ნუცუბიძის შემთხვევა, ახალი სარკინიგზო ხაზი, განხილვის კომისია, უამინდობა და ლაზური მოქალაქეობა

      შემოდგომის სიმშვიდე დასრულდა და ძლიერი ქარისა და წვიმების დრო დადგა, რაც სინოპტიკოსების წისქვილზე წლის დასხმაა - მათ ამჯერად სწორედ ეს იწინასწარმეტყველეს. რაც შეეხება პოლიტიკურ სიახლეებს, ბოლო დღეების აქტუალური თემებია ნუცუბიძის შემთხვევა. ამას გარდა, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებები დაუბრუნდა დღის წესრიგს და ასევე, პრემიერის მიერ ახალი სარკინიგზო ხაზის გახდნა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ოქტომბერი, 2017/

      თბილისში ამოვარდნილმა ქარმა მნიშვნელოვნად შეაშინა მოსახლეობა, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას დილიდან პროგნოზირებდნენ.

      ექს-პრემიერის დაცვის საშუალებებიდან - ზაქარია ქუცნაშვილი - მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია.

      მადლობა საქართველოს პრემიერს - ბინალი ილდირიმი გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. პრემიერი - ჩვენ გვსურს, რომ საქართველო და ჩვენი რეგიონი მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან. გიორგი კვირიკაშვილი - ახალი სარკინიგზო ხაზი სრულიად ახალ პირობებს შექმნის არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა. გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე - რეგიონულ ჭრილში. იანოშ ჰერმანი - ახალი სარკინიგზო დერეფანი ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ბიზნესს და ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას.

      დაკავებების ბლოკი - შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

      ბიორკს ელიან მელომანები - ტურიზმის ადმინისტრაცია - Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდულად ბევრ ქვეყანაში გაიყიდა.

      ნუცუბიძის შემთხვევა - შალვა ხუციშვილი - ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და მასში მამაკაცის ცუდად გახდომის მომენტია ასახული. შს მინისტრის მოადგილე - ექსპერტიზის დასკვნამდე პოლიციის მისამართით ბრალდებაზე საუბარი ნაადრევია. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი და შსს ერთმანეთთან მუდმივად თანამშრომლობს. ვიქტორ დოლიძე ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე - დარწმუნებული ვარ, შს მინისტრი გაართმევს თავს და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პავლიაშვილის ოჯახი საქმის მასალების გაცნობას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ომბუდსმენი - ის ფაქტი, რომ ნუცუბიძეზე მომხდარს არც ერთი ვიდეოკამერა არ ასახავს, პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. შს სამინისტრო ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველ ჩანაწერთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა. პროკურატურა - ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების მასალებს ეცნობა, მათ მომავალშიც ექნებათ მასალებზე სრული წვდომა. ნინო ბურჯანაძე ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარზე - თუ შსს არ გაასაჯაროებს ვიდეომასალას, ეს საქმე მიიღებს ისეთივე ფორმას, როგორიც გირგვლიანის ტრაგედიას ჰქონდა. გიორგი კახიანი ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შს მინიტრის პარლამენტში მისვლის მიზანშეწონილობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. მთავარი პროკურორის მოადგილე - ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს ექსპერტიზა ჩაუტარდება. საია-ს იურისტი - ვიდეომასალაში ასახულია ყველაფერი, გარდა პაატა პავლიაშვილის დაკავებისა და იმ მომენტისა, როდესაც ის თითქოს პოლიციელებს აგინებდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. საპატრულო-საჯარიმო საკითხიდან - შალვა ხუციშვილი - ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესით ადმინისტრირება მკაცრდება, თუმცა, მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათითაც ისარგებლებენ.

      ხშირი ურთიერთობის უპირატესობა - თამარ ჩუგოშვილი - რაც უფრო ხშირად მოვლენ მინისტრები პარლამენტში, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარლამენტისთვისაც. რომან გოცირიძე - ძალოვან სტრუქტურებს ჩვენ რომ ვეძახით და არ მოდიან, ეს არაფერია, საპარლამენტო უმრავლესობამ რომ დაუძახოს, არც მაშინ მოვლენ.

      ანტიმინისტრული განწობა - გიორგი გაბედავა შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომისთვის 24-საათიან ვადას აძლევს. გოგიტა დალაქიშვილი - თუ 24 საათში გიორგი მღებრიშვილი არ გადადგება, მივმართავთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.

      მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის საკითხი განეკუთვნება სამართლებრივ კონტექსტს. ვიქტორ დოლიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარსული და ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რა განაცხადა მან.

      პრემიების ზღვარი - კახა კალაძე - პრემია არის თანამშრომლის წახალისება, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი. თამარ ჩუგოშვილი - დღეს არსებული რეგულაციები სრულიად უსაფუძვლო ვნებათაღელვას აჩენს პრემია-დანამატებთან დაკავშირებით.

      დათმობა დათმობის სანაცვლოდ - თამაზ მეჭიაური - დატოვოს ზაქარია ქუცნაშვილმა მაჟორიტარის მანდატი და კაცურ სიტყვას ვიძლევი, წავალ დათმობაზე

      მომავალი წლის ანონსი - კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება

      ლარის დასუსტების მიზეზი - ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის დასუსტება იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაშიც ქვეყანა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა. ირაკლი კოვზანაძე - მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს.

      სახალხო განხილვის კომისია - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხუთშაბათს შეიქმნება. რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა, ჩვენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. თამარ ჩუგოშვილი - ახალი ცვლილებები ცალსახად ძალიან პოზიტიურია, ის გააუმჯობესებს და უკეთესს გახდის კონსტიტუციის ძირითად ტექსტს. ევროპული საქართველო“ კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ განხილვებში. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. კახა კუკავა - ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.

      მაღალმთიანი რეგიონი თოვლშია გახვეული - გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

      ბოდიში მოიხადოს ფეხბურთის ფედერაციამ - ლადო სადღობელაშვილი - თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, შესაბამის ზომებს მივმართავთ

      ლაზური მოქალაქეობა - გიორგი ანდრიაძე დიასპორის წარმომადგენლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტში ლაზურის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს.

      ხანძრის მიუხედავად - მიმდინარე წელს ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 337 ფაქტი გამოვლინდა.

      ირლანდიის სენატის თავმჯდომარე - ირლანდია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ირაკლი კობახიძე - მადლიერება გამოვხატეთ, რომ ირლანდია ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ირაკლი კობახიძე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საზღვარგარეთულები:

      უამინდობაა ევროპაშიც - გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში ქარიშხალ „ჰერვარტის“ გამო სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.

      უკრაინის მომარაგება იარაღით - კურტ ვოლკერი - აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

      რაკეტების მშენებლობა ირანში - ირანის პრეზიდენტი - უნდა გახსოვდეთ, რომ რაკეტებს ვაშენებდით, ვაშენებთ და მომავალშიც განვაგრძობთ.

      ისლამური სახელმწიფოს დაკავება თურქეთში - თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 15 ადამიანი დააკავეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ საშუალებას არ მივცემთ ტერორისტულ ორგანიზაციებს თურქეთს ხელი შეუშალონ დასახული მიზნების განხორციელებაში. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მთიანი ყარაბაღი ღია ჭრილობაა როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე თურქეთისთვის.

      ატალონია არ იქნება დამოუკიდებელი - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კატალონიის დამოუკიდებლობას გამოვრიცხავ, მაგრამ ავტონომიის გაფართოება შესაძლებელია. ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სარჩელი შეიტანა. ესპანური მედიის ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონი, შესაძლოა, ბრიუსელში იმყოფებოდეს.

      ყირგიზეთის მეხუთე პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გახდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 201

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

vako: ოქტომბერი 31, 2017||11:55am

მეჭომ იმენა სერიოზული გაუკეთა ქუცნასს :DD

სადაც წაიქცა ყველა იქ გაიმარჯვა "დიატკამ" :DD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters