ცესკომ მანდატები დაარიგა, ოპოზიცია მტკიცე უარზეა, მინისტრები აქტიურობენ

      ნატოში სულ კარგ რამეებს ამბობენ - უნდა დავახლოვდეთო, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო მაგრამ ჯერ ვერ მიგიღებთო. ცესკომ, საბოლოოდ დაადგინა შედეგები და გამარჯვებულ-დამარცხებულებიც ოფიციალურად წარადგინა. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია კვლავაც მტკიცეს დგას თავის უარზე, ხოლო კორონავირუსი ყველა პრობლემის სათავეს წარმოადგენს. სვანები არ გეგონოთ - კოვიდიანები - 147636 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 124568, გარდაცვლილი - 1387, კარანტინში - 1387. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3119 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევიდან 1676 - თბილისში, 525 - აჭარაში, 591 - იმერეთში დაფიქსირდა. 45 ადამიანი გარდაიცვალა. ინფექციონისტი - კორონავირუსგადატანილი პაციენტების პლაზმის ჩაბარებაზე მომართვიანობა არც ისე მაღალია - ამ დროისთვის ანტისხეულების მქონე 12-მდე პლაზმაა დაცული, 15-მდე უკვე გავეცით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ტესტირება შესრულდება, ანტიგენის ტესტები, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება, მაღალი ხარისხისაა. ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მართვა სახელმწიფოს საშუალოდ 2 000 ლარი უჯდება. კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის. ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538 და აქედან, ყველაზე მეტად დატვირთულია თბილისის საწოლფონდი. პრიორიტეტი პირველადი ჯანდაცვაა და ეს კოვიდმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი - 24 წლის გოგოს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც თავად არ იცოდა, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობაა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების ჩატარების უფლება 300-მდე სამედიცინო დაწესებულებას აქვს. სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის კორონავირუსზე გამოკვლევა ევალება. მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაიტარონ. ჩვენი მიზანია, ყოველდღიური ტესტირება 20 000-მდე ავიდეს - ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება. კოვიდ ინფიცირებულთა მართვისთვის „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძნობს.

      კოვიდ-ჯარიმები - სამართალდამცველებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 950 მოქალაქე დააჯარიმეს.

      ოპოზიციის ბლოკი - ზაალ უდუმაშვილი - ცესკოს შეკრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც იმ ციფრებს ამტკიცებს, რაც ივანიშვილს სურს. სერგი კაპანაძე - დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს - გაფორმდება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არსებობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან აღმართულ ბარიკადებზე წარწერა „მონები“გააკეთეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სერგი კაპანაძე - მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ოცნების“ მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება იქნება. „ნაცმოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა შს სამინისტროსთან აქცია გამართეს. სერგი კაპანაძე - გახარიას შეუძლია ეს ყალბი სენტენციები თავისთვის შეინახოს და ივანიშვილს მოუყვეს. სერგი კაპანაძე - თუ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი იქნება, თუ ოპოზიცია არ იქნება პარლამენტში, გენერალური მდივნის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. ირმა ნადირაშვილი - როცა ხელისუფლება ზდის ბიუროკრატიულ ხარჯს, მოქალაქეებისათვის 100 ლარის გადაგდება კარგად აჩვენებს „ქართული ოცნების“ ბუნებას“. ნიკა მელია - ოპოზიცია არის როგორც არასოდეს ერთიანი. ალეკო ელისაშვილი - ცხარე დისკუსია გვქონდა, მაგრამ ოპოზიციამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის. გიგლა მიქაუტაძე - ყველაფერს ველოდით, მაგრამ არა ასეთ ბიუჯეტს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება კრიზისულ მდგომარეობას. გიგა ბოკერია - არსებითი საკითხია, თუ როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წინადადები შეიმუშავეს, რომლებსაც მოდერატორებს წარუდგენენ. გიორგი ვაშაძე - ალბათ ხვალ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს და განახლებულ პოზიციებს ვამცნობთ. დავით ჭიჭინაძე - ნათია მეზვრიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ თავად გახარია აღარ იქნება მალე პრემიერი, მან კი, თავის ადგილი ვეღარ დაინახა და გაასწრო. ლევან თარხნიშვილი - მთლიან ოპოზიციას, ერთიანი პოზიცია გვქონდა, გვაქვს და იმედია გვექნება მომავალშიც. გიგა ბოკერია - ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ - ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად. ზურაბ ჯაფარიძე - მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება - მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა. გიგა ბოკერია - ვიდრე ოპოზიცია შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ქალაქის მერად წოდებულ ბატონ კალაძეს. გიორგი ვაშაძე - ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ელჩებთან ხვალინდელ შეხვედრაზე დადგება, არის ის, რომ უნდა დასრულდეს, როცა რაღაცას არ ვამბობთ - ყველაფერი საჯაროდ უნდა გამოვიტანოთ.

      მინისტრის ტრიბუნა ერთი - ნათია თურნავა აცხადებს, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება. რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას, განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ. მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი - მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ყველა სოციალური ვალდებულება შევასრულეთ. საგარეო ვალის აღების ერთადერთი ამოცანა იმ სირთულეების შემსუბუქებაა, რაც პანდემიის გამო არსებული კრიზისით არის გამოწვეული. მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია. „ივენთ“ კომპანიებზე და კინოათეატრებზე სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება. Trace International-ის რეიტინგით, საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით.

      ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციამ დაძაბულ გარემოში, ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა საჭირო პროცედურა. თამარ ჟვანია - ჩვენ ყოველთვის ვართ ღია თანამშრომლობის ფორმატში ნებისმიერ ჩართულ მხარესთან ვითანამშრომლოთ, ოღონდ არა პოლიტიკური მოთხოვნების გამო. ჟვანია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სხდომის დატოვებაზე - ეს ჩვენთვის ახალი არ არის, 2016 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა, თუმცა, ამ არჩევნების შედეგად, 4 წელი მუშაობდა პარლამენტი. მათი თვალთახედვით, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები გაყალბებულია მანამ, ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება. ცესკო-მ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მიღებული მანდატების რაოდენობა - 36, პატრიოტთა ალიანსი - მანდატების რაოდენობა - 4, ლეიბორისტული პარტია - მანდატები - 1, ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 2, გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლი - 4, გირჩი - 4, ქართული ოცნება - მანდატების რაოდენობა - 60, ლელო - 4.

      პრემიერის ფართოფორმატი - გიორგი გახარია - 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია, პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის. შეზღუდვების ორთვიანი გეგმის მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს. არავინ და არასდროს შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომლებსაც გვიყენებს კანონი და ეპიდემიოლოგები, არ არის რთული. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები გაჟღერდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ნატო-ს მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მიმართ. მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რომ დახმარება მიიღონ. გახარიამ შს სამინისტროს მიმართა, მთავრობის და ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით. იზრდება ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი, პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ - იმედი გვაქვს, ასეც მოხდება.

      სტატისტიკური ამბები - „საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა. ერთი წლის განმავლობაში, ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა. 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

      დაკარგული მილიონები - შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 7 კგ „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ.შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

      მინისტრის ტრიბუნა ორი - დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანი შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან, მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია. ნატო-ს მინისტერიალის მიერ მიღებულ დოკუმენტში მინიშნებულია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდეს და პარლამენტიდან გარეთ, ქუჩაში გავიდეს.

      ნატოსთან ჩვენ - მევლუთ ჩავუშოღლუ - ნატო-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. ლინას ლინკევიჩუსი - ნატო-მ უნდა განაგრძოს საქართველოსა და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 45 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 1 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 28 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 554 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა. ბარაქ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსი მზად არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ.

      აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ომს 2 783 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 93

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE