მსჯავრდადებული პრეზიდენტი, პოეტი და პოლიცია, უარი გაზპრომს, ტურიზმის სტატისტიკა და მსოფლიო ნაახალწლევს

      2018 წლის პირველი სამუშაო კვირაც მიიწურა. ჯერ კიდევ ახალი წლის სურნელი და განწყობა ტრიალებს ქვეყანაში და მდორედ, ძალიან ნელა მიემართება ცხოვრება. ახლა შობის დღესასწაული მოახლოვდა და მისი ზეიმიც კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს, შემდეგ მეორე ახალი წელი და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 იანვარი, 2018/

      დამნაშავე ექსპრეზიდენტი - სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით გასცა დაპირება, რომ სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა მსჯავრდებულებს სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს შეძახილებით შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია. ზაალ უდუმაშვილი - სამართლებრივი ნონსენსია, როდესაც სახელმწიფო მეთაურს განაჩენი იმისთვის გამოუტანეს, რომ მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა. ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი გახდეს. პროკურორი - ადამიანური კუთხით სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მხარე. რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი არის სამარცხვინო ლაქა. ეკა ბესელია სააკაშვილის განაჩენზე - ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა. თამარ ხულორდავა სააკაშვილის საქმეზე - არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები. რამაზ საყვარელიძე - პატიმრობა ისრაელის ყოფილ პრეზიდენტსაც მიუსაჯეს, თუმცა ამით ქვეყნის ავტორიტეტი არ შელახულა - ის, რომ თანამდებობა არ იცავს ადამიანს, სახელმწიფოსთვის პლუსია. უკრაინელი დეპუტატი - საქართველოში სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა. მიხეილ სააკაშვილი - შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს. გია ხუხაშვილი - ამ განაჩენით სააკაშვილის ციხეში გაკავება იქნება ძალიან რთული და სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან. არჩილ თალაკვაძე - "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვას პოლიტიკური დევნა, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერა. გიგი უგულავა სააკაშვილის განაჩენზე - დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს. ადვოკატი - თბილისში გამოტანილი განაჩენის საფუძველზე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უკანონო იქნება. მამუკა მდინარაძე - გირგვლიანის საქმეზე კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი.

      მოგზაურობა საქართველოში - 2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1 194 433-ით მეტია. 2017 წლის I-III კვარტლების მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

      პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია - ველოდებით საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკიდან გამოხმაურებას. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გასაცნობად საავადმყოფოში „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი მივიდა.

      რუსული გაზი - რომან გოცირიძე “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხის განხილვას ითხოვს. არჩილ თალაკვაძე ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს არათანმიმდევრულად აფასებს.

      პოეტი და პოლიცია - მწერლებისა და პოეტების გარკვეული ჯგუფი ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ირინა ფუტკარაძე ზვიად რატიანის შესახებ კადრებზე - ეს კადრები არ უნდა გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვინაიდან დაირღვა ადამიანის უფლებები. გვანცა ჯობავა - სამეურვეო საბჭო დაგვიპირდა, რომ მოკვლევას აწარმოებს ზვიად რატიანზე გასულ ვიდეოზე და შემდეგ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გვაცნობს. ია ანთაძე - ვასილ მაღლაფერიძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. გრიგოლ გოგელია ზვიად რატიანის საქმეზე - ფაქტის გაშუქების სტანდარტი დარღვეული იყო, ახლა ჩვენი პროცედურების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

      რჩევების ნახევარის საკმარისიაო - ქუთაისის მერმა მრჩევლების რაოდენობა გაანახევრა.

      ნარკოპოლიტიკა - სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს.

საზღვარგარეთულები:

      წიგნების აკრძალვა და სხვა ამერიკული ამბები - დონალდ ტრამპის ადვოკატის განცხადებით, ის შეეცდება მაიკლ ვოლფის წიგნის დაბეჭდვას ხელი შეუშალოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანს უსაფრთხოების სფეროში დახმარება შეუჩერა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მარიხუანასთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის დროინდელი კანონი გააუქმა.

      ირანის ამბოხი - ნიკი ჰეილი - არ უნდა დავუშვათ, რომ ის საშინელება რაც სირიაში ხდება, ირანშიც განმეორდეს. რამზან კადიროვი - ირანს ”ტროას ცხენს” უმზადებენ. კონსტანტინე კოსაჩევი - არ შეიძლება თავის მოკატუნება, თითქოს აშშ-ს შეუძლია სხვა ქვეყნებში ანტისამთავრობო აქციების წაქეზება.

      დიქტატურა - კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე სამხრეთ კორეის წინადადებას დათანხმდა. კონსტანტინე კოსაჩევი – რუსეთი მზადაა, კორეის ნახევარკუნძულის განიარაღების დიალოგში ჩაერთოს, ამ დიალოგს აშშ-ც უნდა შეუერთდეს.

      ერდოღანი აშშ-ში თურქი ბანკირისთვის გამოტანილ განაჩენზე - თუ ასეთია ამერიკული სამართლიანობა, მაშინ მსოფლიოს საქმე ცუდად ყოფილა.

      სააკაშვილი უკრაინაშიც - მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში დაკითხვაზეა დაბარებული. კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ ამბებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა გადაიდო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 181

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters