სპეცრაზმი ნამახვანში - დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. კარვების დაშლა და აქციების ჩაშლი ან როგორც სამართალდამცავები ამბობენ, კომპანიისთვის საკუთარი საქმიანობის მშვიდ, დაცულ გარემოში ჩატარების უფლების უზრუნველყოფაო. მოკლედ, ნამახვანის ამბავი ძალიან მწვავდება. ოპოზიციასა და პოზიციას ისევ მედიაცია სჭირდება და გირჩებს კიდევ მიზეზი პარლამენტში შესასვლელად. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 288755, ბოლო დღე-ღამეში - 359, გამოჯანმრთელებული - 277829, ბოლო დღე-ღამეში - 526, გარდაცვლილი - 3883, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 188. დოლარის ფასი ლარში - 3.4232.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 685 ტესტი ჩატარდა. 6 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით 7 დეპუტატია ინფიცირებული. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოავლინა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა. საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენების სრული ლეგალური საფუძველი არის, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აღიარება მაინც საჭიროა. თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრები იქნება შესაძლებელი. დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 17 „კლასტერია“ და ყველა წვეულებებსა და სუფრას უკავშირდება. განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა, ეხებოდა არა „სინოფარმს“, არამედ „სინოვაკს“ - ორივე ვაქცინის ეფექტურობა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება. ხათუნა ზახაშვილი - სამწუხაროდ, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება. თენგიზ ცერცვაძე - დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია. მიტროპოლიტი ანდრია - საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება.
ნამახვანის დარბევა - ვარლამ გოლეთიანი - სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარვების დაშლა დაიწყეს. შსს-ს წარმომადგენელი - მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება - აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ კარვებს ჩავიტანდით გუმათთან, სადაც შეუძლიათ დადგან. ვარლამ გოლეთიანი - ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა. სახალხო დამცველი - სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან. კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება, აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი. ანა დოლიძე - ხელისუფლებას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, რაც სერიოზული საფუძველია ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას. ანა ნაცვლიშვილი - რასაც შს სამინისტროს თანამშრომლები რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებენ, დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ! არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ნახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს, უხეშად და დაუსაბუთებლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ. „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. მოგვიანებით, მოწინააღმდეგეებმა ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობა გამართეს. გიგა ბოკერია "ნამახვანჰესზე" - სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებული. ნათია თურნავა - შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში. კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო.
სიყალბე საპატრიარქოსთან - საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს „ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა. ყალბი პროფილებით ემოციის გამოხატვა (მოწონება, სიცილი და სხვ.), ასევე არარსებული პიროვნებების სახელით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა.
მედიაცია - ზურაბ ჯაფარიძე - მცდელობაა, „ოცნებამ“ მაინც მოაწეროს ხელი, რომ სათქმელი ჰქონდეთ: ისეთი დოკუმენტი დავდეთ, ერთმა მხარემ ხელი მოაწერა და მეორე ცუდია - არ მჯერა, რომ ევროპელები მიმწოლები არიან. პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს - ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი, წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს. პარლამენტში შესვლა ნიშნავს „დაჩმორებას“, „ჩმორების“ მოგებული ომი მე არ მინახავს. კარლ ჰარცელი - ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნები იქნება წარდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ ბრიუსელში. აკაკი ბობოხიძე - იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ორი პუნქტი არის გარდაუვალად შესათანხმებელი - ეს არის პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები. დავით სერგეენკო - საკმარისი დრო გავიდა ევროკავშირის წარმომადგენლის შემოთავაზების შემდეგ და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები. მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა და გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ. მიხეილ სარჯველაძე სანქციებთან დაკავშირებით კითხვაზე - მოვლენების ასეთი დრამატული განვითარება მოსალოდნელი არ არის და საამისოდ არ არსებობს წინაპირობები. „გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. „გირჩში“ აცხადებენ, რომ დეპუტატის პრივილეგიებიდან გამოიყენებენ პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის უფლებას. ალეკო ელისაშვილი - „გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს - უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ! ალექსანდრე რაქვიაშვილი - „გირჩის“ 7 პუნქტიდან ნებისმიერის შესრულება ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი უკეთესი იქნება, ვიდრე ნებისმიერი წინა პარლამენტი. ზურა ჯაფარიძე „გირჩის“ 7-პუნქტიან გეგმაზე - შანსი არაა, რომ ამაზე „ქართული ოცნება" წამოვიდეს. ანრი ოხანაშვილი „გირჩის“ მოთხოვნებზე - ეს არის უკუღმა და არასწორი შემოთავაზება. არჩილ თალაკვაძე - “ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს - იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებსა და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს. სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებების რა ფორმატი იქნება, ისევ დანიელსონის თუ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გამოჩნდება. სალომე სამადაშვილი - დღეს მიდის პოზიციების გაზომვა, რის შემდეგაც მედიატორი ჩამოყალიბდება, ღირს თუ არა პროცესის გაგრძელება - არ არის გამორიცხული თქვან, რომ არ ღირს, რადგან შედეგი არ იქნება. ვახტანგ მეგრელიშვილი - ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - ეს არის კლოუნადის აპოთეოზი.
თეა წულუკიანი - პოლიტიკოსისთვის ცინიზმი რამდენად მომგებიანია, არ ვიცი, მაგრამ ცხოვრება ამის გარეშე ძალიან ძნელია.
დასაქმება ისრაელში - რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები ისრაელში კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში, თვეში 1610 აშშ დოლარამდე მიიღებენ, 58-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში - დაახლობით 2440 აშშ დოლარს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ენტონი ბლინკენი - კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ. Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 781 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა. ჩინეთის CDC-ის დირექტორი სრულ გაუგებრობას უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინას დაცვის დაბალი მაჩვენებელი აქვს. რუსეთში კორონავირუსის 8 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 277 ადამიანი გარდაიცვალა. ჩეხეთში სკოლები და მაღაზიები გაიხსნა და „კომენდანტის საათი“ გაუქმდა. ჯანმო-ს დირექტორი - უკვე მეშვიდე კვირაა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა.
რუსულ-უკრაინული ომი - რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერი - თურქეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან საუბარი არ მოუთხოვია. სერგეი ლავროვი - მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის თურქეთს, გააანალიზონ სიტუაცია და არ წააქეზონ კიევის მუდმივი საომარი რიტორიკა. მაკა ბოჭორიშვილი - უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ - საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის ელჩი - საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყოველთვის მტკიცეა - გვჯერა, რომ ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ. სერგეი ლავროვი - ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია