ტრადიციული ყოველწლიური გამოთქმა - ამ ხნის ვარ და ასეთი სიცხე არ მახსოვს - შეგვიძლია ნელ-ნელა გავახმიანოთ, რადგან უკვე აგვისტო დადგა და მართლაც საშინლად ჩამოცხა, განსაკუთრებით დედაქალაქში. ამიტომ ნიუსფიდი შემცირდა, თუმცა, დღეს ისე როგორ გაივლის, რამე არ მოხდეს საინფორმაციო სამსახურებისთვის. მერე რა რომ თავზარდამცემი ანონსი გვაქვს - საქართველოში 10 აგვისტომდე 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. ამიტომ:
აგვისტოს დასაწყისი ტკივილიანია და ამჯერადაც, ერთ-ერთი მთავარი ნიუსიც სამწუხარო ამბავი იყო - საქართველოში ჩამოასვენეს ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცი. გიორგი მარგველაშვილი - სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს არასდროს დაივიწყებს. ლევან იზორია - უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი. იან კელი - სიტყვები ვერ გამოხატავს იმ მწუხარებას, რასაც ახლა ვგრძნობ. თემის გაგრძელებად - საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.
კვლავინდებურად გამოუცნობია როგორ ახერხებს და დადის ქვეყნიდან ქვეყანაში უპასპორტოდ დარჩენილი ექსპრეზიდენტი. პოლონელები აცხადებდნენ - მალგორზატა გოსიევსკა - პოლონეთის არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთს ტოვებს, თუმცა უცნობია, სად მიემგზავრება. პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უწყებას დღეს მიმართა. მარტივად რომ ვთქვათ - დავიგვიანეთ. ნათია სონღულაშვილი - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 11 წლით პატიმრობა ემუქრება.
გამორჩეულ ამბავად იქცა ზაზა ფაჩულიას მოგებული თასი NBA-ს პირველობაზე. მართლაც, ის პირველი ქართველი კალათბურთელია ვინც ეს შეძლო და თანაგუნდელებმა, მას მისცეს საშუალება ეს თასი საქართველოში ჩამოეტანა. ზაზა ფაჩულია - ეს თასი საქართველოსია, ყველა თქვენგანისაა და შეუძლია ყველამ იამაყოს მისით. ზაზა ფაჩულია - ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალსა და მედლების მოპოვებაზეც კი. პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილი - ზაზა ფაჩულია არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ წარმატების მაგალითია, არამედ მაგალითია მოქალაქეობის. ზაზა ფაჩულია - ვეცდები ღირსების ორდენი ღირსეულად ვატარო. თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის“ საკალათბურთო მოედნის მშენებლობა დაიწყო. სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ზაზა ფაჩულიამ NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო. ზაზა ფაჩულია - თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა. იან კელი ზაზა ფაჩულიას - საქართველო და ამერიკა ამაყია შენით. გიორგი კვირიკაშვილი - ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors-ის თავზე, დიდი მადლობა ამისთვის. ზაზა ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრისთვის NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე დედასთან ერთად იცეკვა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ჯემ ფესტზე“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს. შეგახსენებთ, ამ ფესტივალზე ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა - სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკების შედეგად და რამდენიმე ახალგაზრდა ავადმყოფობს. „რესპუბლიკური პარტია“- ანაკლიაში, ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე. შსს-მ „ჯემ ფესტის„ ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა. მიხეილ გიორგაძე - ნარკორეალიზატორების მიმართ კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს.
კიდევ ერთი ტერმინი მერიისგან - კომპაქტური ქალაქი - დავით ნარმანია - თბილისის განვითარების გენერალური გეგმით შემოთავაზებულია კომპაქტური ქალაქის იდეა. თბილისის მერია დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მოსაზრებებს და შენიშვნებს აგვისტოს ბოლომდე მიიღებს.
მერია ვახსენე და ახალმსურველებსაც მოვუსმინოთ - გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს თბილისის მერობის კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს. გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციური პარტიების მიერ პრაიმერის ჩატარებას „წყლის ნაყვად“ მიიჩნევს. „შენების მოძრაობა“ გიორგი ვაშაძის წინადადებაზე - ყოველი მორიგი „ქუდზე კაცი ხელისუფლების შესაცვლელად“ ისეთ ახალ ხელისუფლებას შობს, რომელიც მალევე „ქუდზე კაცით“ ხდება შესაცვლელი. ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფეხს ითრევს მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებაზე. კახა კალაძე ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირს დაესწრო, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. კახა კალაძე - ღამის თბილისს უსაფრთხოება, შესაბამისი რეგულაციები და უბნებში გადანაწილება სჭირდება.
ამოღებაში ყოველთვის არის საინტერესო ფაქტები - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი ამოიღო.
დიდი ხანია უკვე შესაწირი ყუთები არა, მაგრამ შესაწირი ანგარიშები უდგათ პარტიებს. ამ მხრივ, 2017 წელი ასე გამოიყურება - ქართული ოცნება“ – 1 278 770 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 167 414 ლარი, „გირჩი“ – 56 116, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 30 000, „ნაციონალური მოძრაობა“ – 24 153, ედპ - 11 699, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 6000, „საარჩევნო ფონდი - ალექსანდრე ელისაშვილი“ – 3 120. აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“ და „გირჩის“ შემომწირველების მიმართ მოკვლევა დაიწყო. კალაძეს კი ფული ეცოტავა - კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას„ ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად, შემომწირველი ჰყავს - სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი.
კიდევ ერთი ფინანსური ამბავიც - აუდიტის სამსახური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფინანსებს შეისწავლის.
ოკუპაციის თემას ვერ მოვშორდებით, ცხადია, განსაკუთრებით აგვისტოს პირველ დღეებში - ამერიკელი ანალიტიკოსი - ე.წ. საზღვრების რეგულარული გადმოწევით, რუსეთი ცდილობს საქართველოს მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს-კვო საბოლოო არ არის. გიგი უგულავა - უკვე ბრმებისთვისაც ნათელი ხდება, რომ ოკუპაციის პირობებში არავითარი „დალაგება“ რუსეთთან არ და ვერ მოხდება. თორნიკე შარაშენიძე - რუსეთ-საქართველოს ომიდან ცხრა წელში დღევანდელმა მთავრობამ რუსეთთან ილუზიის ეპოქა დაასრულა. გრიგოლ ვაშაძე - პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი ანეკდოტურად გამოიყურება, ტრაგიკული რომ არ იყოს. თენგიზ ფხალაძე - პუტინის აფხაზეთში ვიზიტი რუსეთს ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს. დავით ბაქრაძემ ერგნეთის ე.წ. საზღვარზე მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა.
აგვისტო - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს.
თან საქართველოა და თან საზღვარგარეთი, ამიტომ საზღვარგარეთულებზე გადასვლამდე, ეს ნიუსი - ვენაში დღეს ქართველი სტუდენტებისა და ემიგრანტების ორგანიზებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. კიდევ ერთი წარმატება საზღვარგარეთიდან - ნიუ-იორკში ქართულ-ამერიკული ფესტივალი მიმდინარეობს. და ერთიც - აზიის შემდეგ ევროპაში - ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
საზღვარგარეთულები:
წერე და იკითხეო, ამათზეა ნათქვამი - გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ჩრდილოეთ კორეა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალ სანქციებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.
ესენი სერიოზულად წაკინკლავდნენ ვითომ? აშშ მოსკოვიდან ამერიკელი დიპლომატების გამოძევების საპასუხო ზომებს 1-ელი სექტემბრისთვის გამოაცხადებს. მაიკ პენსი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს. რექს ტილერსონმა ლავროვს განუცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევამ სერიოზულად დააზიანა ქვეყნებს შორის ურთიერთობები. რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი გაცილებით ხისტ საგარეო პოლიტიკას ატარებს, ვიდრე მისი წინამორბედი.
ა, ფულიანი ხალხი - დიდი ბრიტანეთი მზად არის ევროკავშირს 40 მილიარდი ევრო გადაუხადოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია