მერკელის ვიზიტი საქართველოში, განათლებას მოწყურებული სტუდენტები, გარემო და აგროსექტორი და გაბონის მეკობრეები

      დღევანდელი დღე თავიდან ბოლომდე განსაზღვრა ანგელა მერკელის ვიზიტმა და მის გარშემო გაკეთებულმა მრავალმა განცხადებამ, მასპინძლობამ და სტუმრობამ. ამასთანავე აბიტურიენტების პრობლემამ, რომლებსაც იბსუ უზომოდ უყვართ და იქ სტუდენტობას ელოდნენ. კიდევ რამდენიმე თემა იყო გარემოს დაცვასა და აგრო სექტორზე და მეკობრეობაზე გაბონში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 აგვისტო, 2018 /

      მერკელი თბილისში - საქართველოს დღეს ანგელა მერკელი ეწვია. მამუკა ბახტაძე - ანგელა მერკელის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია. დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის ვიზიტი კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში. Die Welt - მერკელს სურს აჩვენოს, რომ ევროპა არ დატოვებს უპასუხოდ რუსეთის ქმედებებს მის ძველ უკანა ეზოში. სალომე სამადაშვილი - იმედი გვაქვს, ამ ვიზიტის შემდეგ ანგელა მერკელი შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშეა. თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ანგელა მერკელის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. დახვედრის წინ აანონსებდნენ - „ევროპული საქართველო" ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ოკუპაციაზე, ნატო-ში ინტეგრაციასა და ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ეკა ბესელია - ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობა უდავოდ დიდია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. გერმანიის ელჩი - მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს შესანიშნავ ურთიერთობებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. დიმიტრი ცქიტიშვილი - გერმანიის კანცლერის ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია მსოფლიოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. დავით ზალკალიანი - გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მიდის, რაც იმის დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის ოკუპაცია კატეგორიულად მიუღებელია. გიორგი ჩერქეზიშვილი – ანგელა მერკელის ვიზიტი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება. ელგუჯა ხოკრიშვილი - ჩვენ, გერმანიის კანცლერისგან მკაფიო განცხადებებს მოვისმენთ. დავით ზალკალიანი ანგელა მერკელისგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადებების დაფიქსირებას ელოდება. გიორგი ჩერქეზიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტის დროს დელეგაციაში მსხვილი გერმანული კომპანიის წარმომადგენლები არიან. მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს - საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის, გერმანიის მხარდაჭერა. ანგელა მერკელი საქართველოს ოკუპაციაზე - ეს არის უსამართლობა, რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მე მას ვესაუბრები. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად. ანგელა მერკელი - რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ - სწორედ ამიტომ ვარ აქ! უკვე მივაღწიეთ პარტნიორობის ისეთ სტანდარტებს, როდესაც შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანოთ თანამშრომლობა. ანგელა მერკელი - მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელშიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. მამუკა ბახტაძე - ჩვენ მოხარული ვართ, რომ აშშ, ევროკავშირი, გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე. საქართველოს პრეზიდენტი ანგელა მერკელს შეხვდება. ანგელა მერკელი - საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა. მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ვიზალიბერალიზაციით, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარით. ანგელა მერკელი გიორგი მარგველაშვილს - ბატონო პრეზიდენტო, მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა შევძელი პირობის შესრულება - მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მიხეილ ბატიაშვილი - ვფიქრობთ, გერმანიის კანცლერის ვიზიტი დაეხმარება ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. ფინანსთა მინისტრი გერმანულ მხარესთან აჭარის რეგიონის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. დავით რაქვიაშვილი - გერმანიის კანცლერმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის ნაწილია. გიორგი მარგველაშვილი - გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსთვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ. ანგელა მერკელი - საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია. ტომას ბარაიბი - „დოიჩე ბანი“ საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია. ტომას ბარაიბი - გერმანელი ინვესტორების აზრით საქართველოში ძალიან კარგი, ხელსაყრელი გარემოა ახალი ბიზნესის საწარმოებლად.

      განათლების მდგრადობა და შეუპოვრობა ხარისხს - ალექსანდრე თევზაძე - სამინისტროს ამოცანაა, უზრუნველვყოთ აკადემიური პროცესი, კერძო სამართლის პირების კომერციულ მოლაპარაკებებში კი ჩვენ ვერ ჩავერევით. განათლების სამინისტროსთან შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართას. პროფესორი დალი ოსეფაშვილი - ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება IBSU-ს პირველკურსელების მიღებას არა ერთი, არამედ ორი წლით უკრძალავს.

      წინასაარჩევნო მზადებებიდან - დავით ბაქრაძე სოფელ გაჭედილში მოსახლეობას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი უარყოფს, რომ მის საარჩევნო კამპანიას გოგა ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე აფინანსებენ. სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას კახეთში აგრძელებს. დავით ბაქრაძე ანგელა მერკელის ვიზიტს „საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას“ უწოდებს.

      ჯანმრთელობის საზრუნავი - დავით სერგეენკო - იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებშიც გეოგრაფიული მდებარეობის გამო კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიწოდება რთულია, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ადგილობრივები გადამზადდებიან. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცების უმრავლესობა C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას აგრძელებს.

      ტყის გამოყენება - ლევან დავითაშვილი - ტყეში ნარჩენი რესურსის გამოყენებისა და გადამუშავების საწარმოების თანადაფინანსების კუთხით, 2019 წლიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს სწავლება უტარდებათ.

      აგროდაზღვევის სიკეთე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ.

      განვითარებული მთა - მაია ცქიტიშვილი - შევთანხმდით მთის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო 2019-2023 წლებისთვის შეიმუშავებს.

      საზღვარგარეთიდან საქართველო - ვეს მიჩელი - ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ევროპის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთის გეოპოლიტიკურ ზეწოლას. დავით ზალკალიანი - ჯერემი ჰანტის განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. დავით ზალკალიანი - რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრესის განვითარება.

      მერყევი ლარი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5851 ლარი გახდა.

      მკვლელობები და გარდაცვალებები - ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ყელის არეში სამართებლით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

      კამერების ჭკუა და ავტოდანაშაულის სტატისტიკა - 20 დღეში ნომრის ამომცნობმა „ჭკვიანმა კამერებმა“ თბილისში 80 ათასამდე ვიდეოდარღვევა დააფიქსირეს. სპეციალისტების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 54 სიმთვრალით იყო გამოწვეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს.

      მერია მთავარ ქალაქში - დავით მესხიშვილი საცობებზე - თბილისის მერიამ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყება დააგვიანა.

      გამომძიებელი კომისია - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. დიმიტრი ცქიტიშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასა და სკოლის დირექტორებთან დღევანდელ შეხვედრას შორის კავშირს ვერ ხედავს.

      ჰესების მეგობრობა - კომპანია „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საზღვარგარეთულები:

      მეკობრეების დაბრუნება - ანტონ სპირიდონოვი გაუჩინარებული ტანკერზე - ამჟამად იმის თქმა, რომ გემი მეკობრეებმა გაიტაცეს, შეუძლებელია. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის კვალს, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

      ჩინური ამერიკა - აშშ-მ ჩინეთში წარმოებულ საქონელზე ახალი საბაჟო გადასახადები დააწესა. იმ საქონლის საერთო ღირებულება, რომელზეც საბაჟო გადასახადები ვრცელდება, 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.

      მექსიკის კედელი - დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლებამ მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 3,5 მილიარდი დოლარი დახარჯა.

      ტრამპინიუსი - დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლიტიკური კონსულტანტებისა და ლობისტებისთვის ჩვეული საქმიანობისთვის იდევნება. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც 80-წლიანი პატიმრობა ემუქრება, შეიწყალოს.

      ნარკოტიკი ტონობით - მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 10 ტონა სინთეტიკური ნარკოტიკი ამოიღეს.

      ისლამური სახელმწიფო გამოჩნდა - პარიზში შეიარაღებული პირის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 234

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Bread Recipes - my Keto Kitchen

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Adultphoto

It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…

გაგრძელება

Qwelly World

free counters