საღამოს პოზიტიური აქცია იყო ტაშის კვრით მადლობის გადახდა ექიმებისთვის - ასეა, 18 მარტის საღამოს პოზიტიური ამბები. დღის ახალი თემა იყო წმინდა სინოდის დანიშვნა 20 მარტს და ასევე, მოსახლეობის შეგულიანება, რომ პროდუქტები არ მოგვაკლდება და არც საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საშიშროება არ დგას ჯერ-ჯერობით. ყოველდღიურად, უფრო ბევრი ადამიანი გადაჰყავთ იძულებით თვითიზოლაციიდან კარანტინში. დღის მთავარი რეკომენდაცია - „დარჩით სახლში“! კალიები დაბრუნდნენ აფრიკაში.
კორონას საშინაო პოლიტიკა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს. ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში, ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, გლობალურად, სახელმწიფოებიც ამბობენ, რომ უნდა მოხდეს წესების გამარტივება. ეკატერინე ტიკარაძე - მიგვაჩნია, რომ საგანგებო სიტუაციის შემოღება არ გახდება საჭირო. ვარაუდი, რომ რომელიმე ინფიცირებულის წყაროს დადგენა ვერ მოვახერხოთ, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი, რაც შეიძლება, იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - დღეს ხუთ პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, მათგან ორის პასუხი მივიღეთ და ორივე ნეგატიურია. გიორგი გახარია - ხელისუფლება მზადაა, მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, მინიმალიზაცია, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ. გიორგი გახარია - ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას. ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. ოზურგეთში თვითიზოლაციაში 26 მოქალაქე რჩება, 14 პირი კი თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის, კარანტინშია გადაყვანილი. გიორგი გახარია - ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ, პირველ რიგში, არის ეფექტური, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც. COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში დღეიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. ავტობუსებში დღეიდან მძღოლის სივრცე დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული იქნება, მოქალაქეები კი უკანა კარით ისარგებლებენ. საქართველომ დღეიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა. მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტია. საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება. ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით კარანტინიდან ორი პირი შეიყვანეს. გორის ჰოსპიტალის დირექტორის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან მათ საკარანტინო ზონაში 35 პირი მიიყვანეს. საკარანტინო ზონებში იძულების წესით 99 ადამიანია გადაყვანილი. გია ვოლსკი - ამ ეტაპზე, საგანგებო ვითარების გამოცხადების აუცილებლობა არ არის. სუპერმარკეტების ქსელებში აცხადებენ, რომ სასურსათო მარაგების პრობლემა არაა და გასაყიდ პროდუქტზე ლიმიტების დაწესების საჭიროებაც არ დგას. რუსთავის მერი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვას და მუშაობა შეაჩერონ. ეკატერინე ტიკარაძე - ისეთი პაციენტები, რომელთაც კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება ექნებათ, ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში მიიღებენ. ქუთაისის მერი - ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია და მოსახლეობის შიშის საფუძველი არ აქვს. ეკატერინე ტიკარაძე - თუ ინფიცირების შემთხვევების მაღალი მატება გვექნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ შეჩერდეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვერ გამოიყენებს ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებასა და ვერც მათ მეთვალყურეობაში. პაატა იმნაძე - ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირების რესურსი იქნება. ჯანდაცვის მინისტრი - ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოხალისეების ჩართულობა ამ ეტაპისთვის შეიძლება იყოს სარისკო. პაატა იმნაძე - მე ნოსტრადამუსი არ ვარ და არც ვანგა - სიტუაციის მიხედვით იქნება ყველაფერი ქვეყანაში. პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობის ე.წ.აგრესიული ტესტირება მეოთხეული გადაცემის შემდეგ, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში მოხდება. კობა გვენეტაძე - ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, დისკუსია დაწყებულია. ირაკლი აბესაძის განცხადებით, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვისთვის, შესაძლოა, გარკვეული ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელი გახდეს. გია ვოლსკი მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განცხადებაზე - ვფიქრობ, ფანჯარა დიდი ხანია გამოღებულია, საქართველო ევროპული საზოგადოების ღირსეული წევრია. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან. კობა გვენეტაძის განცხადებით, კორონავირუსიდან გამომდინარე, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება რომც მივიღოთ, სასწრაფო წესით ვერ ამოქმედდება. დავით ბაქრაძე - დღეს არის იმის დრო, საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა და სოლიდარობა მათ, ვისაც ყველაზე მეტად ემუქრება ვირუსის საფრთხე. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლში მიუტანენ. ნათია თურნავა - აქცენტი გაკეთდება იმ პროდუქციის საქართველოში წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია. ლევან დავითაშვილი - ხაზგასმით მინდა ვთქვა, სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი რისკი არაა - პანიკა და არასწორი მოქმედებები ხშირად ქმნის გარკვეულ პრობლემებს და დროებით შეფერხებებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ ბაზარზე იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ლუგარის ლაბორატორიაში მედიკოსებს საკვები პროდუქტები მიუტანეს. ირაკლი პეტრიაშვილი - პროფკავშირები ამ კრიზისულ პერიოდში მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას და ვიტოვებთ იმედს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეებს საარსებო მინიმუმით. ზუგდიდში პირბადეების წარმოება დაიწყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თენგიზ ცერცვაძე - პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. გახარია ექიმებს - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მისი და ექსპერტების უმეტესობის აზრით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება არ ფიქსირდება. ამირან გამყრელიძე - ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები - ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზრდა მინიმალური იყოს.
წმინდა სინოდი 20 მარტს ჩატარდება. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - გამოვხატავთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისეებად ჩავერთოთ ყველა საჭირო მიმართულებით. წმინდა სინოდის სხდომის განსახილველი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იქნება.
კორონას საერთაშორისო ვითარება - საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა. ევროკავშირმა 30 დღის განმავლობაში საზღვრები ჩაკეტა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტრილიონიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის. უკრაინაში 100 000 ნიღბის მოპარვისთვის სამი პირი დააკავეს. თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში, ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელების მხოლოდ 1 შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ უფრო აგრესიული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. კორონავირუსის გამო, ლას-ვეგასში არსებული ყველა სამორინე დაიხურა. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ავსტრალიის პრემიერი - ყველაფერი კიდევ უფრო შეიცვლება, რადგან ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ - ასეთი რამ ას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი - ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8-12 დღეში კლებისკენ წავა. აშშ-ის სახაზინო მდივანი - თუ სახელმწიფო სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, კრიზისმა შეიძლება „დიდი დეპრესიით“ და მეორე მსოფლიო ომით მიყენებულ ზარალს გადააჭარბოს. უკრაინის რადას დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მსოფლიოს ახალი საფიქრალი - მილიონობით კალიამ აღმოსავლეთ აფრიკას გადაუარა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია