ისრაელში კვლავ იერუსალემის "მესამე ტაძრის" მშენებლობისკენ მოუწოდებენ

  ისრაელის დაზვერვა "შაბაკი" ავალდებულებს ებრაელებს ხშირად დაესხან თავს ალ-აქსას მეჩეთს, რათა ამგვარი გზით გაამყაროს თავისი მყოფობა ტაძრის მთაზე. ამის შესახებ განაცხადა ისლამის მემკვიდრეობის დაცვის "ალ-აქსას" ფონდმა, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ვიდეო ამასწინანდელი კონფერენციისა თემაზე "ტაძრის მთა ჩვენს ხელშია", რომელიც ორგანიზებული იყო ე. წ. "მენაჰემ ბეგინის მემკვიდრეობის ცენტრის" მიერ.

  როგორც Palinfo.com-ი იუწყება, ხსენებულ კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ისრაელის ცნობილი სიონისტი მოღვაწენი. მათ გამოთქვეს შეხედულება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას პირობა იუდეველთა რეგულარული მოლოცვებისა ალ-აქსას მეჩეთში.

  გუშისა და ციონის დასახლებათა სინაგოგების მეთაურმა, რაბინმა იაკობ მიდანმა შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე "შაბაკის" მეთაურთან, რომელმაც მოითხოვა გაეხშირებინათ თავდასხმები ალ-აქსაზე, ასევე ხელისუფლების გეგმებზე, რომელიც აპირებს მეჩეთის აღმოსავლეთ ნაწილში იუდაური ტაძრის ნაწილის აშენებას.

   "მე მიწვეულ ვიყავი "შაბაკის" ხელმძღვანელთან, რომელმაც კარგად გამკიცხა და მითხრა "ჩვენ მოგეცით შესაძლებლობა ასულიყავით ტაძრის მთაზე. რატომ არ დადიან იქ ებრაელები? სხვაგვარად ტაძრის მთის გაკონტროლებას ვერანაირად მოვახერხებთ". ხოლო "შაბაკის" ებრაელთა საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა ორი თვის წინათ მაუწყა, რომ მთელი თავისი ოჯახით და მეგობრებით აპირებს ასვლას ტაძრის მთაზე", - თქვა იაკობ მიდანმა.

  სიონისტური ორგანიზაციის მთავარი რაბინობის კანდიდატმა დავიდ სტავმა განაცხადა, რომ "ისრაელის ხალხი ოცნებობს მესამე ტაძარზე და ყველა მისი ლოცვა აახლოებს ამ დღის მოსვლას".

   თავის მხრივ, სიონისტური უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ დალია დორნარმა განაცხადა, რომ ებრაელებს გააჩნიათ უფლება ილოცონ ალ-აქსას ტერიტორიაზე. თავისი ლოგკა მან იმითი ახსნა, რომ მუსლიმებს არ ეკრძალებათ ასვლა "ტაძრის მთაზე".

   აღვნიშნავთ, რომ რადიკალური იუდეველები ადგილს, სადაც ალ-აქსას მეჩეთი მდებარეობს, "ტაძრის მთას" უწოდებენ და მასზე "მესამე ტაძრის" აშენებაზე ოცნებობენ. ალ-აქსას მეჩეთზე რეგულარულად ხორციელდება ებრაელ მოსახლეთა თავდასხმები, რომელთაც ისრაელის სამხედროები იცავენ.

  ამასთან, ებრაელებს გააჩნიათ მეჩეთების დაპყრობისა და იქ სინაგოგების მოწყობის გამოცდილება. ასე მაგალითად, 1994 წელს, ქებრონში, წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (აბრაამი) მეჩეთში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ებრაელებმა ის დაიპყრეს და სინაგოგად გადააკეთეს. 

   მშენებლობის მინისტრი ური არიელი ("ებრაული სახლი") გამოვიდა მოწოდებით "აღადგინონ ებრაული ტაძარი" იერუსალემის ტაძრის მთაზე. როგორც გაზეთი "მაარივი" იწუყება შილოს რაიონის არქეოლოგიურ კონფერენციაზე გამოსვლისას, მინისტრმა თქვა: "ჩვენ მრავალი პატარა ტაძრუკები ავაშენეთ, არადა საჭიროა ნამდვილი ტაძარი ავაშენოთ ტაძრის მთაზე".

   ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ური არიელმა დაარღვია დიდი ხნის წინანდელი ტაბუ: მრავალი წლის განმავლობაში ებრაელი მინისტრები იერუსალემის წმიდა ადგილთა "სტატუს-კვო"-ს შეცვლისკენ არავის მოუწოდებდნენ. მოწოდებები მესამე ტაძრის მშენებლობისკენ დღემდე მარგინალურად მიიჩნეოდა თვით მემარჯვენეთა შორისაც კი.

   ტაძრის მთაზე ახლა ლოცვის უფლება მხოლოდ მუსლიმებს გააჩნიათ, რადგან ეს ადგილი ისლამის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმიდედ მიიჩნევა. ებრაელებს შეუძლიათ ტაძრის მთას ეწვიონ სხვა ტურისტებთან ერთად, მაგრამ იქ ლოცვა მათ ეკრძალებათ, და პოლიცია დრო-და-დრო აღკვეთს ამგვარ მცდელობებს.

  გასულ წელს რელიგიურმა სიონისტმა ზებულონ ორლევმა მოუწოდა ტაძრის მთაზე, ალ-აქსას მეჩეთის ადგილზე აეშენებინათ სოლომონის მესამე ტაძარი, რომ "მილიარდობით მუსლიმი, რა თქმა უნდა, ომს დაიწყებს", - მაგრამ "ეს ყველაფერი გარდამავალი პოლიტიკაა", - იუწყება გამოცემა Times of Israel.

 

 

ნახვა: 993

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ისრაელი, რელიგია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters