მარია კიური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეცნიერია მსოფლიო ისტორიაში. გაგიკვირდებათ და ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ორ სხვადასხვა სფეროში აქვს მიღებული ნობელის პრემია. ეს ქალბატონი გამოირჩევა იმითაც, რომ მან შეძლო შეუძლებელი. მან მიიღო უმაღლესი განათლება მაშინ, როდესაც ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. ვარშავის უნივერსიტეტში სწავლის უფლება ხომ მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცებს ეძლეოდათ, ქალების უფლებები კი ამ მხრივ სრულიად შეზღუდული იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მარია კიური ძალიან ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, გაიარა ცხოვრების ურთულესი გზა და გადალახა არაერთი შემხვედრი დაბრკოლება.

      მარია კიურის ოჯახი ნამდვილად ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს. დედ-მამიშვილებს ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ერთმანეთთან და ერთმანეთისთვის მზად იყვნენ თავი გაეწირათ. ისინი არ ზოგავდნენ თავს სიკვდილისთვისაც კი. მარიაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი იყო. მან მთელი სახსრები და მომავალი მიუძღვნა საკუთარ დას, ბრონიას, მაშინ როცა თავისი გეგმის სისწორეში სრულიადაც არ იყო დარწმუნებული.

      და მაინც... რა ნებისყოფის მქონე იყო მარია კიური. მას ხომ ცხოვრების ურთულეს, ეკლიან გზაზე არაერთი ტკივილი, იმედგაცრუება, გასაჭირი შეხვდა. იგი პატარა ასაკიდანვე დაობლდა და შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კაპიკი, რომელსაც მოსწავლეების მომზადების შედეგად შოულობდა. მაგრამ შრომა და თავგანწირვა უკვალოდ არ ქრება და ადრე იქნება თუ გვიან ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. მარიამ არარეალური შეძლო. მას მიანიჭეს თექვსმეტი მედალი და ათი პრემია, რაც უდაოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მთავარია, რომ იწამო, იწამო რომ შენ რაღაცის უნარი გაქვს და ამ „რაღაცას“ უნდა მიაღწიო რადაც არ უნდა დაგიჯდეს. არასოდეს არ უნდა დანებდე. შესაძლებელია წარმატებამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი გაშორებდეს და მთელი შრომა ერთი არასწორი ან არაზუსტი ნაბიჯით წყალში გადაყარო. ხშირად ადამიანებს წარმატება მაშინ უკაკუნებთ კარებზე, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელიან. იღბალს მამაცები უყვარს. შესაბამისად ჩვენ ძალ-ღონე არაფრისთვის უნდა დავიშუროთ და ოდესღაც დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

      საოცარია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ამხელა წარმატებისა და მიღწევებისა, ცოლ-ქმარი მარია და პიერ კიურები ოდნავადაც არ შეცვლილან. დიდებამ ისინი სულაც არ აქცია თავმოყვარე ადამიანებად. პირიქით, ისინი ისეთივე უბრალონი დარჩნენ სიცოცხლის ბოლომდე, როგორიც თავიდან იყვნენ. მათთვის უცხო იყო კონკურენცია, ინტრიგები და ყოველი მსგავსი რამ. სხვისი წარმატება ისევე უხაროდათ, როგორც საკუთარი. ამით ხომ მეცნიერება უფრო წინ მიდიოდა. სამწუხარო ისაა, რომ პიერმა ვერ აისრულა ოცნება - ჰქონოდა საკუთარი ლაბორატორია. „გენიალურ ადამიანებს ხომ სიკვდილი უფრო მალე უსწრებს, ვიდრე მათ სცნობს ხელისუფლება.“ ერთეულები თუ ყოფილან ისეთები, რომ სიცოცხლეშივე მოიპოვეს აღიარება. ალბერტ აინშტაინის აზრით, „ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსშესანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.“ მართლაც, კიურები ინტელექტუალები იყვნენ, მაგრამ მათ ის, რომ არ განევითარებინათ და გამოეყენებინათ, სრულიად უსარგებლო იქნებოდა. ისინი ხომ მუშაობდნენ თავდაუზოგავად. მათთვის ყველაფერი მეცნიერებასთან იყო დაკავშირებული. არ ახსოვდათ არაფერი გარშემო. ყველა სურვილს მეცნიერება და ლაბორატორიაში მუშაობა უკმაყოფილებდათ. ყოველი წამი მეცნიერების გარეშე ფუჭად დაკარგულად მიაჩნდათ. მართლაც, მეცნიერების გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. ამას ბობ ბეკერიც ადასტურებს. „მათემატიკა და მეცნიერება მომავლის სიცოცხლის წყაროა.“

ნახვა: 299

ტეგები: Qwelly, აღიარება, ბიოგრაფია, ბლოგი, დაფასება, კიური, მეცნიერება, შრომა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters