ნიკოს საყვარელი ბაღი მუშტაეთი იყო. აქ იგი სულიერ სიმშვიდეს პოულობდა. ერთხელ, ჩვეულებრივ, ნიკო მუშტაეთს ესტუმრა. ესტრადაზე მომხიბლელი ფრანგი ქალი, მარგარიტა მღეროდა. ნიკოს ერთი ნახვით ისე შეუყვარდა ქალი, რომ იგი მისი სიცოცხლის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს იყო და ეს, ამ დღის შემდეგ ნიკოსთვის მარგარიტას და მხატვრობის გარდა, ქვეყანაზე აღარავინ და არაფერი არსებობდა. ერთ დღეს მარგარიტამ სახლამდე გაცილება სთხოვა. მთელი გზა ფეხით გაიარეს. გამომშვიდებისას ნიკომ ქალს ხელზე აკოცა და გულდარდიანმა ჯელალ ელ-დინ რუმის ლექსის ორი სტროფი უთხრა ზეპირად:

“მე მხატვარი ვარ და თითქოს მოსმით
ძალმიძს, რომ შევქმნა სახეთა ჯარი,
მაგრამ როდესაც შენ გამოჩნდები,
მათ ყველას ერთად წარიღებს ქარი.
ათასი სახე შევქმენი სრული,
ვნებით აღვანთე, შთავბერე სული,
მაგრამ გამოჩნდი და ყველა ერთად
მწვავე ცეცხლს მივეც და ხელი ვკარი”.

ფრანგი მომღერლის წარსული არავინ იცოდა. მთავარი იყო – მარგარიტას განუმეორებელი,მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა. მას შემდეგ რაც ნიკომ მარგარიტა გაიცნო, თავგზა აებნა. უკვირდა, უიღბლო პირველი სიყვარულის შემდეგ გული თუ კიდევ გაუთბებოდა, არ ეგონა. ერთხელ, დილაადრიან ნიკო დაზგას მიუჯდა, მუყაო მოიმარჯვა და მარგარიტას ხატვას შეუდგა. ნახატს ფონად დეკორაციის მუქ-ლურჯი ფერები შეურჩია. დეკოლტე კაბით, წელზე გრძელი ქამრით, შიშველი მკლავებით და მთელი ტანით გამოსახულ ქალს ოქროსფერი თმები ჩამოუშალა, მხარზე ოქროს ჩიტი შემოუსკუპა და ხელში ყვავილების თაიგული დააჭერინა. ჩიტით ნიკომ მარგარიტას უმანკოებას გაუსვა ხაზი. სურათი მსუბუქი, ჰარმონიული გამოვიდა, მასში სიღრმეც და სისპეტაკეც იგრძნობოდა.
1898 წელს ხუთი მაისი, ზაფხულის ნათელი დილა იდგა. სოლოლაკის შესახვევში, კუთხის სახლის პატარა ორსართულიან შენობაში ჯერ კიდევ ძილი მეფობდა. კუთხის სახლიდან ერთი კვერტალის მოშორებით შეჩერდა ურემი. პირველს მეორე ურემი მიადგა, მეორეს – მესამე, ხოლო როდესაც ბოლო, მეათე ურემი შეჩერდა, მეურმეებმა ურმებიდან ბღუჯა-ბღუჯა გადმოიღეს მინდვრის ნამიანი ყვავილები და კუთხის სახლისკენ წაიღეს. როდესაც ცხრა ურემი ყვავილი მოაბნიეს ქუჩაში, მერე პირველ ურმიდან სისხლისფერი ვარდები ფრთხილად გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩაზე, მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს.
გამვლელები თვალებს არ უჯერებდნენ. ასეთი რამ თბილისში არასოდეს მომხდარიყო. ისინი განცვიფრებულნი ჩერდებოდნენ და რაღაცის მოლოდინში ლაპარაკსაც ვერ ბედავდნენ. კუთხის სახლიდან მოხუცი გამოლასლასდა, ქუჩაში ყვავილების ხალიჩა, რომ დაინახა, ფეხის შედგმა ვერ შებედა, პირჯვარი გადაიწერა და შეცბუნებული უკანვე შებრუნდა.
მალე კიბეზე ოქროსთმიანი ქალი გამოჩნდა. მოსასხამი მოეხურა, იდგა და სივრცეში გაოგნებული იცქირებოდა. უცებ, მოსახვევიდან მაღალი, გამხდარი მამაკაცი გამოჩნდა. ნიკო იყო. იგი ყვავილნარზე შედგა და ქალისკენ გაეშურა, ხელში წითელი ვარდი ეკავა. ქალმა როგორც კი ნიკო დაინახა, მიხვდა: ამდენი ვარდ-ყვავილის ფიანდაზად გაგება მხოლოდ მას შეეძლო.
ხელგაშლილი ქალი მისკენ გაიქცა.
- ჩემო ნიკო, ეს რა ჩაიდინე? დღეს ხომ შენი დაბადების დღეა და ნაცვლად იმისა, მე მომერთმია შენთვის საჩუქარი, შენ, შენ…
ცრემლების ნაკადულმა ქალს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ნიკოს მარგარიტა სიცოცხლეს ერჩივნა, ქალმა ვერ დააფასა მისი უბიწო სიყვარული და მიატოვა.
“მტრედი გაფრინდა, წარიტაცა ჩემი ოცნება და დავრჩი უსახლკარო, მიუსაფარი” – ამბობდა ნიკო.
ის გულწრფელი მიამიტი იყო, ენდობოდა ქვეყანას, ადამიანებს. მისი ნაზი სული ვერ შეეგუა ღალატს. ფრანგი მომღერალი ქალის უიღბლო სიყვარულმა ერთი ხელის დაკვრით დაუნგრია ოცნების ბოლო კოშკი და აფიქრებინა ის, რისი გაფიქრებაც ყოველთვის აშინებდა, ადამიანები ხშირად საკუთარი თავის გამორჩენისთვის იღიმებიანო. სიყვარულის დაკარგვის შემდეგ მისმა ცხოვრებამ დაჰკარგა ფასი. მეეზოვის ნაწყალობებ კიბის ქვეშ მდებარე სათავსოში შეყუჟული, დროს ებრძოდა, ხატავდა და ხატავდა. ბევრი სურათი დააგროვა, მაგრამ პურის ფულის შოვნა მაინც უჭირდა. არავის უნდოდა უცნობი მხატვრის შედევრები ...:((

ნახვა: 1368

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, ბლოგი, მხატვრობა, ნიკალა, ფიროსმანი, ხელოვნება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters