სვეტიცხოვლის მღვდელთმსახური დეკანოზი სერაფიმე დანელია:

"ენას ძვალი არა აქვსო" ძველთაგან თქმულა... ენისათვის ძვლის უქონლობის ეს სასიხარულო ფაქტი, ვინ იცის რამდენჯერ გამხდარა მწუხარების და უბედურების მიზეზი... დღეს კი ვითარება ისე წავიდა, თუკი ადრე უძვლო ენა და უკონტროლო გონება მეტად შეზღუდულ სივრცეში ახერხებდა თავის დამანგრეველ მოქმედებას, დღეს ასპარეზი "ხსნილია ყოვლითურთ"...

სამღვდელოების თემაზე ვიტყვი: მტერი და მოყვარე ერთხმად, მართალ-მტყუანის განურჩევლად, ეკლესიის და სამღვდელოების ღირსების დამცირებით არიან დაკავებულნი. მღვდლების "შემოწირულობები", "ფული", "ჯიპები", "გაუნათლებლობა", "სიბნელე" არ გამოდის ხმარებიდან. არადა აგერ 17 წელია ეკლესიაში ვარ და დანამდვილებით გეტყვით ასეთი რამ სამღვდელოების 10 პროცენტში თუ გვხვდება. ამ დროს ვის ესმის დანარჩენი 90 პროცენტის გაუსაძლისი გასაჭირი, მათ შორის უმეტესად "თეთრი" სამღვდელოების მდგომარეობა, რომლებიც არაფერს ამბობენ ამაზე, თავიანთი ღირსების გამო? მღვდელი რომ ქორწინების ბეჭედს დააგირავებს, რათა სახლში ორი ტომარა ფქვილი მიიტანოს, სხვა ჯართს აგროვებს, სხვა არაყს ხდის და ყიდის, სხვას ყანაში და ძროხებთან უწევს უმეტესი დრო ყოფნა, რათა ოჯახი არჩინოს... ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ სამღვდელოების უმეტესი ნაწილი მრავალშვილიანია... ამას ვამბობ მათთვის, ვინც ცალმხრივად და ადვილად იტყვიან რომელიმე მღვდელზე ცუდს და განაზოგადებენ მას მთელ სამვღდელოებაზე...

ძმებო და დებო, განა არა ვთქვათ, განა არ ვამხილოთ, ვთქვათ, ვამხილოთ, მაგრამ, ისე რომ მართლმადიდებლობას, ეკლესიას და მის სამღვდელოებას ჩრდილი არ მივაყენოთ! ასეა თუ ისე, დღეს იგი ქრისტეს ნათელის ერთადერთი მატარებელია დედამიწაზე, თავის მორწმუნე ერთან ერთად...

ნახვა: 1068

ტეგები: Qwelly, განკითხვა, დეკანოზი_სერაფიმე_დანელია, ინტერვიუ, მღვდელი, საქართველო, სიმდიდრე, ქონება, ჯიპი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters