პერფორმანსით სავსე დღე იყო, განსაკუთრებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სადაც პრეზიდენტყოფილს 9 მილიონს ედავებიან და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მსჯავრს ითხოვენ, საპასუხოდ პრეზიდენტმა უკრაინის ჰიმნი იმღერა და მხარდაჭერა გამოხატა. უკრაინა კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ჩვენი მთავარობა კი მინისტრების გადალაგებით არის დაკავებული და ეკონომიკას ახალ მეთაურს უნიშნავს. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9331 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი. ივანე ჩხაიძე - რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი, ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში 8-დღიან იზოლაციის ვადას შევამცირებთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. თამარ გაბუნია - პირველადი ჯანდაცვის ქსელში მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ინფიცირებული - იზოლაციის ვადების შემცირება განიხილება.
#მიშანიუსი - სასამართლოს დღე - გიული ალასანია - სასამართლო პროცესებზე ჩემი შვილის სანახავად დავდივარ, დანარჩენი არავითარი ილუზია არ მაქვს - ეს ყველაფერი ერთი დიდი უსამართლობაა. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე არის პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში. გიორგი ბარამიძე - დღეს მორიგი სამარცხვინო ფარსია ივანიშვილის ჯიბის სასამართლოში. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - ეს პროცესი არ არის, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს - თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს. გურამ მაჭარაშვილი - პატიმარი სააკაშვილი პროცესებზე არ საუბრობს მის საქმეზე, საუბრობს ასტროლოგიაში თავის ლიდერობაზე, იმაზე, რომ საქართველო და დედამიწა ბრუნავს მის ირგვლივ - ეს საზოგადოებას არ აინტერესებს. თაკო ჩარკვიანს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაატოვებინეს. თაკო ჩარკვიანი - კორუფციონერი პროკურორი სამშობლოს მოღალატეა, აბა რა არის?! სირცხვილია სამარცხვინო პროკურორს ასამართებინოთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი. მე მიშას მოწინააღმდეგე ვიყავი 9 წელი, მაგრამ ახლა, რუსეთის კორუფციონერების ხელში ჩავარდა ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ნონა მამულაშვილი - „ქართული ოცნება" ყველაფერს მოიგონებს, რათა პუტინის პირადი მტერი, მიხეილ სააკაშვილი დასაჯოს. პროკურორი - ბრალდებულმა სააკაშვილმა განცხადება უნდა გააკეთოს 9 მილიონის გაფლანგვაზე, 150 000 ლარი რომ სტილისტს გადაუხადა და 600 000 „ბოტოქსებზე“ დახარჯა. გიული ალასანია - საქართველოში მცირე ნაწილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა და სწორედ ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ჩემ შვილს. მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას არასდროს ეთანხმებოდა. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა - სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ჩვენება წარმოედგენათ, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მისცა - არ დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, თუკი რჩება განცდა, რომ მოწმე სასამართლოში ჩვენების მიცემას თავს არიდებს, ეს საკითხი პროკურატურის შესაფასებელია. მიხეილ სააკაშვილი - დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა, თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: ჭკუაზე მოდი, ჩვენებას თუ მისცემ, საქმე ჩამოგვეშლება, მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი. მოსამართლე - სასამართლო პენიტენციური სამსახურის დირექტორს ავალებს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება იყოს დაცული, მას არ დაემუქროს საფრთხე. მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს მინდა ვუთხრა: ცუდი ამბავი მაქვს შენთვის, ძალიან არასწორი "სტავკა" გააკეთე ძმაო. პროკურორი სააკაშვილს - რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?! სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5500 ლარი დაუჯდა?! ამაზე ისაუბრეთ!
მინისტრის ცვლილებები - ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის. მაია ბითაძე - ლევან დავითაშვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და პროფესიონალია - ეკონომიკის სამინისტრომ განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა. რატი იონათამიშვილი - ცვლილებები ბუნებრივი პროცესია და როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება. გიგა ბოკერია - ეკონომიკის მინისტრის ცვლილებით არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ, წლების განმავლობაში თანამდებობაზე მყოფი მინისტრები არიან დღევანდელ გაჩერებულ ეკონომიკაზე პასუხისმგებელი. ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მიხეილ სააკაშვილი - ანდჟეი დუდამ პრემიერთან შეხვედრა ითხოვა, რის მერეც ღარიბაშვილი აორთქლდა, დააავადეთ კოვიდით, ზალკალიანს დაურეკა ინგლისის საგარეო მინისტრმა, დაემართა კოვიდი - ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში. ნათია თურნავა - მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები - რა თქმა უნდა, გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი - ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ქვეყანას. გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში არაფერი შეიცვლება - ვერ ვხედავ, რომ ლევან დავითაშვილი დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოახდენს გარღვევებს ახალი მინისტრი. პროკურორი - ანზორ ჩუბინიძის მიერ რა ხარჯი იქნა გაწეული და რა ფორმით, ეს არ ცვლის მოცემულობას მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე.
კამერება ჯაჭლიანს - პაატა მანჯგალაძე - სოსო ჯაჭვლიანმა განცხადა, რომ საძინებელში სათვალთვალო კამერა იპოვა და ამ დროს მარტო არ იყო, ამიტომ უნდა გამოიკითხონ ლუკა კურტანაძე და ირაკლი სესიაშვილი. იაგო ხვიჩია - სოსო ჯაჭვლიანს კამერებს ჩვეულებრივი ადამიანები არ დაუყენებდნენ - როცა გამოძიების დამწყები კამერებს გიყენებს, რა შინაარსი აქვს გამოძიების დაწყებას? ირაკლი ზარქუა - სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი - სოსო ჯაჭვლიანს ვუჩევდი, თუ მტკიცებულებები აქვს, მოწმეებთან ერთად პროკურატურაში მიბრძანდეს.
ტყულად შეთანხმდნენ - კარლ ჰარცელი - 19 აპრილის შეთანხმება წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად - ეს არის ერთ-ერთი საიმედო გზა და თუ არჩევანი მასზე არ გაკეთდება, მაშინ ისმის კითხვა, რომელი გზაა? ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა. გიორგი ვაშაძე - თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი მიაყენა 19 აპრილის შეთანხმებას, მაგრამ არის საკითხები, რასაც მივაღწიეთ - საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გიგა ბოკერია - ბარიერის საკითხის ჩაგდების შემთხვევაში ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ უნდა იცოდნენ, რომ გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს ქვეყნის შიგნით და გარეთ. კარლ ჰარცელი - 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებელ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები რჩება.
ოპოზიციის ლიდერობა - გივი მიქანაძე - ნიკა მელიას უკვე აქვს რეალური ხედვა, რომ მისი და მისი მომხრეების ადგილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის. გიორგი ბარამიძე - ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას ნამდვილად არავინ აპირებს. გია ხუხაშვილი - ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებით ავაშენებთ „ტიტანიკს“, რომელიც განწირულია ჩაძირვისთვის. დავით ბერძენიშვილი - პარტიები მივიდნენ მიშასთან - რა მივიღეთ? ამომრჩევლები დარჩნენ პარტიების გარეშე და თუ აქამდე 5 3%-იანი პარტია იყო, ახლა 12 1% -იანი პარტია გვყავს.
კალაძის ქალაქი - კახა კალაძე - უკანონო მშენებლობებზე მკაცრი რეაგირება იქნება - მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა, აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ტაქსი მგზავრის ასაყვანად გაჩერებას ავტობუსის ზოლში შეძლებს. „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ დღეისთვის 1 375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება. თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს. ამ დროისთვის, 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული. მთლიანი ფასის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ტარიფი 32 თეთრი გამოდის.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსს 68 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7%-ით მეტია. სომხეთში კორონავირუსის 2 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა.
თეთრი სახლი - ბაიდენის მრჩეველმა და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს აშშ-სა და ნატო-ს მზადყოფნა, გააგრძელონ დიალოგი რუსეთთან, რათა იპოვონ დიპლომატიური გზა დეესკალაციისკენ. ჯოზეფ ბორელი - ემანუელ მაკრონის რუსეთში ვიზიტი განმუხტვის ელემენტი იყო, მაგრამ სასწაული არ მოუხდენია. „რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს“ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა. შოლცის თქმით, რუსეთმა გაიგო, რომ მკაცრი სანქციების დაწესებაში დასავლეთი ერთიანია. თეთრმა სახლმა კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა. უკრაინამ ბრიტანეთისგან სამხედრო აღჭურვილობა, აშშ-სგან კი 80 ტონა ვაზნა მიიღო. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მხარს უჭერს ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევას.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა yongxing_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2026.
საათი: 10:29am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing Eco-friendly Seamless Activewear Yongxing is a meaningful step for anyone who cares about comfort, performance, and environmental responsibility. Today’s consumers increasingly look for apparel that supports not only their fitness goals but also their values, particularly when it comes to reducing waste and promoting sustainability. This type of activewear brings together comfort and conscious design in a way that aligns with modern lifestyles. Sustainable materials are at the heart…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2026.
საათი: 10:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items blends dynamic combat, immersive cooperative play, and high-stakes extraction mechanics to deliver a sci-fi experience that encourages teamwork and tactical thinking. At its core, the game balances fast-paced action with resource-driven decision-making, challenging players to survive hostile environments filled with ARC machines and rival human groups.
Combat is built around mobility and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია