აგვისტომ განსაკუთრებული სიცხეების გარეშე დაგვტოვა, შემოდგომის პირველი დღე კი საკმაოდ ცხელი იყო - ბარხატოვან სეზონს რომ უხდება, ისეთი. მეტიც, ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელიო, წერენ სინოპტიკოსები, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი პირობები შექმნას. განახლებები, ახალი სეზონები, ახალი ამბები მისთანანი სწორედ 1 სექტემბერს იწყება ხოლმე და დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი - პარლამენტი ამუშავდა, არჩევნებისთვის მოლოდინმა მოიმატა, კანონები-დაფინანსებები ამოქმედდა და ა.შ. დოლარი 3-იან ნიშნულს არ სცდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 სექტემბერი, 2020

      კორონას ახალი ამბები საქართველოში - საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 23 ახალი შემთხვევიდან 2 ბათუმში გამოვლინდა. ჰიგიენური საშუალებების შესაძენად სკოლებს დაფინანსება გაეზრდება. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14-ის წყარო ინფიცირებულებთან კონტაქტია, 8 შემოტანილია, ერთის წყარო უცნობია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის რამდენიმე ათეულ ადამიანს, მათ შორის მასაც ჩაუტარდა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      სამაჯურები მოძალადეებს - მოძალადის მიერ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სოფო კილაძის განცხადებით, მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის გამოყენება მსხვერპლისთვის იქნება გარანტია, რომ ცუდი შედეგი არ დადგეს.

      ამუშავებული პარლამენტი - დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. 1-ელი სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში კომიტეტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დონორები - გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირი (EU), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES).​ გია ვოლსკის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ოპოზიციასაც ეხება, რომელიც „ადამიანზე ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს ინტენსიურად იყენებს“.

      არჩევნების აქტიურობა - თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო საზოგადოება გაფაციცებით აკვირდება არჩევნებს და დარღვევების შემთხვევაში, ხელისუფლება იქნება ერთადერთი, ვისაც პრობლემები შეექმნება. მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს და საარჩევნო მარათონში ჩართულ ყველა პირს, არ დავტოვოთ არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის. კელი დეგნანი - თითოეული პარტიის და მოქალაქის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. გიორგი ვაშაძე - დარღვეული შეთანხმებების მიუხედავად, „ნაცმოძრაობას“ ჩვენთან კოალიციაში ვხედავ, ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი მე ვიქნები, მორჩა და დამთავრდა! თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - ცვლილებების დროა, რომლის ავანგარდში იქნება „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ ინელებთ! დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს სწორი ცვლილებების კომპასი, რომელიც დააბრუნებს რწმენას, იმედს, განვითარებას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს.

      სამთავრობო დახმარებები - ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის გათვალისწინებული დაფინანსება დღეიდან გაიზარდა. პრემიერი - დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა - პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა, რომ სრული დაფინანსება ჰქონდეს. ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყო. სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში ამ დროისთვის 852 915 ბავშვია რეგისტრირებული.

      პატრიოტების ფინანსები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. სერგო რატიანი - „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში იყო ბიძინა ივანიშვილის ძღვენი პუტინისადმი. გია ვოლსკის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა “ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია“. ირაკლი კობახიძე - „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ბნელი მედლის ორი მხარეა. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხი სპეცსამსახურებმა უნდა გამოიძიონ. ირმა ინაშვილი - სააკაშვილ-ბოკერიები და კობახიძე-მდინარაძეები ერთი პოლიტიკური ბუნკერია, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გაიტანს.

      ბაჩალიაშვილის საქმიდან - სუს-ი - თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ტრაგედიით სპეკულაცია, ვერსიებით მანიპულაცია და სუს-ის დისკრედიტაცია, დაუშვებელია. პროკურატურა - თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი. დავით ბაქრაძე - ჩვენ არ ვართ რუსეთის უკანა ეზოზე მიბმული ერი, ჩვენ ვართ უმდიდრესი ისტორიის მქონე ევროპული ქვეყანა, ჩვენი ვალდებულებაა საქართველო დავუბრუნოთ ევროპას. სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შეისწავლის. მიხეილ რამიშვილი - სახალხო დამცველისგან დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ, ის გენერალურ პროკურორს შეხვდება

      შაქარაშვილის მკვლელობის ადვოკატები - პროკურატურა - ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება- მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე, სიცრუეა. ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ნ.ქ. საქმეში არა ბრალდებული, არამედ დაზარალებული უნდა იყოს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატის ინფორმაციით, „არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან“. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი - ამ რეჟიმში დაცვის სრულყოფილად განხორციელება ძალიან ძნელია. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნ.ქ.-ს ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ შაქარაშვილის ჩანთაზე არჩილ გაგნიძის დნმ არ ამოვიდა. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი - მოწმემ, რომელიც დაიკითხა, დაადასტურა, რომ არანაირ ჯგუფურ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორი არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებაზე - ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედება იყო განზრახული. პროკურორის ინფორმაციით, შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად, 5 პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 3 ცნობილია.

      ღირსეული პარტნიორი 2020 დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი - „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ აშშ და ნატო-ს წევრი ქვეყნები ჩვენს მხარეს დგანან.

      უძილარი ოკუპაცია - ირაკლი სესიაშვილი - ოკუპანტს არ სძინავს, არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ. ექსპერტი ლაშა პატარაია - საარჩევნო პერიოდში ქართულ კიბერსივრცეში რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდებიან. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა - ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

      საქართველოდან 23,784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული.

      სტუდენტების შედეგები - ზვიად შალამბერიძე - გილოცავთ სტუდენტობას, გისურვებთ თქვენი დიდი წვლილი შეიტანოთ საქართველოს წარმატებაში. გიორგი გახარია პირველკურსელებს - თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ. პრეზიდენტი ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - აზერბაიჯანში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებსა და სკოლებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. ბრაზილიაში კორონავირუსის 45 961 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 553 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ირანში კორონავირუსის 1682 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 101 ადამიანი გარდაიცვალა.

      BBC - ავსტრალიაში, Facebook გვერდებზე ახალი ამბების გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

      ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. ალექსანდრე ლუკაშენკო - მე და რუსეთის პრეზიდენტი საერთო მამულს შევინარჩუნებთ.

      მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად გამოწვეული ზარალი 4.6 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

      ირანის უზენაესი ლიდერი - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისლამურ სამყაროს, არაბულ სახელმწიფოებს, რეგიონის ქვეყნებსა და პალესტინას უღალატა.

      ნავალნის საქმე - სერგეი ლავროვი - სიცრუეა დასავლეთის ბრალდება, რომ ნავალნის საქმეს არ ვიძიებთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 90

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters