ძალა ხალხისა სააკაშვილზედ, ჯანმრთელობა მედიკამენტებით და ჟურნალისტიკა ქუჩებში

      ახალი წლის ყველა აღნიშვნა ჩვენს კულტურაში მორჩა და შედარებიათ აქტიური სამუშაო კვირაც დაიწყო. ცხადია კვლავ სააკაშვილის გარშემო ვრცელი ამბებით და ამ ამბებში გახვეული ახალი პარტიით ამბიციური სახელწოდებით - „ხალხის ძალა“. მასთან ერთად ძველი და კარგად გამოცდილი „ოპო“ თუ „პო“ პარტიების კომენტარებით. მთავარი ამბავი იყო ჯანდაცვა და მედიჯკამენტები და ასევე, 5 ივლისს მოვლენები ჟურალისტებზე ძალადობის სამართლებრივი ასპექტები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6738 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 იანვარი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      კოვიდი ქვეშტამები და ჯანმრთელობა - თენგიზ ცერცვაძე - მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, აშშ-ში კი დაფიქსირდა „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტი, რომელიც ექსპერტების აზრით, მეტად გადამდებია - საქართველოშიც აღინიშნა შემთხვევების მატება, თუმცა დღეში 200-300-ს არ გადასცილებია. ივანე ჩხაიძე - ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა. პრემიერი - მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ, რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. ჯანდაცვის მინისტრი - 2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების და შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში, უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

      ბუბაც წავიდა - გუშინ, გარდაიცვალა ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე. გიული ალასანიას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს.

      პარტიები სააკაშვილზე - „ხალხის ძალა“ – სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა. მიხეილ დაუშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - რისთვისაც არ უნდა გვამზადონ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, თუ პენიტენციური სამსახური მოსამართლის განჩინებას არ შეასრულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავენ. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან. დავით მათიკაშვილი - „ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება - სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია, ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისვლას არ გეგმავს. პაატა მანჯგალაძე - „ხალხის ძალის“ განცხადება არის დადასტურება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს - რუსული სცენარია, ადამიანი მოკლან და სხვას დააბრალონ. კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი - ვთხოვთ უკრაინის პრეზიდენტს, უშუალოდ ჩაერთოს და დაგვეხმაროს ქართველ ექიმებს მძიმე პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში. ვალერი გელბახიანი - მიხეილ სააკაშვილს „ხალხის ძალის“ მტკიცებულებაზე გაეცინა. მანანა ჯებაშვილი - ანდრეი კასიანოვს სერიოზული მიზნები გააჩნია, რომ სააკაშვილი ამ საშინელი მდგომარეობიდან დაიხსნას. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა - არ მგონია, რომ „ხალხის ძალა“ განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა. გიორგი კახიანი - სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული. ვალერი გელბახიანი - ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ეს არის არაპირდაპირი გზით ხელისუფლებისკენ მიმართვა, მიხეილ სააკაშვილი დროზე გაუშვან, თუ არ უნდათ მისი სიკვდილი დაჰბრალდეთ. ვილი პაჭკორია - უკრაინის საელჩოს პოზიცია არის ერთგვაროვანი, ყველა ღონეს იხმარენ, რათა მათი მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს. იაგო ხვიჩია - „ხალხის ძალა“ ფეიკრუსული პარტიაა, რომელიც პრორუსი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს. ევროკავშირის ელჩი - შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით - ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს, ვიმედოვნებთ, პროცესი სწრაფად დასრულდება. პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალაზე“ - რაც სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადეს, საგანგაშოა - სავალალო შედეგი რომ დადგეს, რუსეთს უკეთებენ ალიბს: „ჩვენ კი არ გავაკეთეთ, არამედ დასავლეთმა“. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლოს ჩაერთოს. გიორგი ვაშაძე - უსახელო და უგვარო დეპუტატების განცხადება რეალურად კობახიძის დაწერილია, მუქარაც არის: „მზად ვართ, სააკაშვილის ფიზიკური განადგურება დავაჩქაროთ“ - „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაზე კონკრეტული გეგმა გვაქვს, დაელოდეთ. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება - მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა. დიმიტრი შაშკინი - მელია ამბობდა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პრიორიტეტი არ არის - იმისთვის, რომ პარტიამ დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, საჭიროა გაძლიერება, სამწუხაროდ, ბოლო ერთ წელში მიმდინარე პროცესებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასუსტა.

      შემოდინება - 8 თვეში, საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა - 14 ათასამდე მიწის ნაკვეთზე კი რუსეთის 11 ათასამდე მოქალაქის საკუთრებაა დარეგისტრირებული. დავით მათიკაშვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე - უმეტესწილად ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია - განსაკუთრებული არაფერი ხდება.

      ფეხბურთი - ლევან კობიაშვილი - ვისურვებდი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები სხვებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში” გაიმართება. ერთადერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი იქნება.

      ჟურნალისტიკა ქუჩის აქციებზე - ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა. მედიასაშუალებების წარმომადგენლების ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გამოცხადებას დაკავებულებისა და მათი ახლობლების ხმაური მოჰყვა. თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე - 5 ივლისის შემდეგ ტენდენციაა, რომ შსს ექსტრემისტულ ჯგუფებს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს - მარგინალურ პრორუსულ ჯგუფებს „მწვანე შუქი" აქვთ ხელისუფლებისგან. ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია. დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლებს - პროკურორებს, ისე ჟურნალისტებს, მათ შორის მსჯავრდებულების ნათესავებმა ვიდეოკამერების დაზიანებაც სცადეს. სიტუაციის განმუხტვაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ჩარევა გახდა საჭირო. პროკურორის განცხადებით, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა „კატეგორიულად არ ეთანხმება“. ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს. საია - სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.

      ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, აღკვეთის ღონისძიების სახეებს შესაძლოა, ელექტრონული სამაჯური დაემატოს. შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა მექანიზმები მოქმედებს არსებული კანონდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ. გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების კონკურსის - „არა ფემიციდს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საზღვარგარეთულები:

      ომი რუსეთიდან - აშშ-მა უკრაინული ძალებისთვის საწვრთნელი პროგრამა დაიწყო. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უკრაინა სოლედარში პოზიციებს ინარჩუნებს. რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს. ვალერი ჩეჩელაშვილი - ომის გადამწყვეტი ფაზის დასაწყისში ვიმყოფებით, ამ გადამწყვეტი ფაზის აქტიურ ფაზაში გადასვლა ზუსტად მაშინ იქნება, როდესაც უკრაინა საჭირო ახალ შეიარაღებას დააგროვებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკრაინის ომზე საახალწლო ფოიერვერკების ფონზე საუბრის გამო გააკრიტიკეს, თანამდებობიდან გადადგა. დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის გადასაცემ ბრიტანულ ტანკებზე - ისინი დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენები. დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მთავრობამ დამასანქცირა - თუ ეს არის ფასი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის, მაშინ ბედნიერი ვარ. კრემლი - თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორი იქცა რუსეთის სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად. თურქეთის ომბუდსმენის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მუშაობენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 53

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters