სუსხიანი დასაწყისი დიდხან არ გაჰყვება შემოდგომას, სამაგიეროდ დიდხანს მოგვიწევს არჩევნებსა და კოვიზე საუბარი. იკლო ინფიცირებამ, მაგრამ მატულობს ლეტალობა. ახლოვდება გამოკითხვის დღე და აქტუალურდება საარჩევნო სუბიექტები დღიური განრიგი, შეხვედრები ან შეუხვედრელობა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულობა. ასევე, ყოველდღიურად აქტუალურია პრემიერის მრავალმხრივი გამოსვლები და კომენტარები. ვალუტის კურსი კი ძველებურად სამიანს ზემოთაა - 1 აშშ დოლარი - 3.1196 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 86 პაციენტი. ეკატერინე ტიკარაძე - უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს. მნიშვნელოვანია ჟანგბადის რაციონალური საჭიროების მიხედვით მოხმარება. ვწუხვარ, როცა გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ იმ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად, ამის გამოძიება უნდა მოხდეს. აცრების კომპონენტში ახალგაზრდები ლიდერობენ, დაბალია ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა, თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. თამარ გაბუნია - ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. მუშავდება მოდელი, რომლის მიხედვით თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს. ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა. ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის გამოყენების საჭიროება არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამ ეტაპისთვის საკმარისია. „ტოცილიზუმაბის“ ისე გამოყენება, რომ „ვცადოთ და იქნებ შედეგი გვქონდეს“, არ შეიძლება, მას აქვს უკუჩვენებები და ფართო საზოგადოებაშიც არ არის გამართლებული მედიკამენტებზე საუბარი. მოსალოდნელია, რომ პროტოკოლს დაემატოს რამდენიმე მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით 50 892 პირია აცრილი. ლევან რატიანი - "ტოცილიზუმაბის” ირგვლივ ატეხილია აჟიოტაჟი - ეს არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კოვიდით დაავადებულებს. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა, მაგრამ ის, რომ მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან, არის მცდარი - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს. მე მაცვია თეთრი ხალათი და სიკვდილის ბოლომდე მის გახდას არ ვაპირებ - იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ ლეტალობის დღევანდელი ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია. მარინა ეზუგბაია - ინფიცირების რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას, ჯერ ვერ მიჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს 2-3 კვირის შემდეგ მოხდება. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე - აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა - სრულად ვაქცინირებულებიდან გვყავს სამი გარდაცვლილი. 25 000-მდე ორსულია ქვეყანაში - მოვუწოდებ, რომ აიცრან „ფაიზერით“, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 25-ჯერ და გარდაცვალების შესაძლებლობას 200-ჯერ შეამცირებს. გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საკუთარ საარჩევნო ბილბორდებზე გააკეთონ სლოგანები, რომ ყველა უნდა აიცრას.
თამაშგარე პრეზიდენტი - გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სჭირდება ქვეყანას ამ ეტაპზე სესხის აღება. კახა კალაძე - მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს! ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის. ნიკოლოზ სამხარაძე - მაკროფინანსურ სასესხო ხელშეკრულებაში ჩაწერილი კრიტერიუმების უდიდესი ნაწილი შესრულებულია, ისიც, რაც სასამართლო კანონმდებლობას ეხებოდა. პრემიერი - მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით.
პრეიმერის ნათქვამი - ირაკლი ღარიბაშვილი - მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და ამ პროვოკაციული ძალის მიერ, რომ მუდმივი სტრესი და პანიკა იყოს. ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი, მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ქვეყანას. ჩვენ არ დავუშვებთ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში! ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას - ეს მძიმე წარსული აღარ განმეორდება. მათი ამოცანაა, მოახდინონ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ლგბტ მარშის კამპანიის უკან. პრემიერის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას ნული ფასი აქვს - ეს არის პოლიტიკური თაღლითობა და ფარისევლობა. ღარიბაშვილი ჟურნალისტებს - ივანიშვილმა თვეების წინ პოლიტიკა დატოვა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ „ოცნების“ დაფინანსებასაც წყვეტს, ჩვენი შემოწირულობების სია შეგიძლიათ კარგად შეისწავლოთ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკა არ არის რაღაც ემოციებზე დაფუძნებული, ეს კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ. ღარიბაშვილი მეშახტეებს - ჩვენი ვალია, რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში. პრემიერი - ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია დავკეტო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი.
არჩევნების შეხვედრები, კანდიდატები, ანონსები, გარჩევები, აქციები - გიორგი გახარია - „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ მარტო დატოვება ნიშნავს, რომ ისინი საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანდებიან - რაღაცას იმაიმუნებენ, ვიცი, ეგენი როგორ ეკურკურებიან ერთმანეთს. გიორგი ტყემალაძე - ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ბევრი განხორციელებული პროექტი და ვიცით, რა გვექნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ანა ბიბილაშვილი - თბილისის დაბეტონების ტენდენცია უნდა შეჩერდეს. ხაშურის მერობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხსნის. ბადრი ჯაფარიძე - 2 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი სტრატეგია თბილისის განვითარების. კახა კუჭავა - მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ყველა მუნიციპალიტეტის განვითარებას. ლევან ვასაძე - მივმართავ მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილს და მის არაფორმალურ მმართველს, ივანიშვილს, გაისუსეთ, გაიყურსეთ, გეგონება მე არ ვარსებობ. მედეა მეტრეველი - ყიფშიძის ქუჩის „ურბანული გენოციდი“ უნდა შეჩერდეს. ლაშა გოგიაშვილი - დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა. გიორგი ვაშაძე - პარტნიორები შოკში არიან, ქართულ პოლიტიკას სერიოზულობა ხალხმა უნდა დაუბრუნოს - თუ „ოცნება“ 43 %-ს ვერ მიიღებს, გარანტიას გაძლევთ, რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით იქნება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. კახა კალაძე - ყველასთან ვაპირებ დებატებს - ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან იგივე მელია რომელიმესგან. კახა კალაძე - ირაკლი კობახიძემ მე უნდა შემითანხმოს რას იტყვის? - გახარიასთან შეხვედრა დამალული არ იყო, დამალული რომ ყოფილიყო, მერიაში, დღისით, მზისით ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს? გიორგი გახარია - კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების გადადების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ცესკო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 16 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 18 856 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 799 ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 220 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს დღემდე 4.56 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „ასტრაზენეკამ“ და ევროკავშირმა COVID-19-ის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა.
თალიბანი - ავღანეთის ახალ მთავრობას “თალიბანის” თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს. ვლადიმერ პუტინი - ავღანეთში კატასტროფული სიტუაციაა. ჯოზეფ ბორელი - ჩვენ ავღანეთის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა მოგვიწევს, რაც აღიარებას არ ნიშნავს.
ვლადიმერ პუტინი - ადრე თუ გვიან და რაც მალე მით უკეთესი, სრულად აღვადგენთ ურთიერთობებს უკრაინასთან.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - შუშის მიმართულებით პროვოკაცია აღკვეთილია, უკანონო სომხურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დანაკარგი განიცადეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია