ომიანობის 25 წელი, მიყურადება შსს მინისტს, უბარიერო არჩევნები, მერის დაპირებები და ჩინელები ჩვენში

      მართალია წინა კვირა, აგვისტოს პირველი ცხელი კვირა გამოგრილებას იმედებით გადავაგორეთ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. დაპირებები დღევანდელ სინოპტიკურ პოსტებშიც არის - 15 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. და ახლა, სამუშაო დღის მიწურულ, როდესაც ახალი ორშაბათის საქმიანი ცხელებაც მოვილიეთ, qwellynews-ის დროა:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /14 აგვისტო, 2017/

      დღესაც, დღის თემა მაინც შსს მინისტრი იყო - მღებრიშვილს ფარული ჩანაწერი - ვიდეო გაუვრცელეს, სადაც ექსპრეზიდენტის გადმოცემაზე ორჭოფობსო - შსს - იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია. ალექსეი სტოლიაროვი („ლექსუსი“) - გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია. „ნაციონალური მოძრაობა“ Страна.ua - ს მიერ, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, ხელისუფლებამ Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს. მიხეილ სააკაშვილი - რუსი ოლიგარქის მინისტრმა „ავაკოვთან“ საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა. გივი თარგამაძე - უბრალოდ ბალასტი მეგონა, კომუტატორიც ყოფილა. გია ვოლსკი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - ძალოვან სტუქტურებს წესად აქვთ, რომ მათი საუბარი დახურული ხაზით ხორციელდება. მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხი კვლავ ძალაშია. თამარ ჩუგოშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი სინამდვილეში შეიძლება შემდგარიყო. ეკა ბესელია Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ეს არის იუმორისტული ჟანრი და მე მას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ. სერგი კაპანაძე - გავრცელებული ჩანაწერით გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. გიორგი აბაშიშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „პროვოკაციას“ უწოდებს. აბა ჩამოვიდეს - თამარ ჩუგოშვილი - თუკი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, შესაბამისი სამართლებრივი და იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება. რომან გოცირიძე - ქართული საგამოძიებო უწყებები Страна.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე არ იწყებენ გამოძიებას, რადგან ეს ჩანაწერი არის 100%-ით ზუსტი. ზაზა გაბუნია Страна.ua-ს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე- სააკაშვილი ცდილობს მის მიერ დადგმული ავანტიურა საზოგადოებას შეასაღოს, როგორც სიმართლე. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ Страна.ua-ს მიერ ჩანაწერების გამოქვეყნება სააკაშვილის მიმართ არსებული ”მძიმე ბრალდებებიდან” ყურადღების გადატანას ემსახურება. ეკა ბესელია - სააკაშვილს ბრალი 4 უმძიმესი ბრალდებით აქვს წარდგენილი და მართლმსაჯულება მას ელოდება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გიორგი ვაშაძე - ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

      აგვისტოს ტრაგიკულობას ამძაფრებს 14 აგვისტოც - სწორედ ამ დღეს, 25 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი - ქართველებისა და აფხაზების ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. გიორგი მარგველაშვილი - დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას. ვახტანგ ყოლბაია - დარწმუნებული ვარ, 25 წელი იქნება ის ზღვარი, საიდანაც დაიწყება ჯანსაღი მსჯელობა, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ აფხაზეთთან მდგომარეობა. ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთში ქართული ენის აკრძალვა და ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემა საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებია. ქეთევან ციხელაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ. ქეთევან ციხელაშვილი - უნდა შეკავდეს ზეწოლა, რომ გალში მცხოვრები ადამიანები იძულებულები არ გახდნენ საკუთარი სახლ-კარი დატოვონ. დავით რაქვიაშვილი - გალში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ხმის ამაღლება. გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აფხაზეთის ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. თენგიზ ფხალაძე - უკიდურესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დგამს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

      ამჯერად, მერობის სიკეთეებზე ვისაუბროთ, უფრო სწორად იმაზე - ვიდრე მერი გახდება, რა კარგ რამეებს ამბობენ ხოლმე - კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ. კახა კალაძე - ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას.

      დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო!

      ეს ანონსი, საერთოდ უპრეცედენტოა?! - 2020 წლის არჩევნები ერთჯერადად, შესაძლოა, საერთოდ უბარიერო სისტემით ჩატარდეს. გია ვოლსკი - ოპოზიციასთან შეხვედრის წინ კიდევ ერთხელ გავივლით ყველა საკითხს, მათ შორის ე.წ. ბუნებრივი ბარიერის თემას. მამუკა კაციტაძე - თუ ვინმეს ოპოზიციასთან კონსულტაციები უნდა, ამას მედია არ უნდა გვაგებინებდეს. სერგო რატიანი არჩევნების უბარიეროდ ჩატარების იდეას „მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობად“ აფასებს. ლევან ბერძენიშვილი არჩევნების უბარიეროდ შესაძლო ჩატარებაზე - გადმოგდებული ლუკმები არავისთვის საინტერესო არ არის. რომან გოცირიძე - ხელისუფლებას უბარიერო საარჩევნო სისტემით ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა სურს.

      ჯერ სულ ახალი და ცინცხალი სახელი აქვს - ვაშლების მინისტრი - ვლადიმერ პაპავა - ჯეჯელავა შეუფერებელია ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისთვის, განათლების მინისტრის რანგში საერთოდ გაუგებრობაა.

      როგორც ცნობილი გახდა, GemFest დაიხურა და მინიმუმ გამოძიებებია ჩასატარებელი ნარკოტიკების გამო. გიორგი სიგუა - გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს. „ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ. თქვა კაცმა ყველას გადაგიხდით, ლანისტერი ვიყოო, მაგრამ არ ენდობიან.

      ფაქტია უვიზოდ დადის ეს კაცი, ყოველშემთხვევაში უპასპორტოდ - უკრაინის გენპროკურორის მოადგილე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ვიზის არსებობის შემთხვევაში შეძლებს.

      დიპლომატიური ძარცვა საფრანგეთში - საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს. საგარეო უწყება - ეკა სირაძე-დელონეს ძარცვის შედეგად დაიკარგა ელჩის პირადი ჩანთა, სადაც იყო დიპლომატიური საბუთები.

      კარგი ისტორია უნდა ჰქონდეს - საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ 36 წლიანი ისტორია გრძელდება.

      სტატისტიკოსის ცნობით - იანვარ-ივლისში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5674.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

      და დაკავებებიც - საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

      გაატარეთ - ნინო ბურჯანაძე - ყველაგან ჩავალ, სადაც ქვეყანას წაადგება, ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის რუსეთი, ასეთი ადგილებია ასევე აფხაზეთი და სამაჩაბლო. ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ნინო ბურჯანაძე - როდესაც ძმები ჩხუბობენ, ბოდიში ორივემ უნდა მოუხადოს ერთმანეთს იმ ტკივილის გამო, რაც მოხდა. ნინო ბურჯანაძე - ამ ხელისუფლებას არ უნდა მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა.

      ხანძარი იყო სვანეთშიც, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მესტიაში ხანძარი ჩააქრეს.

      ცივილიზაციისკენ მარბენალ საქართველოს, თამაშგარეთ არა, მაგრამ გარესამყაროსთან მოწყვეტილი სოფლები მრავლად აქვს - რაჭაში გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.

      ჩვენს ჯანმრთელობაზე ჩინელებიც იზრუნებენ - ჩინური ტრადიციული მედიცინის ცენტრი „ბოაი“ უკვე საქართველოშია. ჩინეთის სხვა პარტნიორობაც მნიშნელოვანი ხდება - დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოხდეს ჩინეთიდან გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა. დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე მოხსენებით წარსდგა. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია!

      კაფე-ბარები დაკეტეს, ამბობენ პროტესტის ნიშნადო - ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების უმეტესობა დაკეტილია. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს და „საგანგაშო არაფერი ხდება“.

      ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული მოვლენები დაფიქსირდა, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, ღვარცოფის შიშით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით მუშაობას წყვეტს.

საზღვარგარეთულები:

      მთელი ცხოვრება, ამ ქალაქის ერთადერთი დანიშნულება მეგონა, ჩამჭრელ შეკითხვაში გამოყენება - ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში მომხდარ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 მოქალაქე. ბურკინა-ფასოს უსაფრთხოების ძალებმა კაფეზე თავდამსხმელების ლიკვიდაცია განახორციელეს.

      ვენესუელის მხსნელიც ხომ ამერიკაა - მაიკ პენსი -აშშ ვენესუელაზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ამერიკაა კორეისთვისაც - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - დარწმუნებული ვარ, კიმ ჩენ ინი სარაკეტო პროგრამის განვითარებას განაგრძობს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. დონალდ ტრამპმა შვებულება შეწყვიტა და ვაშინგტონში ბრუნდება და ვნახოთ ახლა ვინ რას იზამს, ერთი!

      ვლადიმერ პუტინმა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი „როსნეფტის“ საბჭოში დამოუკიდებელ დირექტორად დანიშნა.

      კორეა იზოლირებული ხდება - 15 აგვისტოდან ჩინეთი ჩრდილოეთ კორეიდან გარკვეული პროდუქციის შეტანაზე ემბარგოს აწესებს. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმებს განახორციელებს.

      მსოფლიო კატაკლიზმები არ სრულდება - სიერა-ლეონეში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 312 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 227

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters