რაც დრო გადის, პიკის პიკი უფრო ახლოვდება და უფრო აქტუალური ხდება ვაქცინაცია. ვაქსერები და ანტივაქსერები ახლა უკვე სტატუსია და შესაძლოა მალე პირადობის მოწმობებშიც ჩაწერონ. მძიმე კოვიდ ვითარების პარალელურად, არ წყდება აქტიური კამპანია და მალე ნებაყოფლობით ძალდატანების კამპანიაც დაიწყება ვაქცინაციის წარმატებისთვის. დღეს აქტუალური იყო მუზეუმის დაცვა, ეკონომიკა ვენეციის კომისია. ასევე ბაიდენი და რუსეთი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.0927 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. შსს - უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველო ე.წ. „წითელ ზონაში“ შეიყვანა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში 6886 საწოლია მობილიზებული, სადაც 6219 პაციენტი იმყოფება, რეანიმაციულ განყოფილებაშია 269 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტრო ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს, თუმცა საუბარი არ არის, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს. იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში. ახლა პიკის ფაზაში ვართ, დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ - მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა. დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ეპიდემიოლოგიურ სცენარს არ შეცვლის - შეზუდვის დაწესება ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. ვირუსის ყველაზე მაღალი გავრცელება ექიმების ჯგუფში იყო და ამან შეაფერხა მათი ვაქცინაცია, რადგან თავიდან ინფექციის გადატანიდან ვაქცინაციამდე ინტერვალი 120 დღე იყო. ამირან გამყრელიძე - ფესტივალების გაუქმება ნამდვილად იყო ჩვენს რეკომენდაციებში, კიდევ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა, მაგრამ ამას ღია ეთერში ვერ გეტყვით. დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთი დოზით აცრილი. გამოვალთ ინიციატივით, რომ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80 % სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს. პიკური პერიოდი შესაძლოა 15-20 აგვისტომდე გაგრძელდეს. მკაცრად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს? პაატა იმნაძე - თბილისსა და ბათუმში ინფიცირების თითქმის 100% „დელტა შტამია“ - აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - იყოს. ირაკლი ღარიბაშვილი - იმ ფონზე, როცა ქვეყანამ შემოიტანა 2 მლნ დოზაზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე და არ გამართონ აკრძალული ხალხმრავალი ღონისძიებები. ბიძინა კულუმბეგოვი - ვაქცინაციის შემდეგ 3-4 ანაფილაქსიური ტიპის რეაქციაა გამოვლენილი, დანარჩენი რეაქციები შიშთან, სტრესთან ასოცირდება. მოიმატა იმუნიზაციის ცენტრებიდან უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ - გამოსავალია, წერილობით მიეცეს ექიმის განმარტება, რა მიზეზით გახდა აუცილებელი აცრის გადადება. ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები. კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაცია არც დაორსულებაზე და არც მამაკაცების განაყოფიერების ფუნქციებზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. აჭარაში 102 წლის ქალი covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ნიდერლანდების გადაწყვეტილებით, საქართველოს 8 აგვისტოდან „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიენიჭება.

      ქვეყნის ფულები - ირაკლი ღარიბაშვილი - 6 თვის განმავლობაში 12,8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რამაც საშუალება მოგვცა 1,2 მლრდ ლარით გაგვეზარდა ბიუჯეტი, წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც. ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკური რეფორმები მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ინსტრუმენტია. გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის. საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გაგრძელდება. გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე მიემართება. ფინანსთა მინისტრი - წელს სრულად იქნება კომპენსირებული ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ქვეყანამ პანდემიის პირველ წელს მიიღო.

      ვენეციის კომისია - მიხეილ სარჯველაძე ევროკომისიის ანგარიშზე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულფასოვნად არის შესრულებული. საგარეო უწყება - საქართველო უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს და ევროკომისიის წინა წლის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც პროგრესს განიცდის. ლაშა დამენია - „ოცნების“ პირობებში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეფორმები ვერ განხორციელდება. კახა კუჭავა ევროკომისიის ანგარიშზე - რეალობაა ის, რომ მიშელის დოკუმენტში აღნიშნული მოთხოვნები მოსამართლეების დანიშვნამდე უკვე ასახულია საკანონმდებლო სივრცეში. გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი თავისი მოქმედებებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ყველა მიღწევას.

      სკოლები - საქართველოს საჯარო სკოლებში 34 129 - უფროსი, 8 400 - წამყვანი და 308 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელია. სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, 15 სექტემბრამდე სამედიცინო კაბინეტები უნდა მოეწყოს.

      პუტინიზაცია - მიხეილ სარჯველაძე პუტინის მიერ ცხინვალის რეჟიმთან შეთანხმების დამტკიცებაზე - რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.

      მუზეუმის დაცვა - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელოვნების მუზეუმთან „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს და განაცხადეს, რომ მზად არიან შენობა „ფიზიკურადაც დაიცვან”.

      2018 წლიდან 2021 წლის 1-ელი ივლისის ჩათვლით, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 779 პირის მიმართ დაიწყო

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – „საქართველოს რკინიგზამ“ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ გახდა აუცილებელი რელსების მხოლოდ საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნებიდან შესყიდვა

      გათავისუფლება - 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გაათავისუფლეს. ლუკა სირაძის ძმა - მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდებოდა - ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ. ნიკა სიმონიშვილი მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე - აღშფოთებული და გაბრაზებული ვართ - ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ. ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო როგორც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ასევე ყოფაქცევა.

      ბაიდენი ჩვენს როლზე - ჯო ბაიდენი - ვიმედოვნებთ, საქართველოს მხარდაჭერით სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება რეგიონული თანამშრომლობისთვის. დავით ზალკალიანი ბაიდენის განცხადებაზე - ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და იმ საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით განხორციელდა.

      რუსული მზაობა - რუსეთის საგარეო უწყება - მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე - რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის. ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 201 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს დღემდე 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. ინგლისში საფრანგეთიდან დაბრუნებული სრულად ვაქცინირებული მგზავრებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო აღარ იქნება. იაპონია კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო 8 პრეფექტურაში შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. რუსეთში კორონავირუსის 23 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 794 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთი და გერმანია, ჯანმო-ს მოწოდების მიუხედავად, მოქალაქეების დამატებითი დოზით აცრას გეგმავენ. Bloomberg - ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%.

      ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინელებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, დონბასი უნდა დატოვონ, წავიდნენ და ეძებონ ადგილი რუსეთში.

      ანგელა მერკელი - გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობის მხარდაჭერას განაგრძობს.

      ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე ავიაიერიში განახორციელა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 150

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters