არჩევნების კამპანია დაიწყო, მიშელის ხელშეკრულება კვლავ აქტუალურია

      შეიძლება ყველაზე პოზიტიური ამბავი წამში გახდეს ნეგატიურ ამბად და იმედგაცრუების მერე მაინც კმაყოფილება ანუ გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ანუ ფინალში, თითქმისგამარჯვებული დამარცხდა. დღეს ფონ კრამონი ძალიან აქტიური იყო და ისევ ანულირების განხილვები. დღესვე მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანდიდატებიც დაასახელა ზოგიერთ რეგიონში და ასევე, საარჩევნო კამპანიაც დაანონსდა მომავალი თვის სამში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1244 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 30 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - „ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება. საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 25 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ხვალ „ფაიზერის“ 168 ათასი დოზა შემოვა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ. ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით შემცირდა მძიმე შემთხვევების ნაკადი პედიატრიულ კლინიკებში. ამირან გამყრელიძე - ოქტომბრის შემდეგ შეიძლება სხვა რესპირაციული ვირუსიც იყოს, ამიტომ ეს 3 თვე კრიტიკულია, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დავამარცხოთ. სკოლის მასწავლებელთა, მანდატურებისა და დამხმარე პერსონალის 60-70% აცრილი უნდა იყოს. უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს. ხათუნა ზახაშვილი - „ფაიზერს“ მითითება აქვს, რომ ორსულებში გამოყენება შეიძლება, იგივე მითითება აქვს „ასტრაზენეკას“. თამარ გაბუნია - საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის გაკეთება საშუალებას მოგვცემს, რომ პედაგოგებისთვის ცალკე კუთხე გამოიყოს. რესპუბლიკური საავადმყოფოს და ბოჭორიშვილის კლინიკის ეზოებში კარვები იმგვარად მოეწყობა, რომ იქ გაჩერება კომფორტული იყოს. პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა დაბალანსდა - საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს. ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ვაქცინის ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება, საქართველოში ძალიან ცოტაა, ასეთი სულ 2-3 ადამიანია.

      როცა ანულირება სახიფათოა - გიორგი გახარია - ეს შიშისგან მოდის - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული გიორგი გახარია შეკითხვაზე, რამდენად იქნებოდა 19 აპრილის დოკუმენტის ანულირება ივანიშვილთან შეთანხმებული - მმართველი პარტიის დღევანდელი „ბოსების“ გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა. ნატალი საბანაძე - “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. გურამ მაჭარაშვილი - საერთაშორისო პარტნიორები გამოთქვამენ წუხილს შეთანხმების გაუქმების გამო - ჩვენ ეს წუხილი ყოველდღიურად გვქონდა, როცა მეორე მხარეს მოვუწოდებდით, შეესრულებინა შეთანხმება. პრემიერი - ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით, მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას და შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს. შარლ მიშელმა ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის - მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ სანქციები დაწესდეს „ქართული ოცნების“ იმ ჩინოვნიკებზე, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს - ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, კახა კალაძეზე. მიხეილ დაუშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ გახარიას პარტიასთან კონკურენციაში აგებდნენ და ამიტომაც მიიღეს შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება. დავით სერგეენკო - პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი სამწუხაროდ იყო ის, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მოაწერეს მას ხელი. ანა დოლიძე - ვიოლა ფონ კრამონთან ჩემი თხოვნა იყო, რომ გაკეთდეს უფრო რადიკალური განცხადებები ევროპული დედაქალაქებიდან. ნიკა სიმონიშვილი - ვიოლა ფონ კრამონი ძალიან კარგად არის გაცნობიერებული იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ მის მიერ გატარებული პოლიტიკით თავად უწესებს ქვეყანას სანქციებს. მიხეილ სარჯველაძე - მიშელის დოკუმენტი პანაცეად ვერ იქცა. ვიოლა ფონ კრამონი - ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით - მე პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი. მეშინია, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ. ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს - ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან. „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე საუბარი რეალური იქნება. ირაკლი კობახიძე - არ ვართ ბავშვები, სერიოზული ხალხი ვართ - მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემობრუნებაზე საუბარი, არასერიოზულია. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხზე ევროპულ მხარესთან კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე იყო. იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი - რაც შეეხება ახალ შესაძლო დოკუმენტს, ეს ფურცელი გადაშლილია, ერთი და იგივე მდინარეში ოპოზიცია ვერ შევა და ჩვენ არ შევალთ. რან გიდორი - ეჭვი არ მეპარება, რომ ამჯერადაც საქართველო რეპუტაციას შეინარჩუნებს და ამ კრიზისს გადალახავს - ბოლოდროინდელი მოვლენები სტაბილურობას ხელს არ უწყობს. ზაალ უდუმაშვილი - თუ „ქართული ოცნება“ დაბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებში, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება ხელი მოაწეროს - არ გავხდებით „განხეთქილების ვაშლი“.

      განათლების მომავალი - განათლების სამინისტრო - 2030 წლისთვის მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონ ლარს მიაღწევს. მიხეილ ჩხენკელი - პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის.

      არჩევნების ამბები - საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 3 აგვისტოდან დაიწყება, რა დღიდანაც მთელი რიგი რეგულაციები და შეზღუდვები იწყებს მოქმედებას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლის მოსყიდვის საწინააღმდეგოდ რიგი აკრძალვები იწყებს მოქმედებას. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რომელიმე პარტიისა და საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იკრძალება. საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მანამდე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო. გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, მელიას ან მერობის კანდიდატად აღიქვამდეს ვინმე სერიოზულად ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავტოვებთ პარლამენტს - მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს ანალოგიური ნაბიჯისკენ.

      გახარიას აზრები - გიორგი გახარია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“ - ერთი ფიქრობს ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს და მეორე ცდილობს ეს ძალაუფლება ხელში როგორ ჩაიგდოს - ხალხი საერთოდ არავის ახსოვს. „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი - კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 23 564 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 794 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 170

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters