ეშმაკთა განსადევნელად

მარიამ,
ფეხშიშველთ, ტანთ რომ სამოსი სხეულივით შემოფლეთიათ,
სახეზე კი ანაბეჭდები სამკაულებად გამოხატვიათ,
ესენი არიან,
მარიამ,
ვინც მეზღვაურებს შუაღამისას, რწყევითა და მუცელგვრემით
თავგაბეზრებულთ ხვდებოდნენ ბნელ და ნაგვით სავსე ქუჩების
ბოლოს,
და ეძლეოდნენ აღმოსავლეთის, ახლო თუ შუა ქვეყნებიდან ხელჩამოყოლილ
ეგზოტიკას,
და, ეძლეოდნენ მხოლოდ ბნელში, მხოლოდ ნესტში და მხოლოდ
ზღვის პირას, მეგვიპტელთა წესით და რიგით.
ერთხელაც, როგორც ზღაპრებშია, სხვა გზას დაადგნენ,
და, გზა მთის მწვერვალს მიყვებოდა, ტყე-ტყე, უღრანში,
შვიდი ეშმა გამოუდგათ, ქოფაკნი ძაღლნი,
შვიდჯერ ვნებულნი მხოლოდ მუხლისთავების ყვლეფით,
გადააწყდნენ ტაძართა კარებთ.
მარიამ,
მათ ვინც ფეხშიშველთ და სამოსგანძარცვულთ მოეხურათ
სამოთხის კარი, პირდაპირ ცხვირწინ,
და, მათ ვინც სულებსაც არა აქვთ შვება,
თუ გაქვს დრო და თუ გაქვს მოცდა, დაო
ამო-
თქვი მათთვის:
„მზევ. მზევ. ჰეიი, აქეთ.
ბილიკი და საფარველი შენი ფრთებისა აღირსე,
მეძავთ, შვიდგზის ვნებულთა,
ქალიშვილებს, ვინც მამებმა სახლებიდან გამოაძევეს,
ვინც უპატრონო სახლებს ეკედლა და ეშმაკების
საბუდრებად ზრდიდნენ საშოებს.
მზევ. ჰეიი, შენ ერთო, ერთადერთო.
ცისკრის ცვარით გაუწმინდე ჭრილობები ამ გოგონებს,
დედობა რომ არ ეღირსათ, და შიშვლები სხვათა
შვილებს არიდებდნენ ბოროტის მზერას,
გადაპობილ მკერდს უხვედრებდნენ, მიყვებოდნენ
სოფლების ბოლოს, მიტოვებულ ტბების ხიდებზე,
მიყვებოდნენ და მარტო რჩებოდნენ.
შვდიგზის გაწმინდე დილის ცვარით და ჭირხლით.
დაე, ვინც ჩაწვა უიმედოთ, მიებარა განსასვენებელს.
დაე, ვინც ღია თვალებით გადავიდა ბეწვის ხიდზე და
პირველივე საზვერეზე ჩავარდა.
ნელსაცხებელთა სიგრილე აცხე, ზეთი აცხე, ხორცი დაულბე.
მარიამ, დები, ავსულები,
ხიდო, სიცოცხლეშივე მკვდარ მეძავთა,
მიწიერი ჯოჯოხეთისა, და, გამო-
აბრწყინე საშინელ და მშვენიერ ა-სულებად.

ნახვა: 223

ტეგები: Nata, qwelly

გამარჯობათ, მე ვარ გოგო.: მარტი 18, 2014||4:23pm
კომენტარებს რატო არ წერთ? მოგეწონათ თუ არ?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters