გუშინდელი, ორიანების თარიღი რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყების თარიღად მოინიშნება, სავარაუდოდ. თუმცა ჯერ ღია ცეცხლი და ტყვიების ზუზუნი არ ისმი (ღმერთმა ნურც ქნას) თუმცა თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდის. მთელი მსოფლიო ახლა სწორედ უკრაინა-რუსეთის ან პირიქით ომის თვალთვალშია და შიდა პოლიტიკური ამბებიც კი მათ ფონზე განიხილება, ყოველშემთხვევაში ჩვენთან ასეა. დღეს იუნკერების დღე გვაქვს და რამდენიმე სიტყვა ნიუსრმში მათაც დაეთმოთ. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0162 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი. ივანე ჩხაიძე - კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 424 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი.

      იუნკერების დღე - შალვა პაპუაშვილი - ბრძოლა, რომელსაც იუნკერები შეეწირნენ, დღემდე არ დასრულებულა და არ დასრულდება იქამდე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. პრემიერი - დღეს ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენაა - ამას ერთობლივი ძალისხმევა, ერის გამთლიანება სჭირდება. სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს.

      კალა და თბილისი - კახა კალაძე - 400-მდე ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველყოფილი იქნება სახლებით - პირობას ვდებთ, რომ 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე. შევდივარ ყველას მდგომარეობაში, მაგრამ არ შეიძლება ტანსაცმელი, ყველი, ხორცი, ყველაფერი ერთად ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს - სივრცეებს, სადაც აკრძალულია ვაჭრობა, ვერ დავუშვებთ. ლევან ხაბეიშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად, ყოველთვის ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე - „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“. დიღმის ჭალებში ქვა-ღორღის მოპოვება იყო უკანონო და ამაზე განცხადებაც გაკეთდა. თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები რვა უსახლკარო ოჯახს გადასცა.

      საქართველოდან დანახული უკრაინა - არჩილ თალაკვაძე რუსეთის მიმართ სანქციებზე - მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესია - საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს. იაგო ხვიჩიას შეფასებით, რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებასა და საქართველოს მიერ სანქციების დაწესებას ერთნაირი მნიშვნელობა ვერ ექნება. კახა გოგოლაშვილი - რუსეთისთვის ჯერჯერობით დაწესებული სანქციები არ არის სრული და ახლო მომავალში კიდევ ამოქმედდება - უმნიშვნელოვანესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე ლიცენზიის შეჩერება, რაც რუსეთს ყველაზე მეტად აშინებდა. შალვა პაპუაშვილი - უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. სალომე სამადაშვილი - რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ახალი რეალობაა და ცხადია, დღის წესრიგში დგას მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ პოზიციონირებას ახდენს საქართველოს ხელისუფლება სანქციების რეჟიმთან მიმართებით. მიხეილ სააკაშვილი - რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! თინა ხიდაშელი - როცა რუსეთის მიმართ სანქციების დოკუმენტში საუბარია, რომ მინსკის შეთანხმება არ შესრულდა, ჩვენს ხელისუფლებას მცდელობა რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა - „დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“. სოზარ სუბარი - საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად - თუკი საუბარია მკაცრ პოზიციებზე, უკრაინის წარმომადგენლებს რომ მოვუსმინოთ, ზუსტად იგივეს ითხოვენ დასავლელი მოკავშირეებისგან. გიორგი მარგველაშვილი - 15 წლით არის დაგვიანებული ის, რაც დღეს კეთდება - როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, სანქციები კი არ დაუწესდა, ანალიზი დაიწყეს, ვინ დაიწყო ომი და ვისი ბრალი იყო. პრემიერი კითხვაზე, განიხილავს თუ არა თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას - ვიხელმძღვანელებ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე - რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას, არასოდეს გავაკეთებ.

      მეუფე გრიგოლი და ხობის მერი ხობის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფონდ „ქართუს" დაფინანსებით აშენებულ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.

      პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა.

საზღვარგარეთულები:

      რუსული ომი სანქციებით ომის პირისპირ - ვლადიმერ პუტინი - მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს - მინსკის შეთანხმებები მოკლა კიევმა. რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“ იმ საზღვრებში აღიარა, რაც მათ „კონსტიტუციაშია“ აღნიშნული. ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები. დიმიტრი პესკოვი „რუსეთის სამშვიდობო ძალების“ დონეცკსა და ლუგანსკში შესვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მარია ზახაროვა - დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრების საკითხის გადაწყვეტა მომავლის საქმეა. დიმიტრი მედვედევი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მამაც სამყაროში, სადაც მალე ევროპელებს 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ 1000 კუბური მეტრი გაზისთვის. რუსეთი უკრაინიდან დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციას გეგმავს. ვლადიმერ პუტინი - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას „დაუყოვნებლივ“ გეგმავს. ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკსა და პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს. იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინაში ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. ლიზ ტრასი აცხადებს, რომ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების პაკეტზე შეთანხმდნენ. ჯოზეფ ბორელი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე - აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჯო ბაიდენი - ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე, ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი - ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა "Nord Stream 2" არ გაგრძელდეს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს სანქციები რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტს, სუვერენულ ვალს, რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს შეეხებათ. ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრა გააუქმა. ენტონი ბლინკენი - რუსეთის გეგმა, დასაწყისიდანვე, უკრაინაში შეჭრა იყო. დმიტრო კულება - დიპლომატია არის „გეგმა A“, მაგრამ თუ ჩავარდა, ჩვენი მიწის თითოეული სანტიმეტრისთვის ვიბრძოლებთ. რუსეთის ელჩი აშშ-ში - არ მახსოვს არცერთი დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლური სამყაროს შეზღუდვის გარეშე იცხოვრა - ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინსა და მის კომპანიონებს შეეშინდებათ, რადგან შემდეგი ისინი იქნებიან. დმიტრო კულება - დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად. იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს. კანადა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. ავსტრალია რუსეთს სანქციებს უწესებს. რუმინეთის თავდაცვის მინისტრი - რუმინეთი უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად ემზადება იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება. ანტონიო გუტერეში - როცა ერთი ქვეყნის ჯარისკაცები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე შედიან, ისინი სამშვიდობოები არ არიან. უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო უწყება - თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს. ევროპარლამენტარები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების განსაკუთრებულ პერიოდში გაწვევის შესახებ. კანადიდან უკრაინაში ლეტალური იარაღის მეორე პარტია ჩავიდა. ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გაერთიანებული ძალების შტაბი - დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 6 კი დაშავდა. უკრაინა დღეიდან რეზერვისტების სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ვლადიმერ ზელენსკი - თავს თავადვე ვიცავთ პარტნიორების დახმარებით, თუმცა იღუპებიან უკრაინელები, ამიტომ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო, კონკრეტული და ახლა. ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს აკრიტიკებს. BBC- უკრაინის სამთავრობო ოფისებსა და ბანკებზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 139

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters