მთელი მსოფლიო თურქეთ-სირიის ტრაგედიით არის მოცული და შესაბამისად, სიახლეების მთავარი ამბავი ისევ იქიდან ისმის. ქვეყნის შიგნით, ოპოზიციური განწყობების, პოზიციური რუსული ფრენა-სიკეთეების, სააკაშვილის გამოსაშვები აქციების და ამერიკის ელჩის განცხადებებია პოპულარული. ცოტა ცესკო, ცოტა უგულავა და დაჭერილი ტერორისტის უდანაშაულობებიც აქტუალურია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6702 ლარია.
ოპოზიციური განწყობები - შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება მეტად გაირიყონ პოლიტიკიდან - პრობლემა ის კი არაა, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის დარბაზში არიან თუ არა, არამედ პრობლემა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაშია. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი - ჯერჯერობით, ყველა აქციაზე, რომელიც აქამდე ჩატარდა, ადამიანები თვითდინებით მოვიდნენ. ირაკლი ზარქუა - მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს, ან ოპოზიციაში გადავიდეს. შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არ არის იოტისოდენა სურვილი, რომ საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანული აჩვენოს. ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი და მისი ოჯახი ხალხს, სახელმწიფოს ძარცვავდნენ და არავის უკვირს, მილიონიან კონტრაქტს აფორმებენ მარტო იმაში, რომ მათივე დაქირავებულმა ექიმმა დიაგნოზი ვერ დასვას. პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია. „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესში დიდი წვლილი ნიკა მელიამ შეიტანა და ახლა ამ საქმეს ხაბეიშვილი-ჩალაძე-კეზერაშვილი აგრძელებს - რაც მეტად დასუსტდება ეს პარტია, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის. თუკი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს შექმნის, ისინი უმრავლესობაში მაინც დარჩებიან. ვაშაძის პარტიას თუ ფრაქციას, თუ რაც იყო, ისე ერქვა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით - ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი ღიმილისმომგვრელია. „თავისუფლება მიშას” - ამ მოთხოვნით ზესტაფონში საპროტესტო აქცია გაიმართა. კახა კალაძე - ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია - სასაცილოა, თითქოს ლობისტური კომპანიის დასაქირავებლად მილიონ დოლარამდე თანხა მას მეგობრებმა შეუგროვეს. „ხალხის ძალისა“ და ასევე, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. „თავისუფლება მიშას“ „მიშამ უნდა იცოცხლოს“ - ამ მოთხოვნით სიღნაღში საპროტესტო აქცია გაიმართა. გია ვოლსკი - სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი და ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან, მაგრამ რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა.
ცესკოსდან - გიორგი კალანდარიშვილი - ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომ ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება საარჩევნო უბანზე მისვლისას ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატები გამოიყენოს. ვინ, რით მჯობნის, კენჭისყრამ აჩვენა - პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ის ექსპერიმენტი და მოლოდინი, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, კარგად ვნახეთ, რომ ნულოვანი მხარდაჭერით დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით ტექნოლოგიების საშუალებით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ფაქტობრივად ყველას ექნება.
რუსეთი ომში - ირაკლი კობახიძე - ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. ალეკო ელისაშვილი - კობახიძე შეიძლება „ენტევეს“ ან „ოერტეს“ უყურებს, ან სალავიოვს უსმენს, არანაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს - ნორმალურ საინფორმაციო წყაროებს ადევნოს თვალი და არა რუსი პროპაგანდისტების ეთერს. ზურაბ ბატიაშვილი - ყველა ხედავს, რომ რუსეთი არის კეთროვანი, ჩვენი ხელისუფლება კი იქითკენ მიილტვის - ქართული ოცნების“ გარდა რუსეთის გამარჯვების მსოფლიოში აღარავის სჯერა.
დაკავებული ტერორისტი - ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმის ციხეში გადაიყვანეს. ბადრი ესებუას ადვოკატი - როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბადრი ესებუას საქმეში ჩაერთვება, სიმბოლური იქნება. პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. ადვოკატი - ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით ბრალზე დუმილის უფლებას იყენებს.
მთავარი ამარიკელი საქართველოში - კელი დეგნანი - გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, გადადგას ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების მეტად გამწვავება და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს - არ მგონია, ვინმემ 100 %-იანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ საბაჟო სამსახურსა და სასაზღვრო პოლიციას აქვს სათანადო ცოდნა, აღჭურვილობა და იციან, რას აკეთებენ. ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა - ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, ქვეყანა ომში ჩართულიყო - ჩვენი დისკუსია შეეხებოდა მხოლოდ იმას, თუ რა არის საქართველოსთვის კომფორტული უკრაინის დასახმარებლად. რუსეთი გარიყული ქვეყანაა, არავინ ესწრაფვის მასთან დაახლოებას - ახლა ის დროა, როცა ქვეყნები რუსეთს შორდებიან. საქართველო ჩვენნაირია? აქვს ამ ქვეყანას ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს.
საქართველოში 2022 წელს ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა, საიდანაც ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა, ლტოლვილის სტატუსი კი 41-მა უცხოელმა მიიღო.
საზღვარგარეთ მეგობრები - ილია დარჩიაშვილი - მიგვაჩნია, რომ პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციით, რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობის შეჩერება შესაძლებელია. ვაფასებთ ხორვატიის მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება. ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და მზად ვართ ამ გზაზე დახმარების გასაწევად. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. გორდან რადმანი - ერთგულნი ვართ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი. ლევან დავითაშვილი - ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება. ისრაელის ელჩი - საქართველოს მთავრობასთან განვიხილავთ ისრაელში ლეგალურად დასაქმების სფეროების გაფართოების საკითხს.
ოცნების რუსოფილია - დავით უსუფაშვილი - მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსი, აქ არის რუსეთთან ინტერესთა თანხვედრა. შოთა უტიაშვილი - „მეორე ფრონტის“ გახსნა რუსეთთან შეუძლებელია ისევე, როგორც ფრონტის გახსნა ირანთან ან ახალ ზელანდიასთან - საქართველოს ომის საწარმოებლად არანაირი საშუალება არ გააჩნია. შალვა პაპუაშვილი - საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ ჩვენს ქვეყანას - 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. შალვა პაპუაშვილი - რაც შეეხება ე.წ. ფარულ ურთიერთობებს რუსეთთან, ესეც არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რაშიც ერთი მილიონი დოლარია გადახდილი - აი, ამ პროპაგანდით ცდილობენ საქართველოს დაზიანებას. ირაკლი კობახიძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე - თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მისასალმებელია, რადგან ამით ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ. გარკვეული რესურსი, რომ რუსეთს ვითარება დავუმძიმოთ, არსებობს, მაგრამ ეს საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება - ჩვენი ინტერესია ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ. სალომე სამადაშვილი - რუსეთში უწერენ სასაუბროს ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს, ეს ხალხი პირდაპირ მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთონ და რა ილაპარაკონ. ვლადიმერ ჯაბაროვი აცხადებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი თბილისმა წამოჭრა.
რევაზ სოხაძე - ავარიული სახლების ჩანაცვლების დადგენილებაში არც ერთი სიტყვა საკუთრების უფლებას არ ხელყოფს. კახა კალაძე ე.წ. კადეტთა კორპუსზე - ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ.
ბათუმის სტადიონი სოლიდარობის ნიშნად თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება „ერთადერთი სახელმძღვანელო“, რის მიხედვითაც კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება.
უგულავას საქმე - იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, გიორგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები. გიგი უგულავა - სტრასბურგის სასამართლოში „ქოცებს“ მოვუგე კონვენციის მე-5 მუხლის 1 და 3 პუნქტები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
საზღვარგარეთულები:
ომი უკრაიანში - ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მოსკოვი ახალი შეტევისთვის ემზადება, მან მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს. ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ აუდიტების შედეგად პასუხისმგებლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების 621 თანამდებობის პირს დაეკისრა. ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ.
ევროპაში შესული - ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი ბრიუსელში გაემგზავრნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტს ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს - ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა. რობერტა მეცოლა ვოლოდიმირ ზელენსკის - უკრაინა ევროპაა და თქვენი ერის მომავალი ევროკავშირშია. ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების მე-10 პაკეტში სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, რადგან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს. შარლ მიშელი ვოლოდიმირ ზელენსკის - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში.
ტრაგედია - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 19 000-ს გადააჭარბა. ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ბათუმის სტადიონი სოლიდარობის ნიშნად თურქეთის დროშის ფერებში განათდა, ისევე როგორც იქამდე თბილისის ანძა. თურქეთის ელჩი - თურქეთში მყოფი ქართველი მაშველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ - ვამაყობ, რომ ვარ ელჩი ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ასე ძალიან უყვარს თურქეთი. შალვა პაპუაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ჰანს კლუგე - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა გადარჩენის შესაძლებლობა სწრაფად იწურება - ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ელჩი - თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული - ორ მოქალაქესთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ირაკლი ქარსელაძე - ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის - შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენ მოძმე თურქეთს ამჟამად აქვს.
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია