შემოდგომაც სრულდება და სუსხიან ზამთარს ველით კოვიდ და პოლიტ სარბიელზე

      გიორგობისთვე მიიწურა და მას გაჰყვა შემოდგომის მთელი ბედნიერებაც, ხვავ-ბარაქის დაგროვება მაინცდამაინც არ გამოვიდა წელს, მაგრამ შემოდგომა თავის ფერსა და სუსხს არ დაშურებია. ხვალიდან კარგად აცივდება და ზამთარს ვეღარაფერი შეაკავებს. ამასობაში მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხომისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პირველი პროტესტისთვის. კოვიდიც არსად აპირებს წასვლას - 135584 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 113986, გარდაცვლილი - 1267, კარანტინში - 2104. რაც შეეხება ვალუტას - დოლარი - 3.3253 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3216 ახალი შემთხვევიდან 1622 - თბილისში, 313 - აჭარაში, 517 - იმერეთში დაფიქსირდა. 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე - არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ მართვადი, დილით დაახლოებით 350-მდე თავისუფალი საწოლი იყო. კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის მიღება დაახლოებით მარტი-აპრილის თვეებში იქნება შესაძლებელი. პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ჯანდაცვის მინისტრი - უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე. წინა კვირაში ჩვენ გვქონდა 6 ათასი საწოლი, ორშაბათიდან გვაქვს 7100. მსოფლიო ბანკისგან აღებული სესხით, შესყიდვების 40-45%-ია განხორციელებული - მოპედები, ჯერჯერობით, შეძენილი არაა. თენგიზ ცერცვაძე - ცალკეული ექიმები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან COVID კლინიკაში, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს, რაც იგივეა ომის დროს ბუხართან მოკალათებულმა პირმა მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი რუხის საავადმყოფოში დამონტაჟდა, შემდეგი კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება. ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      კარგი ამბავი - საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა.

      უსარგებლო საუბრები - ელენე ხოშტარიას განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი „საშიში და მავნებლურია”.

      ოპოზიციის მორიგი შეკრება - „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა შედგა. გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ცალკე ღონისძიებებს გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციის მხრიდან აქცია, პიკეტირება და მსგავსი პროტესტი არ განიხილება. სერგო ჩიხლაძე - ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ოპოზიცია მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბება და მის გადაწყვეტილებას ხელმოწერით დაადასტურებს. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის შეხვედრაზე მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს. ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს. საბა ბუაძე - „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კონტრშემოთავაზება, რაც არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, თუ რატომ არ იმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები. გიგი უგულავა - ჩვენი ფასილიტატორები ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ, თუ არ არის რეალური წინადადება ხელისუფლების მხრიდან - ტყუილუბრალოდ ჩაიზე არავინ შეიკრიბება. სერგი კაპანაძე - წინადადებები სხვა რაღაცებზე, შესაძლოა, საინტერესო იყოს, მაგრამ არ არის ის, რაც კრიზისს განმუხტავს და არჩევნების ლეგიტიმაციას გამოიწვევს, ამიტომ მოთხოვნაა, ახალი არჩევნები! ალეკო ელისაშვილი - თუ შოთაძე არ იქნება პროკურორი და ნამდვილი სასამართლო გვეყოლება, ქსოვრელებსაც დავუძახებ და პარლამენტში ეგრე შევალ.

      დამნაშავეებად დარჩენილები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. ადვოკატი - წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადაო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, კარტოგრაფიულად უვარგისია. ადვოკატი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდება. ელენე ხოშტარია - დაკავებული კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. ლევან სამუშია - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეები არიან. საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების საქმის პროკურორებს სასამართლოსთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ. ხატია დეკანოიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე - სასამართლოსგან დადებითი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ეს 2 ადამიანი გავათავისუფლოთ. საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ივერი მელაშვილის მეუღლე - უსამართლობა მოხდა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ივერი მელაშვილის პატიმრობაში დატოვების თაობაზე, გაასაჩივრებს. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, მხოლოდ ერთი პირის შედგენილია, არც შინაარსობრივად, არც რეკვიზიტებით ის ექსპერტიზის დასკვნა არ არის და ვერც იქნება.

      ფიტნესი, როგორც სახლი - ზურა ჯაფარიძე - მე ვარ დაზარალებული, გუშინ საკუთარ სახლში არ შემიშვეს - მინდა გავარკვიო, რის საფუძველზე გამომაგდეს. „რეფორმერ ფიტნესის" მფლობელი - არც ჯარიმის გადახდას ვაპირებ და არც იმ პროცესებთან შეგუებას, რაც ახლა ხდება.

      აკრძალვების ბიუჯეტი - ბოლო 24 საათში, შეზღუდვების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 1177 ადამიანი დაჯარიმდა.

      ხილის ექსპორტი - საქართველოდან 4.8 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. 1-ელი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 1 აგვისტოდან - 29 ნოემბრამდე პერიოდში თხილის ექსპორტის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 26 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 368 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა.

      დაბრუნება - სომხური მედია - მთიან ყარაბაღში 55 000 მოქალაქე დაბრუნდა.

      ნიგერიაში ფერმერებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 119

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters