ხანძარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, ამიტომ ამ სტიქიასთან ბრძოლა წელიწადგამოშვებით გვიწევს და დიდი მასშტაბებით - ბორჯომი ჯერ კიდევ „ანთია“. რაც შეეხება თბილისისს, აქ კონსტიტუციის დღე იზეიმეს, უკრაინას დამოუკიდებლობა მიულოცეს, ამერიკის ელჩზე და ისფედზე რაღაცეები აკომენტარეს და დღე ასე განლიეს - არაფერი ხელშესახები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარია.
ხანძარი ჩაუქრობელი - ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვნენ. თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. საგარეო უწყება - საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო. ვახტანგ გომელაური - ბორჯომში ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო - ხანძარი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა ახალ-ახალი კერები იყო. სახანძრო თვითმფრინავი დიდი ფუფუნებაა, აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნიდან ჩამოვა - ევროპაშიც არის ხანძრები, ყველას თავისი გაჭირვება აქვს.
კონსტიტუციის დღე - შალვა პაპუაშვილი - 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია მიიღო, მასში ასახული ფასეულობები ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტია. ირაკლი ღარიბაშვილი - უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა.
ქართული, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - ნიკა მელია - უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, გაიმარჯვებს საქართველო. პაატა დავითაია - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების სიმბოლო გახდა დემოკრატიული სამყაროსთვის, უკრაინელების ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლაც არის. არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შალვა პაპუაშვილი - მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს. სალომე ზურაბიშვილი - უკრაინა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან, მსგავს ბრძოლაში ჩართულები - ყოველთვის ერთად ვიდგებით. რიყის პარკში, „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გამართა. გიორგი გახარია - 31 წლის წინ, უკრაინელების სიმამაცე და გამარჯვება დღესაც აუცილებლად უზრუნველყოფს გამარჯვებას ამ სასტიკ ომში. ირაკლი ღარიბაშვილი - ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას! კახა კალაძე - მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! - ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია. ელენე ხოშტარია - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე არის მთელი თავისუფალი და ცივილიზებული სამყაროს დღე - დღეს იმართება აქცია თბილისსა და ბათუმში. მამუკა ხაზარაძე - ვულოცავ უკრაინელ გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! შევუერთდეთ დღევანდელ აქციას, გვერდში დავუდგეთ ჩვენს ძმებს და დებს. ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე.
ანა დოლიძე - მოვითხოვთ ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
რაღაც ამბავი ისფედზე, დეგნანზე და არასამთავრობოებზე - არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა, მოხდა საპირისპირო და რადიკალურმა ოპოზიციამ გაზარდა პოლარიზაცია. ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ISFED-თან დაკავშირებულ საკითხზე ფოკუსირება ყურადღების გადასატანად დაიწყო, რათა სამუშაო ჯგუფებში არსებულ რეალურ პრობლემებზე საუბარი არ იყოს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ არაკონსტიტუციურ მოთხოვნას შეუერთდა და ამის შეცვლის ერთადერთი გზაა, რომ ის „თავის ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდეს“. გია ცაგარეიშვილი კელი დეგნანს მიმართავს, წარმოადგინოს ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნების დროს „კარუსელები” იქნა გამოყენებული. ირაკლი კობახიძე - სამუშაო ჯგუფებში ISFED-ის და სხვა რადიკალური „ენჯეოების" მონაწილეობა - არ მონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს. ირაკლი კობახიძე - თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენი ინტერესი გაიზრდება, რომ საარჩევნო ბარიერი დაბლა დავწიოთ. ალექსანდრე რაქვიაშვილი - არ მომწონს, რომ ამერიკის ელჩთან ასეთი ტიპის ურთიერთობა ყალიბდება - არ შეიძლება დაადანაშაულო ელჩი, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. კახა კალაძე - ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. კელი დეგნანი - აშშ-ის საელჩო ენდობა ISFED-ს, ეს არის პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია - იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა. ირაკლი კობახიძე - მე არ მინდა ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან იმიტომ, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რაც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით.
თელავში რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
ყველაფერს ფულით იყიდით! - კომუნიკაციების კომისია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული არალეგალური კონტენტის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომუნიკაციების კომისია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს. კერძოდ, ვებგვერდებთან, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, კომისია ორ წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობს. კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.
„საქსტატი“ - II კვარტალში საზღვარგარეთ მოგზაურების 1 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა - ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საყიდლების მიზნით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთში.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.
საზღვარგარეთულები:
დამოუკიდებლობა უკრაიანში - ვოლოდიმირ ზელენსკი - 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს! რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით: მშვიდობა, ახლა ჩვენ ვამბობთ: გამარჯვება - ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. უკრაინელებმა ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. მედია - უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის. მაია სანდუ - აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და ქედუხრელობით. ნორვეგია და ბრიტანეთი უკრაინისთვის მიკრო-დრონების შეძენას ერთობლივად გეგმავენ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი - ვაგრძელებთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით დგომას ახლა და მომავალში. მიხაილო პოდოლიაკი - დამოუკიდებლობა, ეს არის ის, როცა აცნობიერებ, რომ შენი ქვეყანა ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ბარბაროსულ ტირანიას დაუპირისპირდეს. ვალერი ზალუჟნი - დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი მზადაა, მისთვის იბრძოლოს - დამოუკიდებლობას აქვს ხმა, ეს არის წინაპრების ხმა. დღეს რუსული ძალები ხარკოვის ოლქს ბომბავდნენ. სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთის არმია უკრაინაში შეტევის ტემპს შეგნებულად ანელებს. რუსებმა მირგოროდი Х-22 რაკეტებით დაბომბეს. Forbes Ukraine - ექვსთვიანი ომის განმავლობაში, რუსებმა 12 142 ერთეული აღჭურვილობა დაკარგეს, რომლის საერთო ღირებულება, რაკეტების გამოკლებით, 16,56 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯო ბაიდენი - ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, ვერ გაუტოლდება თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს. ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და „მშვიდობიანი ცა“ უსურვა. ვოლოდიმირ ზელენსკი - დნეპროპეტროვსკში სამგზავრო მატარებელზე რუსების სარაკეტო დარტმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს - რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას დააყენა - რუსმა სამხედროებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ომის ზონად გადააქციეს. მიხაილო პოდოლიაკი - ლუკაშენკო ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ - ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები. ბორის ჯონსონი - დონბასზე რუსეთის შეტევა წარუმატებლობას განიცდის, სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, დარტყმა უნდა მიიტანოთ რუსებზე. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით 8 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას ამზდებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია