ივლის-აგვისტოს კვირის ორშაბათი გზების გადაკეთვით და დიდი მასპინძლობით იწყება. ამჯერად ამერიკიდან ველით მნიშვნელოვან სტუმრებს და მთელი დღვანდელი ნიუსფიდი ამ სტუმრობის ამბავით არის გადატენილი. ერთი კაცი მოდის და ქვეყანა შეიძრა, გადაირევა კაცი.
დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუსი სტუმრებს ეხება - პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვია. გადაიკეტა და შეზღუდვები დაწესდა თბილისის შემდეგ ქუჩებზე - ჭანტურია, რუსთაველი, კოჯრის გზატკეცილი. გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას. მიხეილ ჯანელიძე - საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ძალიან მაღალი დონეა. ლევან იზორია - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი მკაფიო მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. იან კელი - ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დენიელ კოჩისი - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს თავისი სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია. რომან გოცირიძე - მაიკ პენსის ვიზიტი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე. სოფო ქაცარავა - მაიკ პენსის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძე - მოხარული ვართ, რომ მაიკ პენსი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრება. მიხეილ ჯანელიძე - ტრამპის დავალებით, ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი, აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. დავით ბაქრაძე - ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს. გიორგი აბაშიშვილი - მაიკ პენსის ვიზიტი არის გზავნილი ოკუპანტისთვის. უსუფაშვილი აანონსებს, მაიკ პენსთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე ვილაპარაკებო, მაგრამ რომ გადავხედე რაზე აპირებდა საუბარს - ჩვენ ვართ ამერიკის ერთადერთი ჯიგარი პარტნიორი ევროკავშირის აღმოსავლეთით და მოგვხედეთო! ნინო ბურჯანაძე - მაიკ პენსი იმ პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება, ვისგანაც იმას მოისმენს, რისი მოსმენაც სურთ. ნინო ბურჯანაძე - ამერიკამ 2008 წლის ომის შემდეგ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა. ბოლო-ბოლო ამ კაცსაც ათქმეინეს რაღაც, ოღონდ ჯერ ტანილინში - მაიკ პენსი - რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის.
მთავარსარდალმა, თუმცა არ უომია და არც აპირებს, მაგრამ მაინც ასე ჰქვია - გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების და დემოკრატიის დროშა. - ეს სიტყვები წარმოთქვა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნაზე. რას ნიშნავს ეს პარტნიორი და, ესაა საწრთვნელო პროგრამა, რომელიც საქართველოში მესამედ იმართება, ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ღირსეული პარტნიორის“ შედეგად მიღებულ გამოცდილებას, მონაწილეები მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ. ლევან იზორია - ქართველმა სამხედროებმა დაიმსახურეს ღირსეული პარტნიორის წოდება. მიხეილ ჯანელიძე - დასახელება ”ღირსეული პარტნიორი” ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ღირსეული პარტნიორები ვართ საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. მიხეილ ჯანელიძე - წვრთნები, რომელშიც რვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას, საქართველოს მიერ მსოფლიოს სტაბილურობაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის* აღიარებაა. დავით ზალკალიანი - წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. დავით ბაქრაძე - საქართველოს თავდაცვითი მზაობის ამაღლების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ნავარაუდევია წვრთნა და შეიარაღებული ძალების განმტკიცება.
მთელი ეპოქაა შექმნილი ამ სახლებით და ეს კანდიდატი როგორ უმოწალოდ საუბრობს - კახა კალაძე - "ხრუშოვკების" ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს მომზადებული. თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი - გენგეგმა „ხრუშჩოვკების“ ტერიტორიებზე კომპლექსური რეკონსტრუქციის ჩატარებას ითვალისწინებს. გიგი უგულავა - მერობის კანდიდატებმა არა „ხრუშჩოვკებზე“, არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ. კახა კალაძე ე.წ. ხრუშჩოვკების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს - თბილისის პრობლემების მოგვარებაზე საუბრის და დაგეგმვის ექსკლუზივი არავის აქვს.
პრეზიდენტმა, ჯერ იყო და არ მიიღოთ მაგი კონსტიტუცია მასეთი ფორმითო და განვიხილოთო, რომ არ გამოუვიდა - ვეტო დაადო. ვეტოც რომ დაიძლია, ახლა პროექტი მოიფიქრა, რომელსაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს - ”მასწავლებლები კონსტიტუციაზე“. გიორგი აბაშიშვილი - სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, არ არსებობს.
სტრასბურგის მოსამართლეებიც პროგლემური ხდება - ანა ნაცვლიშვილი - იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის მოსამართლეობის შესარჩევი კომისია არსებული სახით გააგრძელებს მუშაობას, ჩვენ მის მუშაობაში არ ჩავერთვებით.
იუსტიციის სასამართლოშიც არეულობაა - ოლიკო შერმადინი - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან კანონის გვერდის ავლით გაათავისუფლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ერთ-ერთი სხდომის ოქმის ჩანაწერის არარსებობას ტექნიკური მიზეზით ხსნის.
გაყალბებული ხელმოწერის ამბავი - ადვოკატი - სააკაშვილის განცხადება მისი ხელმოწერის გაყალბებაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი შეიძლება გახდეს. ადვოკატი - უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებაში აფერხებს.
ოქრო ვერ გაგიკეთებია კაცს თუ დეკლარირებული არ არის, რა ცივილიზაციაა ეს - ”წითელ ხიდსა” და ”ყაზბეგში” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
გაძვირებული გაზი - ზურაბ ჭიაბერაშვილი - გაზის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ბევრი მოქალაქის ცხოვრებას.
გაგულავდით ზღვაზე ხალხო - შტორმმი გადავლილია - შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა.
კიდევ ერთი მოძალადე ციხეში - შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ჩვენი ღვინო ჩინელებსაც გავასინჯეთ - ჩინეთის ქალაქებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
დაკარგულ კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს მეორე დღეა ეძებდნენ და შემდეგ, ოჯახის განცხადებით იპოვეს - მონასტერში წასულა.
საზღვარგარეთულები:
ამერიკის სანქციები რუსეთს ხომ? კონტრსანქციებზე რაღას იტყვიან - რუსეთი აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს. ამაზე, ამერიკელებმა „გაუმართლებელიაო“.
ვენესუელაში გამართულ საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანი დაიღუპა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია