მედვედევის გამოხტომას ოსეთის და აფხაზეთის მიერთებაზე, ცხადია, ცხინვალიდან მიუჭახუნეს და ბანი მისცეს, საპასუხოდ, ჩვენთანაც გაკეთდა განცხადებები და დღის მთავარ თემად შეიძლება სწორედ ეს ამბავი მოვიაზროთ. შოვით შეშინებულზე რიკოთის აუდიტის მოთხოვნა იყო ამბავი, ასევე ცოტა ჯანდაცვა და ცოტაც 2023 მოსავლიანობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6334 ლარია.
ჯანდაცვა - ჯანდაცვის სამინისტრო - შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. მაია ბუწაშვილი - კურორტებიდან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით, ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია - ამ დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, გამოსავალია ბევრი სითხის მიღება. მაია ბუწაშვილი - რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია - მიგრანტებს აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და დროულად დაიწყოს მათი მკურნალობა.
ბოიკოტი კინოს - კინემატოგრაფისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით გამოცხადებულ ბოიკოტს კინოს სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.
ოკუპაცია მედვედევურად - რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი - სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს. პაატა დავითაია - აფხაზეთის და ცხინვალის მიერთების მუქარა, არის ღია შანტაჟი და მზადება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის. გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ის, რომ ისინი გააკეთებენ მაამებლურ განცხადებებს, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელიც დააფიქსირა მედვედევმა. ანა ნაცვლიშვილი - რუსეთი 2 საუკუნეა ებრძვის ჩვენ დამოუკიდებლობას, ისტორიას ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ - სამწუხაროა, რომ საქართველოსა და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს. მიხეილ სარჯველაძე მედვედევის განცხადებაზე - ხელისუფლების სახელით მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან - ჩვენ ვერ შევურიგდებით ოკუპაციას. გურამ მაჭარაშვილი - ვერც რუსეთის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. პაატა მანჯგალაძე - რუსული დაკვეთაა საქართველოს საერთაშორისო იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს - პუტინმა თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის „კუდის ქიცინის“ გამო იტყვის უარს?! ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით და გავაგრძელებთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც სწორედ ამ პროვოკაციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს რუსეთს. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დიმიტრი მედვედევის განცხადება ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობაა.
შოვის მეწყერი - სახელმწიფო რწმუნებულის განაცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია.
რიკოთის აუდიტი - ანა ნაცვლიშვილი - აუცილებელია რიკოთის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი - ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ვერ გადაიტანს ყურადღებას შინაარსობრივი უსაფრთხოების საკითხებიდან კონკრეტულ ადამიანებზე, არ გამოგივათ! მიხეილ სარჯველაძე - რატომ არის ქალბატონი ანასთვის დასაწუნი დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის რეპუტაცია და რატომ არის ეს არასაკმარისი, ამას რომ პასუხს გასცემს, შემდეგ ვისაუბროთ სერიოზულად მოთხოვნაზე.
ახალი კორპუსი - საბა ბუაძე - კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს და დღეს, სხდომამდე ერთი დღით ადრე შემოიტანა „ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტი - მივმართავთ მერიას და საკრებულოს, გადაიდოს ამ პროექტების განხილვა.
მოსავალი - 22 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20.3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა. ბონდო თედორაძე - თხილის ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები და ხელისუფლების ჩინოვნიკები, მონოპოლიურ ბიზნესში თანაბრად არიან ჩართული, რის გამოც წლებია, კილოგრამი თხილის ფასი იკლებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, მევენახეებმა, რომლებსაც უამინდობის გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ.
საზღვარგარეთულები:
ბომბობანა - რუსულმა არმიამ ოდესის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის მიერ საბორნე ხიდებზე მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, რუსულ არმიას ყირიმში მხოლოდ ერთადერთი გრძელი მარშრუტი შემორჩა. გუბერნატორის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ბელგოროდში სამი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა არმიამ სუმის ოლქს დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი. ვლადიმერ პუტინი - მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისისკენ მიგვიყვანა. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებს ადასტურებს. ფინეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინის ადგილი ევროკავშირში და ნატო-შია. ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომი გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლებლობების შეზღუდულობას აჩვენებს. ლიეტუვის პრეზიდენტი - დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო - უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა - უკრაინა თავისი ტერიტორიებით და ხალხით არ ვაჭრობს, წერტილი! პრეზიდენტი - ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან - საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას! ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ყველგან პრიგოჟინი - რუსული მედიის ინფორმაციით, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია