგი გახარია - რუსთაველზე კარვებთან მიმართებაში გარკვეული უხერხულობა იყო, ამას ვაღიარებთ. გიორგი გახარიას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ჩხუბი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. სალომე სამადაშვილი - რაც დღეს თქვით, არის ჰაერის რხევა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ძალიან მძიმე საყურებელია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ან პასუხებს გაურბის, ან პასუხისმგებლობას იცილებს, ან უბრალოდ ტყუის. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ძალიან მძიმე საყურებელია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ან პასუხებს გაურბის, ან პასუხისმგებლობას იცილებს, ან უბრალოდ ტყუის. ამ კომისიის მუშაობაში ჩართული მეც ვიყავი. როდესაც ბრძანებთ, რომ ყველაფერი დაადგინეთ, ყველაფერს უბრალოდ ვერ დაადგენდით, რადგან თავიდანვე გქონდათ პოლიტიკური მიდგომა. თქვენ, შს სამინისტროს 5 გამომძიებლიდან მხოლოდ 1 დაკითხეთ. იმ ხალხს, ვინც დაკითხეთ, გამოძიებასთან კავშირი არ ჰქონდა. ჩემზე უკეთ იცით, რომ ადამიანები, ვინც დაკითხეთ, არასრულწლოვნების საქმის წარმოების შესაბამისად სერტიფიცირებულებიც არ იყვნენ. მე შემიძლია ასეთი მაგალითები ბევრი მოვიყვანო. შეგვიძლია დავსხდეთ ცალკე, თქვენთან მოვიდე და შემდეგ ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, ამ კომისიის მიმართ ჩემი შეფასება რატომ არის ასეთი. იმიტომ, რომ პირველივე დღიდან თქვენ აირჩიეთ პოლიტიკური სპეკულირების ნაწილი და ეს იყო თქვენი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება მიმტკიცებდეთ, რომ კომისიის გადაწყვეტილებები იყო აბსოლუტურად ობიექტური, მაშინ, როდესაც რამდენიმე მარტივ შეკითხვას გისვამთ: რომელი ახლად გამოვლენილი ფაქტორი დაადგინა კომისიამ? 5 გამომძიებლიდან რატომ დაკითხეთ მხოლოდ ერთი? მე ერთხელ გითხარით, რომ ისე არ ქნათ კომისიის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა დაგვჭირდეს-მეთქი. არც მქონია აზრად რამე გამოძიების დაწყება, უბრალოდ, როდესაც თქვენმა ფრაქციამ აბსოლუტურად გააზრებულად აიღო უმრავლესობა ამ კომისიაში, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ პასუხისმგებლობაც აიღეთ? გიორგი გახარია - ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია. გია ვოლსკი - ეს იყო მოხსენება სიღრმისეული ანალიზით, რომელიც სპეკულაციების ფონზე მიმდინარეობდა. გიორგი გახარია - სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა. გიორგი გახარია - არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ პრეტენზიას შერჩევით სამართალთან დაკავშირებით. ზაზა სარალიძე - შს მინისტრს ვერ დავეთანხმები, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არის. შსს-მ დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გიორგი გახარია - დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს.
ნაცმოელის ცემა დანაშაულია - ველისციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. კახა ოქრიაშვილი - გურჯაანსა და ახალქალაქში მომხდარი არის ორი განსხვავებული სიმძიმის დანაშაული და მათი შედარება აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია.გურჯაანის სასამართლომ ველისციხის ინციდენტში მონაწილე “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ წევრს, 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თამარ ხულორდავას განცხადებით, მისთვისაც საინტერესოა იმ პიროვნების დადგენა, ვინც თელავში მის მანქანას დაესხა თავს.
შესაცვლელი ხელისუფლება - დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შესაცვლელია, თუმცა არა „ნაციონალური მოძრაობით“.
მეტი ინფორმაცია ბიზნესს და ქუმსიშვილის სხვა ინტერვიუები - დიმიტრი ქუმსიშვილი - ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობისგან, ამას ახლა ჩემს თავზე ვამბობ. დიმიტრი ქუმსიშვილი - პროგრამებთან დაკავშირებით ჩემთან მიმართებაში კითხვები არც აქამდე ყოფილა და არც დღეს არ არის.
პატივისცემა და პროტესტი - დავით ოქიტაშვილი - ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და თავისი სფეროსთვის.
დაზარალებული მედია - ლაშა ტუღუში - პრესის ჯიხურების ადგილმდებარეობის შეცვლით მედია ყოველთვის სერიოზულ ზარალს ნახულობდა.
გამოძიებს გაგრძელება - პრეზიდენტის პირველი მოთხოვნა - სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. გამსახურდიების ადვოკატი - პრეზიდენტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ვადები, იმედია პარლამენტში ამ საკითხზე კონსენსუსი იქნება. რომან გოცირიძე - მხარს დავუჭერთ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივებას.
ცესკოს თავმჯდომარეობა - ლადო ბოჟაძის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის დასახელებული 4 კანდიდატიდან ერთმა, გიორგი ჯავახიშვილმა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. რომან გოცირიძე - ცესკოს ახალი თავმჯდომარე იქნება ხელისუფლების დამხმარე ხელი - თამარ ჟვანია, დანარჩენი კანდიდატები უბრალოდ ქმნიან კონკურენციის იმიტაციას. ირაკლი აბესაძე - შერჩეული კანდიდატურები პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, უარი თქვას მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე. გია ვოლსკი - თუ ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას მიმართ რაიმე კონკრეტული პრეტენზია არსებობს, საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. ეკა ბესელია - ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ ადამიანებს შორის ყველას აქვს გამოცდილება, კვალიფიკაცია და საინტერესო კანდიდატები არიან.
გრიპის სიავე - პაატა იმნაძე - გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემია გავრცელებული არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განყოფილება შეიქმნა.
საზღვარგარეთულები:
თავდაცვიდან წასული - აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თანამდებობას ტოვებს.
გასაყვანი ჯარისკაცები - დონალდ ტრამპი ავღანეთიდან 7 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანას გეგმავს. სენატორებმა სირიიდან აშშ-ს ჯარების გამოყვანაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და მისი გადახედვისკენ მოუწოდეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია