უცნაური ამინდით დაიწყო აპრილი, გაზაფხულის მეორე თვე დილიდან თოვლმა სიუხვით აღნიშნა, შემდეგ კი თაკარა მზემაც გამოანათა და თოვლი სადღაც, მთის მწვერვალებზე მოისროლა. რაც შეეხება დღის ამბებს მეინსტრიმული ნიუსი გუშინდელი უბედური შემთხვევა იყო და მის გარშემო განვითარებული მოვლენები ჯერ კიდევ არ დამცხრალა - ახლაც კი აქციაა ჭავჭავაძეზე. ასევე დღის ამბებში ისმოდა უკრაინის არჩევნები, იუბილარი პირველი პრეზიდენტი და ვენეციის ნაკარნახევი ქართული სამართალი.
იუბილარი პრეზიდენტი - ილია მეორე - მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა ჩვენი ერისთვის. დავით ბაქრაძე - ზვიად გამსახურდია ებრძოდა საბჭოთა იმპერიას და საბჭოთა იმპერიის გაგრძელებაა დღევანდელი პუტინის რუსეთი. გიორგი გახარია - ჩემთვის ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკვაშირდება ეროვნულ მოძრაობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს ყოველწლიურად, 31 მარტს გადაეცემა. ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებები გაიმართა. კახა კალაძე - ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, პატრიოტიზმი გაუღვიძა. სანდრა რულოვსი - ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვიფანტავს ისტორიის გამყალბებლების მიერ ზვიად გამსახურდიას გარშემო აგორებული სიცრუე. სალომე ზურაბიშვილი - დღეს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ 1991 წლის რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე - ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც რეგიონისთვის. გიგი უგულავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს ეხმიანება და ფეისბუკზე - ზვიად გამსახურდიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი. ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად საიუბილეო მარკა გამოიცა. ნინო ბურჯანაძე - თაობებისთვის ზვიად გამსახურდია იქნება მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. ომბუდსმენი - გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, დანაშაულში მონაწილე პირების, ორგანიზატორის გამოვლენა.
ჭავჭავაძის უბედური შემთხვევა და ხმაურიანი პროტესტი - გუშინ საღამოს, ჭავჭავაძის გამზირზე მიწა ჩამოიშალა და 2 ადამიანი მოიყოლა. ორივე მუშა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც მიწის ჩამოშლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდებოდა. გიორგი ქობულია ჭავჭავაძეზე მომხდარ ტრაგედიაზე - დეტალურად გამოვიძიებთ ამ საკითხს და შესაბამის ზომებს მივიღებთ. მაშველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც მიწა ჩამოიშალა, გამაგრებითი სამუშაოები ნოლ სართულზე მიმდინარეობდა. ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევის ადგილი გეოლოგებმა დაათვალიერეს. ჭავჭავაძეზე ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ შემოწმდა და კომპანია „ტრანსმშენმა“ დასკვნები ერთი კვირის წინ წარადგინა. შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობას 1 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტებენ. ბექა ნაცვლიშვილი - ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოააშკარავა სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა და უსუსურობა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართ. ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დილიდან ყველა სახის სამუშაო შეწყვეტილი იყო. ჭავჭავაძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირისკენ, სადაც გუშინ უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა, მსვლელობა მოაწყეს. ჭავჭავაძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ბათუმში აქციით „მშრომელი ადამიანი საფრთხეშია“ გამოეხმაურნენ.
შრომის ინსპექტორი - ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე არ ხდებოდა რისკებისა და საფრთხეების შეფასება და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია. ჭავჭავაძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც ორი მუშა დაიღუპა - ერთი შეხედვით, ფიქსირდებოდა დარღვევები, იყო კუსტარული მანქანა-დანადგარები. ჭავჭავაძის #5-თან, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეებმა ღობე მოშალეს და იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. კახა კალაძე მზად არის, ჭავჭავაძეზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ადამიანი დააკავა. ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ვახუშტი მენაბდე - ჩვენ დაგვაკავეს, მაგრამ თქვენ არ დაიშალოთ! თქვენ მოდით! საპროტესტო აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა. შსს - აქციაზე 4 პირია დაკავებული.
ანაკლიის განვითარება - გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლება არ იგეგმება. მამუკა ხაზარაძე - ამერიკელების მხრიდან განწყობა არის მობილიზებული, რომ ანაკლიის პროექტი მივიდეს ბოლომდე. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.
ხაძარაძის საქმე - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეზე - სჯობს, რომ უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს. მინისტრის მოადგილე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - ახალი გარემოებები აჩენს ახალ საჭიროებებს.
ამბები პირველი აპრილიდან... - სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
ვენეციურ-ქართული სასამართლო - არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა იმ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში. სალომე სამადაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებს. ირმა ინაშვილი - არ მაქვს იმედი, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე - საგამოცდო კომისიის თითოეული წევრი დამოუკიდებლად ტვირთავს საკითხებს, რაც დაცვის კიდევ ერთი გარანტია.
საზღვარგარეთულები:
მეორე ტური უკრაინაში - ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო გავიდნენ. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მიხეილ სააკაშვილი - ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია! მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში დაბრუნდება. არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით იმ პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია