გზა გათელილი, ოღროჩოღრო, ამოთხრილ-გადათხრილი; თხრილებში წყალი, გზისპირას ქვები და ნაგვის ხროვა. ღობისძირას შეჩერებული ქაღალდის კორიანტელი...
მიდიან, მოდიან, გადადიან, გადმოდიან. მანქანა თხრილში ვარდება; თხრილიდან საბურავმა ქვა ააგდო; ვიღაცას მოხვდა; იწყევლება; მძღოლს წყევლა არ სწვდება, თუნდაც გაიგონოს...
ტროლეიბუსი ჩერდება. ადამიანები ჩამოდიან, ერთმანეთს არ აცლიან, ჯიკაობენ... ამ მშიერ ქვეყანაში მსუქნები ბევრია; მსუანი ჩამოდის, პალტოს ბოლო ხალხში რჩება, რაღაცას ხალხში რჩება, რაღაცას ბურტყუნებს და ექაჩება, გამოგლეჯს და წინა კარებისკენ გარბის, იხდის ფულს. ვერ ღებულობს ხელფასს.
ყველამ თავისა იცის, ზედმეტია ყველა და ლაპარაკი; ყველაფერი ცხოვრებიდან პრაქტიკულად.
ცივა. მზეა, მაგრამ მაინც ცივა. მზე იმზირება დამცინავად. ო, როგორ აიტანოს კაციშვილმა ეს ამოდენა დაცინვა სამყაროს. როდის მოვა ღამე? დაივანებს ალბათ. ყველა ქურდისა და მკვლელის გარდა. და მოვა მთვარეც, მუდამ მზის მაძიებელი, მის დევნაში შემოღამებული, სევდაჩამდგარი, მარად იმედგაცრუებული მომლოდინე.
სევდიანები, იმედგაცრუებულები იძინებენ, მთვარე დარაჯობს მათ; უმღერის "მთვარის სონატას"... ზოგჯერ... ზოგჯერ კი მთვარეს ღრუბლის ფარდა ჩამოეშვება, ცარგვალსა და მიწას შორის ჩადგება მურმანივით და ნათელს ხელს უშლის, მერე თვითონაც ატირდება და ცრემლებად მიწას დაეწურება. კიდევ კარგი, სამყაროში ცრემლი რაღაცას შერჩენია ამ მშრალ გრძნობებში.
ირგვლივ გაძარცული ხალხი და ბუნებაა. ხომ იზეიმე, სატანავ?! ხალხი ხროვად, ბუნება კი უდაბნოდ აქციე. გზა და ხიდი-სამყროს შენაძენი-წაართვი, გათელე, გააოხრე. ეხლა რაღა გინდა? ყველაფერს ეპოტინებიან და ყველაფერს დაჰპატრონებიან, გზა და ხიდია მხოლოდ უპატრონო. გაქელილი ქარაფი სიბრტყეზე. ხალხს გზა სჭირდება, გზას ხალხი; გზას მიყვება ხალხი უგზო-უკვლოდ, მიწას ჩასცქერის, წინ გზაჯვარედინს ვერ ხედავს: საით? ეს კითხვა უკვე არ აწვალებს. ყველაფერი ალბათ სულერთია.
გზა უსასრულოდ მიდის და მაიც ბრუნავს. ერთხელაც შეიცნობს გავლილ გზას ხალხი, თვითონ რომ არ იცვლებოდნენ. ერთხელაც მოიხედავს უკან, დაინახავს განვლილს, ეთაყვანება გზას, მიწას, მერე მაღლა აიხედავს, მზესა და მილეულ მთვარეს შეხედავს. სამყაროს საათი თითქოს გაჩერდაო-აცლის ხალხს დროს.
1995. მარტი.
ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2026.
საათი: 10:43am
0 კომენტარი
0 მოწონება
In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია