კიდევ ერთი ნაპოვნი

      უცბად საშინელი ჭექა გაისმა, ყველანი შიშისგან შეკრთნენ. ქოლგოსანი რაღაც ძალამ ერთ მხარეს გადააგდო, მისი ქოლგა კი მეორე მხარეს.

      ეს შავი ღრუბელი იყო.

- ვიპოვე! წვიმა ვიპოვე! - გრუხუნებდა იგი, დიდი სიხარულისგან ხმა ვეღარ მოზომა, ისე ჭექდა და ქუხდა, ლამის ყველაფერი დაენგრია. როგორც ვთქვით, სიხარულისგან ყველას ცრემლები სცვიოდა. მათ შორის შავ ღრუბელსაც, ჰოდა შავი ღრუბლის ცრემლები ხომ წვიმაა...

      სიხარული სიხარულზე მოემატა შავ ღრუბელს, როცა საკუთარი ცრემლები, ანი წვიმა იხილა. ვეღარ გაჩერდა, მაღლა ცისკენ აიჭრა, გაიშალა, გაიფოფრა, ღვარივით წასკდა სიხარულის ცრემლები, ანუ წვიმა. თან საოცრად მაღალი ხმით გრუხუნებდა შიგადაშიგ:

- წვიმა ვიპოვე! რახანია ვეძებდი და როგორც იქნა, ვიპოვე...

      მანქანიდან გადატყორცნილმა ქოლგოსანმა ძლივს წამოიწია, თუმცა გაბრაზება არ ეტყობოდა. რას იზამ, ცეცხლივით ხასიათი აქვს, მაგრამ გულბოროტი არააო, ბუზღუნებდა შავი ღრუბლის მისამართით. ასე ბუზღუნით გაემართა თავისი ქოლგისკენ, მწვანე ნერგი მარჯვედ ამოაცალა ხავსის ფენიდან და მიწაში ჩარგო. თავსხმა წვიმა არ წყდებოდა, შავი ღრუბელი მთელ ცას გადაეფოფრა, ელვის ისრებსაც არ იშურებდა... ჩვენი მოგზაურები მყუდროდ ისხდნენ მანქანაში, თვალმოუცილებლად შეჰყურებდნენ მწვანე ნერგს და... რა დაინახეს! ნერგი თვალთვალ იზრდებოდა, საოცარი სისწრაფით მატულობდა სიმაღლეები, ყლორტებსაც სყლ უფრო და უფრო ფართოდ შლიდა... ეს კიდევ არაფერი, სულ მალე მის გვერდით უამრავი მწვანე ნერგი აღმოცენდა, ისინიც თვალდათვალ იზრდებოდნენ და იტოტებოდნენ.

      აი უკვე კოკრებიც გამოიღეს მწვანე ნერგებმა და სულ მალე. ალისფერმა ყვავილებმა გაუღიმეს თვალებაქციულ მოგზაურებს.

      არავის არ გაჰკვირვებია, რაც ახლა ნახეს. ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე: შავმა ღრუბელმა ხომ სიხარულის ცრემლებით მორწყა მწვანე ნერგი... ჰოდა მათ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ, რაღაც საოცრად სწრაფად იზრდებიან და იფურჩქნებიან სიხარულის ცრემლებით მორწყული ყვავილები. და მათ სილამაზით ვერცერთი სხვა ყვავილი შეედრება. ასეთი ლამაზი ალისფერი ყვავილები ჯერ არ მინახავსო, აკი ასე თქვა კიდეც ქოლგოსანმა, როცა შავმა ღრუბელმა ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა ცრემლების ღვრა, მის ნაცვლად მზემ გამოანათა. მზის სხივებზე ისეთი ძალით აბრიალდნენ ალისფერი ყვავილები, რომ გუზგუზა კოცონი გეგონებოდათ.

ყველაზე ძვირად იდეა ფასობს

      ყველაფერი თითქოს მოგვარდა, ძალიან ცოტა რამ რჩებოდა გასაკეთებელი, ოღონდ გადადებაც არ შეიძლებოდა. ქოლგოსანიც მაშინვე დაფაცურდა, ალისფერი ყვავილი მოწყვიტა და საოცრად მარჯვე ხელებით იქვე გამოწურა წვენი, რომელიც რობიკომ ჭიქაში მოაგროვა.

- მოდი, ერთად წავუღოთ დათუნას, - უთხრა ქოლგოსანმა - მეც მაინტერესებს იმ ბიჭის ნახვა, რომლის შესახებ უკვე ამდენი რამ ვიცი.

      მახარე მაშინვე დაეთანხმა, ორივემ ქოლგას ჩაავლო ხელი. ის-ის იყო ქოლგოსანს ფეხი მაგრად უნდა დაეკრა მიწაზე, რომ რობიკოს ლითონისებურმა ხმამ შეაჩერა.

- დაიცა, ქოლგოსანო, სადაა შენი დაპირებული ახალი იდეა?

- ჰო, მართლა, - თქვა ქოლგოსანმა-კიდევ კარგი გამახსენე. შენი აბრა სადღაა?

      რობიკომ სიტყვის უთქმელად გაუწოდა თავისი ძველი აბრა.

      (ალბათ მკითხველს ემახსოვრება, თუ რა შინაარსის იყო იგი).

      ქოლგოსანმა აიღო აბრა, ძველი წარწერა წაშალა და ახალი დააწერა, რის შემდეგ აბრამ შემდეგი სახე მიიღო:

„იყიდება მანქანა,

შეუძლია დროში მოგზაურობა.“

      ქვემოთ კი მომცრო ასოებით ეწერა:

„სამაგიეროდ სიჩქარე 50 კმ/სთ.“

- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - თქვა ქოლგოსანმა და ახალი აბრა გაუწოდა რობიკოს.

      რობიკოს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა.

- ეს მართლაც ბრწყინვალე იდეაა - დაიგუგუნა მთელი ხმით. - ახლა კი აუცილებლად გავყიდი მანქანას.

      თვალებგაბრწყინებულმა რობიკომ (თვალები ასვატიან ნათურასავით უბრწყინავდა) ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა, ამ მიზნით კი თავისი მანქანა ზუსტად იმ დროში დააბრუნა, როცა პირველად განიზრახა მისი გაყიდვა. ეს დრო, იღბლად, ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როცა დათუნას ჯერ კიდევ ეძინა, ხოლო ბებიები ის - ის იყო იწყებდნენ ტორტის თადარიგს.

კიდევ ერთი სიხარულის მოლოდინში

      ახლა კი ჩვენი მოთხრობა დასასრულს მიუახლოვდა. ქოლგოსანმა და მახარემ უკვე მოასწრეს ალისფერი ბუნებრივი საღებავის მოტანა. ბებიები მაშiნვე შეუდგნენ საქმეს, თან ერთი წამითაც არ გამოუთქვამთ გაკვირვება, ეს ალისფერი საღებავი აქ საიდან გაჩნდაო. ეს ძალზე საოცარი იყო. ალბათ ქოლგოსანმა მოახერხა რამე, მას ხომ ბევრი რამ შეუძლია თავისი ქოლგით.

      მახარე ისევ იმ თაროზე იყო შემოსკუპული, სადაც ამ მოთხრობის დასაწყისში შევხვდით. თავის თავგადასავალს ჩურჩულიღ უყვებოდა ხავერდის დათუნიას და ფრთახატულა ხოხობს, რათა დათუნა არ გაეღვიძებინა.

      სხვათაშორის, მახარემ ცოტაოდენი ცვლილებებით უამბო თავისი თავგადასავალი ხავერდის დათუნიას და ხოხობს. არაფერი გაუზვიადებია. მხოლოდ ის არ გაამხილა, თუ როგორ იპოვა ქოლგოსანმა ალისფერი ყვევილი საკუთარ ქოლგაში. მახარემ უბრალოდ აღნიშნა, რომ ალისფერი ყვავილი მაინც ქოლგოსანმა იპოვა. ხოლო სად და როგორ, ამაზე კრინტიც არ დაუძრავს. კიდევ კარგი, მის მსმენელებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ამაზე.

      დანამდვილებით ვიცი, არც რობიკოს წამოსცდება რაიმე ქოლგოსანის მარცხის შესახებ; მან იმთავითვე წაშალა ამ შემთხვევის ისტორია, რაც თურმე მწვანე უჯრედში ჰქონდა ჩაწერილი. როგორც ვიცით, მწვანე უჯრედში რობიკოს მცენარეების შესახებ ჰქონდა ჩაწერილი ცნობები. ასე რომ, რობიკომ აღარც მწვანე მცნარეების შესახებ იცის რაიმე. რომ მოკლა, ანუ ნაწილ-ნაწილ რომ დაშალო, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს გამხმარ ჩხირს და მწვანე ყლორტს. ერთი სიტყვით, ქოლგოსანიუს მარცხს ვერავინ შეიტყობს, მართალია, შავი ღრუბელი არც ისე სანდოა თავისი თავქარიანი ხასიათის გამო, (აბა როგორი ხასიათი ექნება იმას, რომელსაც ნიავქართან ასეთი მჭიდრო მეგობრობა აქვს), თუმცა არც ესაა დიდი უბედურება; ალბათ გახსოვთ, რომ შავი ღრუბელი ძალიან გაურკვევლად ლაპარაკობს, უფრო სწორად, ბუზღუნებს, მისი გაგება ძალიან ძნელია. ამას გარდა, არც არავინ იწუხებს თავს მის მოსასმენად. დაინახავენ თუ არა, ყველა სადღაც გარბის და იმალება.

      ჯერჯერობით კი შავი ღრუბელი ღია ფანჯრის წინ გამოკიდებულიყი და ოთახში იჭვრიტებოდა, მძინარე დათუნას უთვალთვალებდა. დათუნა უკვე იშმუშნებოდა, ჩანს გაღვიძებას აპირებდა. საცაა გაიღვიძებდა და გაიხარებდა სადღეობო ტორტის ნახვით, რომელიც წუთი-წუთზე მზად უნდა ყოფილიყო. ცხადია, ტორტი ალისფერი კრემის ვარდებით იქნებოდა მორთული. ეს განსაკუთრებით გაახარებდა დათუნას. სწორედ ამას ელოდა შავი ღრუბელი, მას კიდევ ბევრი ჰქონდა სიხარულის ცრემლები... ანუ დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი წვიმა.

ნახვა: 248

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, მანქანა, მოგზაურობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters